13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- მოიფიქრეო? კი მაგრამ, სადა მაქვს დრო მოსაფიქრებლად? საშუალება მომეცა,მოვინახულო მთვარე და გადავწყვიტე, ვისარგებლო, მორჩა და გათავდა! მე მგონი,აქ საფიქრებელი მაინცდამაინც დიდი არაფერია.ბარბიკენი თვალებით ჭამდა ამ კაცს, რომელიც თავის მოგზაურობაზე ასეუდარდელად, ყოველგვარი შეშფოთების გარეშე ლაპარაკობდა.- რაიმე გეგმა თუ გაქვთ? - იკითხა ბოლოს ბარბიკენმა. - ხომ არ მოგიფიქრებიათ,როგორ შეიძლება ამის განხორციელება?- მერედა, როგორ მოვიფიქრე, ძვირფასო ბარბიკენ! მაგრამ იცით, რას გეტყვით?უმჯობესია, საჯაროდ ახლავე ყველას წინაშე გამოვთქვა ჩემი მოსაზრება, მერე რომარ მომიხდეს ამაზე განმეორბით ლაპარაკი, ამიტომ თუკი თქვენ უკეთესს ვერაფერსშემომთავაზებთ, დაუძახეთ თქვენს მეგობრებს, თქვენს თანმხლებლებს, მთელქალაქს, მთელ ფლორიდას, თუ გნებავთ, მთელ ამერიკას და მე ხვალვე მოვხაზავ ჩემსგეგმას და პასუხს გავცემ ყველა იმ შენიშვნას, რასაც მომცემენ. მშვიდადბრძანდებოდეთ, შენიშვნების არ მეშინია. თანახმა ხართ?- თანახმა ვარ! - უპასუხა ბარბიკენმა.ამ სიტყვების შემდეგ "საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტი კაიუტიდანგამოვიდა და გემბანზე თავმოყრილ ხალხს ხმამაღლა გადასცა მიშელ არდანისწინადაება. ბარბიკენის სიტყვას მხიარული შეძახილებით შეხვდნენ. არდანისსიტყვამ გადაწყვიტა ყველა ძნელი საკითხი.ხვალ ყველას ექნებოდა საშუალება, დამტკბარიყო ევროპული გმირის ყურებით.მაგრამ ზოგმა უფრო ჯიუტმა მაყურებელმა, გადაწყვიტა, არ დაეტოვებინა "ატლანტა"და გემბაზნე გაეთია ღამე. მათ შორის აღმოჩნდა ჯ. ტ. მასტონიც. მასტონმა ჯერ კიდევმანამდე ისე მიახრახნა თავისი რკინის კაუჭი ოკაჩხის სახელურებს, ძრავა თუმოგლეჯდა მას იქიდან.- გმირი ამისთანა უნდა, აი, ეს მესმის! - იმეორებდა იგი აღტაცებით.- ჩვენ ამ ევროპელთან შედარებით, უბრალოდ, დიაცები ვართ."საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტმა მნახველებს სთხოვა, დაშლილიყვნენ.შემდეგ არდანთან კაიუტაში დაბრუნდა და მანამდე დარჩა იქ, სანამ გემის ზარმაშუაღამის არ ჩამოჰკრა.ამ დროს ორი მეტოქე მხურვალედ დაემშვიდობა ერთმანეთს, მიშელ არდანი"საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტს უკვე შენობით ელაპარაკებოდა.მეცხრამეტე თავიმ ი ტ ი ნ გ იმეორე დილით, სულწასული ადამიანების აზრით, მზე მეტისმეტად გვიანამოვიდა. იმასაც ამბობდნენ, ასეთი სიზანტე არ ეპატიება მნათობს, რომელსაც პატივიხვდა წილად ესოდენ ღირსსახსოვარი დღესასწაული გაესხივოსნებინაო.ბარბიკენს ეშინოდა, მიშელ არდანისათვის საჩოთირო კითხვები არ მიეცათ,ამიტომ უნდოდა შეძლებისდაგვარად შეეზღუდა აუდიტორია, მიმდევართა მცირეჯგუფისათვის, მაგალითად, "საზარბაზნე კლუბის" წევრებისათვის მოეყარა თავი,მაგრამ უფრო ადვილი იყო ნიაგარას შეგუბება. ბარბიკენი იძულებული გახდა, თავის

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!