13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

შეიძლება ზოგი თქვენგანი ფიქრობს, რომ კოლუმბიადის ყუმბარას არნახული,გაუგონარი სიჩქარე ექნება. ეს მართალი არ არის. ცის მნათობნი უფრო ჩქარამოძრაობენ, ჩვენი მიწაც კი, მზის ირგვლივ რომ მოძრაობს, მე და თქვენ სამჯერ უფროჩქარა გვატრიალებს: მოვიტან რამდენიმე მაგალითს, ოღონდ ნება მიბოძეთ,ფრანგული ლიეთი ვიანგარიშო, თორემ ვშიშობ, თქვენი ამერიკული საზომებიერთმანეთში ამერევა.ეს თხოვნა ხალხს ფრიად ბუნებრივი მოეჩვენა და არც არავინ შედავებია.ორატორი განაგრძობდა:- მოწყალენო ხელმწიფენო, მე ზოგ-ზოგ მონაცემებს მოვიტან სხვადასხვაპლანეტების მოძრაობის სიჩქარეზე. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემი უვიცობისმიუხედავად, ეს ასტრონომიული წვრილმანები კარგად ვიცი, ორი წუთის შედეგთქვენც ჩემნაირი მეცნიერი გახდებით. მაში იცოდეთ, რომ ნეპტუნი ხუთ ათას ლიესგადის საათში, ურანი - შვიდ ათასს, სატურნი - რვა ათასს ორმოცდათვრამეტს.იუპიტერი - თერთმეტ ათას ექვსას სამოცდათხუთმეტს, მარსი - ოცდაორი ათასთერთმეტს, დედამიწა - ოცდაშვიდ ათას ხუთასს, ვენერა - ოცდათორმეტ ათას ასოთხმოცდაათს, მერკური - ორმოცდაერთ მილიონ ოთხასი ათას ლიეს საათში.მათთან შედარებით ჩვენ კუს ნაბიჯებით მოსიარულე უსაქმური პიროვნებანიგახალვართ. ჩვენი ყუმბარის სიჩქარე ხომ მხოლოდ პირველ ერთ საათს მიარწევსცხრა ათას ცხრაას ლიეს, მერე კი თანდათან დაიკლებს. მითხარით, გეთაყვა, რა არისაქ ისეთი, რომ ჭკუა დავკარგოთ? განა ნათლი არაა, რომ დღეს იქნება თუ ხვალ,სინათლის ან ელექტროდენის დახმარებით ადამიანები უფრო დიდ სიჩქარესგანავითარებენ?როგორც ჩანდა, არავის ეჭვი არ ეპარებოდა მიშელ არდანის ამ სიტყვებში.- ძვირფასო მსმენელებო, - განაგრძობდა იგი, - ზოგ გონებაშეზღუდულ ადამიანსრომ ყური უგდო (სხვა სიტყვა ვერ მიპოვია მათ დასახასიათებლად), კაცობრიობამოქცეულია მოჯადოებულ წრეში, რომლის გადალახვა მას არ ძალუძს. მას მისჯილიაქვს სამუდამოდ ამ თავისი მიწის ბურთზე იბოგინოს და ვერასოდეს გაინავარდოსსაპლანეტათაშორისო სივრცეში. არ არის ეს მართალი! ადამიანი იმოგზაურებსმთვარეზე, პლანეტებზე და ვარსკვლავებსზე ისე, როგორც ახლა მგზავრობსთავისუფლად, ჩქარა და მშვიდად ლივერპულიდან ნიუ-იორკამდე.საპლანეტათაშორისო ოკეანეს ისევე კარგად გამოიკვლევს, როგორც მთვარის ზღვებს.მანძილი - შეფარდებითი ცნებაა. ყოველი მანძილი შეიძლება თითქმის ნულამდედაიყვანო!გმირი ფრანგისადმი საყოველთაო ნდომის მიუხედავად, ამ თამამმა თეორიამცოტა არ იყოს შეაცბუნა შეკრებილნი. არდანმა ეს შენიშნა.- ჩემო ძვირფასო მასპინძლებო, მგონი, ვერ დაგარწმუნეთ ამაში, - განაგრძობდაის თავაზიანი ღიმილით, - მაშ კარგი. მოდით, გავერკვეთ ამ საკითხში. იცით,საკურიერო მატარებელი რა ხანში მიაღწევდა მთვარემდე? სულ რაღაც სამას დღე-ღამეში. ოთხმოცდა ექვსი ათას ოთხას ათი ლიე ნეტა რა მანძილია ამისთანა?! ეს ხომნაკლებია ცხრაჯერ აღებული დედამიწის წრეწირისა? მაგრამ განა არ არიან ისეთიმოგზაურები ან მეზღვაურები, თავის ცხორების მანძილზე უფრო მეტი რომგაუვლიათ? ნუ დაივიწყებთ, რომ გზაში მხოლოდ ოთხმოცდაჩვიდმეტი საათივიქნები! ნუთუ თქვენ გგონიათ, მთვარე ისე შორსაა დედამიწიდან, რომ სანამ მასზეექსკურსიას გავბედავ, ჯერ კარგად უნდა მოიფიქრო ყველაფერი? მაშინ რაღასიტყოდით, პლანეტა ნეპტუნზე რომ მივემგზავრებოდე? ნეპტუნი ხონ მზისაგან ერთიმილიარდ ას ორმოცდაშვიდი მილიონი ლიეთი არის დაშორებული! აი, ეს

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!