13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

განზრახვაზე უარი ეთქვა და თავისი ახალი მეგობარი ბედის ამარა მიეტოვებინაზღვა ხალხის წინაშე პირისპირ დარჩენილი.ბირჟის ახალი შენობა, თავისი უზარმაზარი დარბაზის მიუხედავად, მიტინტგზედასწრბის ყველა მსურველს ვერ დაიტევდა. ამიტომ ქალაქის მახლობლად მდებარევრცელი მდელო შეარჩიეს, საჭირო იყო, მზის მცხუნვარე სხივებისაგან თავდასცავიჩარდახები მოეწყოთ. უშველებელი ტენტისთვის საჭირო მასალები - იალქნები,ბაგირები, სათადარიგო ანძები სიამოვნებით ათხოვეს ნავსადგურში მდგარმა გემებმადა რამდენიმე საათის შემდეგ ხრიოკ დაბლობზე უკვე გადაჭიმული იყო ტილოსზეცა, რომლის ქვეშაც მიტინგის მონაწილეებს შეეძლოთ თავი შეეფარებინათმცხუნვარე მზისაგან.ამ გიგანტური ჩარდახის ქვეშ მოთავსდა 300 ათასი ადამიანი, მათ ფრანგისმოლოდინში რამდენიმე საათი საშინელ სიცხეში მოუწიათ ლოდინი. ამ ზღვახალხიდან მხოლოდ პირველ მესამედ ნაწილს შეეძლო კარგად ენახა ორატორი დამოესმინა მისი სიტყვა. მეორე მესამედი უკვე ცუდად დაინახავდა და ვერც ვერაფერსგაიგებდა. და ბოლოს, მაყურებელთ უკანასკნელი მესამედი ვერც ვერავის ნახავდა დავერც ვერაფერს გაიგონებდა. მაგრამ ეს ამბავი სულაც არ უშლიდა მათ ხელს,მხურვალე ოვაცია გაემართათ ორატორისათვის.ზუსტად დღის სამ საათზე "საზარბაზნე კლუბის" ყველაზე უფრო თვალსაჩინოწევრების თანხლებით გამოცნდა მიშელ არდანი, მას მარჯვნივ ხელმკლავითმოჰყვებოდა ბარბიკენი, მარცხნივ- პატივცემული მდივანი ჯ. ტ. მასტონი, რომელსაცმზესავით უბრწყინავდა სახე.არდანი ფიცარნაგზე ავიდა. მაღალი ესტრადიდან მის თვალწინ გადაიშალა შავიცილინდრების ოკეანე. მაგრამ ამით იგი სულაც არ დაბნეულა და არაბუნებრივი პოზაარ მიუღია. ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. ხალისიანმა, უბრალომ დათავაზიანმა გამაყრუებელი "ვაშას" საპასუხოდ მოხდენილად დახარა თავი, შემდეგხელის მოძრაობით სიჩუმე დაამყარა და ერთობ გამართული ინგლისურით დაიწყო:- ბატონებო! საშინელის სიცხის მიუხედავად, მომიწევს დაგაყოვნოთ აქ, რათა,ასე თუ ისე, განვმარტო ჩემი გეგმა, რამაც, როგორც ჩანს, თქვენ დაგაინტერესათ. მეარც ორატორი გახლავართ და არც მეცნიერი, საჯარო ლაპარაკსაც არ ვაპირებდი,მაგრამ ჩემმა მეგობარმა ბარბიკენმა მითხრა, რომ თქვენ ეს სიამოვნებასმოგანიჭებდათ და მეც გავბედე გამოვსულიყავი. მაშ, კარგად დამიგდეთ ყური.გთხოვთ, მომიტევოთ, თუკი ცუდი ორატორი გამოვდგები.ეს ბუნებრივი შესავალი ხალხს ფრიად მოეწონა, რაც გამამხნევებელი გუგუნითგამოხატეს.- ბატონებო! - განაგრძობდა მიშელ არდენი, - თქვენ შეგიძლიათ თავისუფლადგამოხატოთ თქვენი თანაგრძნობაც და არმოწონებაც. ახლა კი ნება მომეცით, დავიწყო,უწინარეს ყოვლისა, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ საქმე გაქვთ უმეცარ, სრულიადუვიც ადამიანთან, რომელსაც წინ არფერი დაუდგება. სწორედ ამიტომ მომეჩვენა,რომ ყუმბარაში ჩაჯდომა და მთვარეზე გაფრენა უბრალო, ბუნებრივი და ადვილიამბავია. ადრე თუ გვიან, ასეთი მოგზაურობა განხორციელდება. ხოლო რაც შეეხებამგზავრობის საშუალებებს - ის პროგრესს მიჰყვება. კაცობრიობამ მოგზაურობა ჯეროთხზე დაიყწო, ერთ მშვენიერ დღეს ორ ფეხზე გადავიდა, შემდეგ ურმით, კარეტით,ფაეტონით, ფურგუნით, დილიჟანსით და ბოლოს რკინიგზით. რაო მერე? ის რომ,მომავალი ვაგონი აუცილებლად ზარბაზნის ყუმბარა იქნება. საერთოდ, რანი არიან ესპლანეტები? კაცმარომ თქვას, ისინი ყუმბარები გახლავან, უზარმაზარი ყუმბარებიშემოქმედის იერ სივრცეში მიმობნეული. მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს ჭურვს.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!