13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მხატრული გემოვნებით თავმოყრილი კოლექცია უფრო დეკორაციულიდანიშნულების შთაბეჭდილებას ქმნიდა, ვიდრე სასიკვდილო იარაღისას.შესანიშნავი ვიტრინის მიღმა, საპატივცემულო ადგილზე, თავს იწონებდაზარბაზნის "თეფშის" ნამსხვრევი, დენთის გაზისაგან ერთიანად დაჭეჭყილი,დაგრეხილი, ძვირფასი ნაშთი ჯონ მასტონის ყბადაღებული მორტირისა.დარბაზის სიღრმეში, ფართო ფიცარნაგზე პრეზიდენტი წამოჭიმულიყო. გარსოთხი მდივანი ეხვია. ზარბაზნის ზედადგარზე მოთავსებული მისი სავარძელი,რომელიც ოცდათორმეტდუიმიანი ლულის მქონე ქვემეხს ჰგავდა და 90°-იანიკუთხით იყო დადგმული, ისე იყო ჩამოკიდებული თანაურ ღერძებზე, რომ სიცხისდროს პრეზიდენტს ადვილად შეეძლო ექანავა და გაგრილებულიყო.პრეზიდენტის მაგიდის მოვალეობას რკინის ფურცლის დიდი ნაჭერიასრულებდა, რომელიც ოსტატურად იყო დამაგრებული ექვს ძველებურ საზღვაოზარბაზანზე. სამელნის მაგივრობას შესანიშნავად გამოჭრილი ხელყუმბარა სწევდა,პრეზიდენტის ზარი კი რევოლვერივით ისროდა, თუმცა გაცხარებული დისკუსიებისდროს მისი წკარუნი ძლივს ფარავდა მგზნებარე არტილერისტთა ხმებს.პრეზიდიუმის წინ, ციხის სანგრებივიტ, ზიგზაგურად განლაგებულ მერხებზეკლუბის წევრები ისხდნენ. ამ საღამოს მთელი გარნიზონი მართლაც რომ მზად იყოსაბრძოლველად. კლუბის ყველა წევრი შეკრებილიყო, ისინი კარგად იცნობდნენთავის პრეზიდენტს, იგი განსაკუთრებული მიზეზის გარეშე არ შეაწუხებდა მათ.ორმოცი წლის იმპი ბარბიკენ მშვიდი, გულგრილი, კუშტი კაცისშთაბეჭდილებას ტოვებდა. ქრონომეტრივით ზუსტი, ურყევი ხასიათით დარკინისებური ნებისყოფით გამოირჩეოდა. მართალია, დიდი რაინდულიმიდრეკილებებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ უყვარდა თავგადასავლები და თავისპრაქტიკულ სულს ყველაზე სახიფათო წამოწყებაში ჩააქსოვდა ხოლმე. ის გახლდათახალი ინგლისის ტიპიური წარმომადგენელი, ჩრდილოელი-კოლონიზატორი,სტიუარტთა დინასტიის საბედისწერო მტრების "მრგვალთავიანთა" შთამომავალი,სამხრეთ-შტატების "ბატონთა", ძველი ინგლისის ამ ყოფილი კავალერების,დაუძინებელი მტერი. ერთი სიტყვით, თავით ფეხებამდე იანკი იყო....ხე-ტყის ვაჭრობით ბარბიკენმა აურაცხელი სიმდიდრე დააგროვა. ომმა რომ________1 თვითმმართველობა (ინგლ.)იფეთქა, იგი არტილერიის უფროსად დაინიშნა. სწორედ ამ პოსტზე გაითქვასახელი გამოგონებებითა და თავისი საოცრად გაბედული იდეებით. ეს გულადინოვატორი ყოველნაირად ხელს უწყობდა არტილერიის წინსვლას და უმაგალითოფართო მასშტაბის ცდებს ატარებდა. ბარბიკენი საშუალო სიმარლის, სავსებით საღ-სალამათი კაცი გახლდათ, რაც ძალზე იშვიათი იყო "საზარბაზნე კლუბში". მისისახის მკვეთრი ნაკვთები თითქოს საგულდაგულოდ გამოეხაზათ გონიოთი დარეისფედერით. და თუკი, როგორც იტყვიან, შესაძლებელია ადამიანის ხასიათისგამოცნობა. პროფილით, მაშინ ბარბიკენის პროფილი, უდავოდ მეტყველებდაპატრონის ენერგიაზე, გამბედაობასა და გულგრილობაზე.მართალია, დარბაზში ერტი ორმოტრიალი იდგა, ისმოდა გაუთავებელიშეკითხვები, აზრთა გაცვლა, ზოგი კი ჯიქურ შესცქეროდა პრეზიდენტს თვალებშიდა ამით ცდილობდა გამოეცნო მისი საიდუმლოება. მაგრამ ბარბიკენი არავითარყურადღებას აქცევდა გარშემო ახმაურებულ ხალხს. მშვიდი და აუღელვებელი სახეჰქონდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!