13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

და მხოლოდ ერთადერთ მასტონს აღმოხდა დიდებული სიტყვები:- კი მაგრამ, ეს ხომ იდეაა!- მართალი ხართ, - უპასუხა მაიორმა ელფისტონმა, - მაგრამ ასეთი იდეა რომგაგიჩნდება თავში ხანდახან, ეს იმას როდი ნიშნავს, მისი განხორციელებაშესაძლებელი იყოს...- რატომ არა? - ცხარედ შეედავა კამათის გასაჩაღებლად მუდამ მზადმყოფი"საზარბაზნე კლუბის" მდივანი. მაგრამ ამხნაგებმა სიტყვა ბანზე აუგდეს.ამ დროს კი მიშელ არდანის სახელი ტამპაში ყველას პირზე ეკერა. ჩამოსულებიცდა ადგილობრივი მკვიდრნიც შეხვედრისას მრავალმნიშვნელოვნად გადახედავდნენხოლმე ერთმანეთს და იცინოდნენ. ისინი მასხარად იგდებნდნენ არა იმდენად იმიდუმალ ევროპელს, რომლის არსებობა მათ არ სწამდათ, არამედ მასტონს, რომელმაცდაიჯერა ამ ლეგენდარული პიროვნების არსებობის მითი; როცა ბარბიკენმაწამოაყენა წინადადება, მთვარეზე ყუმბარა გაესროლათ, ყველამ ბუნებრივადჩათვალა ეს აზრი და მის განხორციელებაში ეჭვიც არავის შეჰპარვია, იგი მიიჩნიესბალისტიკის ერთ-ერთ საინტერესო საკითხად. მაგრამ გონიერმა არსებამ ყუმბარისთანამგზავრობა რომ მოინდომა, ეს უკვე ფანტაზიაა, ამას ინგლისურად humbungჰქვია, ჩვენებურად რომ იტყვიან ჩმახია.შუაღამემდე არ შეწყვეტილა მხიარულება. შეიძლება თამამად ვამტკიცოთ, რომმთელი შეერთებული შტატები ამ დღეს სიცილით იჭაჭებოდა, რაც, სხვათაშორის, არსჩვევია ქვეყანას, სადაც ყოვლად წარმოუდგენელ წამოწყებებას დამცველები,მიმდევრები და ამსრულებლები მაშინათვე გამოუჩდებიან ხოლმე.და მანც მიშელ არდანის წინადადებამ, როგორც საერთოდ ყველა ახალმა იდეამ,ბევრი ააფორიაქა. იგი მეტისმეტად მკვეთრად განსხვავდებოდა საყოველთაოდმიღებული და დადგენილი აზრისაგან. ბევრს უკვირდა როგორ არ მოუვიდა ვინმესთავში ეს აზრი უფრო ადრე, მალე ახალი იდეა, თავის უცნაურობის გამოისობით,ყველას აეკვიატა. მასზე ბევრს ფიქრობდნენ; განა ცოტა იყო იმის მაგალითი, როცარაიმე წამოწყებას დასცინოდნენ, ხოლო შემდეგ იგი ბრწყინვალედხორციელდებოდა? რატომ არ შეიძლებოდა ეს მოგზაურობაც ერთ მშვენიერ დღესგანხორციელებულიყო? მაგრამ, ყოველ შემთხევაში, კაცი, რომელიც სიცოცხლისრისკს ეწევა, თავის ჭკუაზე არ არის და რაკიღა არ შეიძლება სერიოზულად მიუდგემის წინადადებას, უმჯობესი იქნებოდა გაჩუმებულიყო და მთელი ქვეყანა არაეფორიაქებინა თავისი უცნაური სისულელეებით.მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, საკითხავი იყო, სინამდვილეში მართლაარსებობდა ეს ადამიანი? მართალია, მიშელ არდანის სახელი მთლად უცნობი არ იყოამერიკისათვის! ეს სახელი ეკუთვნოდა ევროპელს, რომლის გაბედულ წამოწყებებსარა ერთხელ გამოხმაურებია პრესა. ამას გარდა ატლანტის ოკეანიდან გამოგზავნილიდეპეშა, გემის სახელწოდება, რომლითაც ფრანგი გამოემგზავრა, მისი ჩამოსვილისზუსტი თარიღი - ყველა ეს გარემოება თითქოს სიმართლეს ჰგავდა.ტამპის მცხოვრებთ მოთმინება ელეოდათ. ჯერ ცალკეულმა პირებმა იწყესთავშეყრა, მერე გაჩნდა პატარა ჯგუფები, შემდეგ ცნობისმოყვარეობამერთმანეთისაკენ მიიზიდა ეს ჯგუფები ისე, ვით მოლელულური მიზიდულობისძალა ერთა კარებს განცალკევებულ ატომებს.ბოლოს და ბოლოს შეიკრიბა საკმაოდა ბევრი ხალხი და ისინი "საზარბაზნეკლუბის" პრეზიდენტის საცხოვრებელი სახლისკენ გაემართნენ.აქამდე3 ბარბიკენი არანაირად არ ამჟღავნებდა თავის დამოკიდებულებასდეპეშის მიმართ; მასტონის აზრს, როგორც ჩანს, იგი სრულიად გულგრილად

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!