13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

საფრანგეთისა და, საერთოდ, მთელს ევროპაში ბევრი იცნობდა ამ დიდებულდა მოუსვენარ კაცს. დღე და ღამე მასზე ლაპარაკით ხმა ჰქონდათ ჩამწყდარი. მასდაფარული არაფერი ჰქონდა, ყველამ იცოდა მისი ცხოვრბის ინტიმურიწვრილმანები, თითქოს მისი ბინის კედლები გამჭირვალე ყოფილიყო.მიშელ არდანს მტრებიც საკმაოდ ჰყავდა. მტრები მაშინ გაიჩინა, როცაიდაყვებიტ უცერემონიოდ იკავავდა გზას ხალხის ბრბოში.მაგრამ, საერთოდ, იგი საზოგადოებისათვის საყვარელი ადამიანი იყო დაგანებივრებული ბავშვივით ექცეოდნენ. ურიგდებოდნენ მის ახირებებს; უყვარდათისეთი, როგორიც იყო; ყველას აინტერესებდა მისი გაბედული წამოწყებანი დათანაგრძნობით, შეშფოთებით ადევნებდნენ ხოლმე თვალჰყურს მის ბედ-იღბალს,ზოგჯერ როდესაც ახლობელი ცდილობდა, შეეკავებინა იგი სხიფათო ნაბიჯისაგანდა უწინასწარმეტყველებდა დაღუპვას, მიშელ არდანი უდარდელი ღიმილითუპასუხებდა, რომ "ტყე მხოლოდ საკუთრი ხეებისაგან იწვის", და თვითონწარმოდგენაც არ ჰქონდა, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი არაბული ანდაზა რომმოჰყავდა ციტატად.ასეთი იყო ვერცხლისწყალივით მოძრავი, შინაგანი ცეცხლით ყოველთვისანთებული, ყოველთვის აღელვებული "ატლანტის" მგზავრი. იქნება მასაღშფოთებდა ის საქმე , რისთვისაც ამერიკაში მიდიოდა? სრულიადაც არა. იგიყოველთვის აღგზნებული იყო თვისი ნერვიული სისტემის წყალობით.ძნელი წარმოსადგენია ესოდენ მკვეთრი კონტრასტი ორ პიროვნებას შორის,როგორიც ფრანგი მიშელ არდანი და იანკი ბარბიკენი გახლდათ; და ამავე დროს მათბევრი საერთოც ჰქონდათ: ორივე ფხიანი, გაბედული, მამაცი ადამიანი იყო, ოღონდთავ-თავიანთ ყაიდაზე.ბარბიკენს დიდხანს არ დასცალდა დალაპარაკებოდა ჩამოსულს, რომელმაცთავისი წრეგადასული გაბედულებით იგი მეორე პლანზე დასწია. იგრიალა "ვაშამ"და "ვივატმა" - ხალხი არდანს ესალმებოდა. ყველას უნდოდა პირადად ჩამოერთმიამისთვის ხელი; აღფრთოვანებამ ისეთი სახე მიიღო, რომ ფრანგმა კინაღამ დაკარგათავისი თითი და არჩია, კაიუტისათვის შეეფარებინა თავი.ბარბიკენი ხმისამოუღებლად მიჰყვა უკან. მარტონი რომ აღმოჩნდნე, არდანიბარბიკენს მიუბრუნა:- ბარბიკენი ხართ, არა? - ისეთი კილოთი ჰკითხა, ოცი წლის კეთილი მეგობრები__________1 გაბატონებული ვნება (ინგ.)გეგონებოდათ.- დიახ, - მშრალად უპასუხა "საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტმა.- მაშ, გამარჯობათ, ბარბიკენ! როგორ არის საქმე! კარგად არა? მით უკეთესი,მით უკეთესი!- ამრიგად, - ყოლვეგვარი შესავლის გარშე ჰკითხა ბარბიკენმა, - თქვენგადაწყვიტეთ ფრენა?- უსათუოდ.- და ვერაფერი შეგაკავებთ?- ვერაფერი, თქვენ კი შეცვალეთ თუ არა თქვენი ყუმბარის ფორმა ისე, როგორცდეპეშაში გთხოვდით?- თქვენს ჩამოსვლას ველოდებოდი. მაგრამ მითხარით, - ჰკითხა ბარბიკენმა, -ყველაფერი მოიფიქრეთ ისე, როგორც საჭიროა?

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!