13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

პრეზიდენტმა ბარბიკენმა გახსნა კონვერტი და წაიკითხა დეპეშა. მიუხედავადიმისა, რომ მეტად თავშეკავებული კაცი გახლდათ, თვალთ დაუბნელდა და ტუჩებიაუცახცახდა.აი, ამ დეპეშის ტექსტი, იგი "საზარბაზნე კლუბის" არქივში ინახება."საფრანგეთი, პარიზი. 30 სექტემბერი, დილის 4 საათიბარბიკენს, ტამპა. ფლორიდა.შეერთებული შტატები.მრგვალი ბომბი შეცვალეთ ცილინდრულ-კონუსური ყუმბარით. შიგ ჩავჯდებიდა გავფრინდები. მოვიდარ გემ "ატლანტით"მიშელ არდანი".მეთვრამეტე თავი"ატლანტის" მგზავრებიეს განსაცვიფრებელი ცნობა ტელეგრაფის მავთულს კი არა, ფოსტას რომმოეტანა დაბეჭდილ კონვერტში, ფრანგი, ირლანდიელ, ნიუ-ფაუნდლენდელ დაამერიკელ სატელეგრაფო მოხელეებს რომ არ სცოდნოდათ დეპეშის შინაარსი,ბარბიკენი ერთი წამითაც არ შეყოვნდებოდა: იგი უბრალოდ არ გამოაჩენდა ამდეპეშას იმ კეთილგონივრული მოსაზრების გამო, რომ თავისი პროექტისატვისსახელი არ გაეტეხა. ხომ შესაძლებელია ეს დეპეშა მისტიფიკაცია ყოფილიყო, მითუმეტს, რომ მისი ავტორი ფრანგი გახლდათ. რომელ თავზეხელაღებულ პიროვნებასუნდა დაბადებოდა ყუმბარაში ჩაჯდომისა და მთვარეზე გამგზავრების აზრი? და თუმართლა აღმოჩნდა ასეთი კაცი, ის ხომ გიჟი იქნება, რომლის ადგილი ყუმბარაში კიარა, ყვითელ სახლში უნდა იყოს?მაგრამ დეპეშის დამალვა არ შეიძლებოდა, ვინაიდან ტელეგრაფის მოხელეებსარ სჩვევიათ სამსახურებრივი საიდუმლოებების შენახვა, მიშელ არდანის დეპეშისშინაარსი უკვე ვრცელდებოდა სხვადასხვა შტატებში. ამიტომ ბარბიკენის მიერ ამდეპეშის გადამალვას აზრი არ ჰქონდა.მან წამსვე მოიწვია ტამპაში მცხოვრები კლუბის წევრები და ისე, რომ არგამოუმჟღავნებია თავისი დამოკიდებულება არდანის დეპეშის მიმართ, ერთისიტყვითაც რომ არ უხსენებია, სანდობი იყო თუ არა დეპეშა, მშვიდად წაიკითხა მისიმოკლე ტექსტი.- შეუძლებელია!- წარმოუდგენელია!- ეს უბრალოდ ხუმრობაა!- ჩვენ დაგვცინიან!- რა სისულელეა!- წარმოუდგენელი სიბრიყვეა!სეტყვასავით წამოვიდა გკვირვების, უნდობლობის, ეჭვის, სისულელის დასიგიჟის ბრალდების შეძახილები, რომელთაც თან ახლდა შესაფერისი ჟესტები.ერთნი იღიმებოდნენ, სხვები იცინოდნენ, ზოგი მხრებს იჩეჩდა, ზოგი ხარხარებდა -ვინ როგორ გამოხატავდა თავის გუნება-განწყობილებას.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!