13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

მაიორი ელფისტონი, გენერალი მორგანი, პოლკოვნიკი ბალემსბერი, ინჟინერიმერჩისონი და კლუბის სხვა საპატიო წევრები, სულ ათი კაცი. აუტანელი სიცხე იდგაამ უზარმაზარ თუჯის მილში! ყველას სული ეხუთებოდა. მაგრამ სამაგიეროდრაოდენი დიდი იყო სიხარული, აღტაცება! ზარბაზნის ქვის მასიურ ფსკერზე ათიკაცისათვის გაეწყოთ სუფრა. ამ თავისებურ სასადილოს ანათებდა giarno 2 მძლავრიელექტრონის პროჟექტორი. მოქეიფეთა მაგიდაზე თითქოს ციდან ეშვებოდამრავალფეროვანი, შერჩეული კერძები; საუკეთესო ფრანგული ღვინო მდინარსავითმოედინებოდა და ქეიფიც მიწისქვეშ, ცხრაასი ფუტის სიღრმეზე შედიოდა.შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, მონადირეთა მხიარულება! სადღეგრზელოსსადღეგრძელო მისდევდა. სვამდნენ დედამიწის, მისი თანამგზავრის, "საზარბაზნეკლუბის", შეერთებული შტატების სადღეგრძელოს. კვლავ და კვლავ სვამდნენმთვარის სადღეგრძელოს. მას ეძახდნენ ფებოსს, დიანას, სელენეს, "ღამის მნათობს","ზეცის მშვიდობის ფურცელს". მათი შეძახილები, რუპორივით გაძლიერებული ვაშაკოლოსალური ლითონის ცილინდრიდან დედამიწის ზედაპირზე ჭექა-ქუხილივითისმოდა და სტონზჰილის გარშემო შეკრებილი ხალხი ყვირილით ეპასუხებოდაკოლუმბიადის ფსკერზე მოქეიფე ათ სახელგანთქმულ ადამიანს.აღფრთოვანებისგან გაოგნებული მასტონი ყველაზე მეტს ყვიროდა და ყველაზემეტს სვამდა. მისთვის მთელი სახელმწიფოც რომ შეეთავაზებინათ, ადგილს არგაცვლიდა, თუნდაც ზარბაზანში რომ ჩაეტენათ და ესროლათ, და ნაკუწ-ნაკუწდაგლეჯილი, საპლანეტათშორისო სივრცეში მიმოებნიათ.მეჩვიდმეტე თავიდ ე პ ე შ ა"საზარბაზნე კლუბის" მიერ წამოწყებული გრანდიოზული სამუშაოებიშეიძლებოდა დამთავრებულად ჩაეთვალათ, არადა კიდევ მთელი ორი თვე რჩებოდა________1 ზღვარი (ლათ.)2 დღესავით (იტალ.).მთვარეზე გასროლამდე. ეს ორი თვე ყველას წლებად ეჩვენებოდა! აქადეგაზეთები ყოველდღიურად აქვეყნებდნენ სტონზჰილში მიმდინარე სამუშაოთადაწვრილებით ანგარიშს. ხალხი სწრაფად იტაცებდა გაზეთებსა და ხარბად ნთქავდამათ.ახლა უკვე ახალ სენსაციებს აღარ ელოდნენ და ყველანი გულდაწყვეტილებიფიქრობდნენ, რომ ყოველდღიურ ახალ, ცოცხალ ამბებს სამუდამოდ უნდადამშვიდობებოდნენ.მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ! ამბავმა, ყველაზე უფრო მოულოდნელმა, ყველაზეუფრო საოცარმა, ყველაზე უფრო წარმოუდგენელმა, ყველაზე უფრო შეუძლებელმაკვლავ ელექტროდენივით დაუარა ის-ის იყო ხელჩაქნეულ ხალხის მასებს.ეს ამბავი იმდენად არაჩვეულებრივი ჩანდა, რომ განაცვიფრა მთელი მსოფლიო!30 სექტემბერს, ნაშუადღევს 3 საათსა და 47 წუთზე ბარბიკენის სახელზე მოვიდადეპეშა, იგი ვალნეტიას (ირლანდია), ნიუფაუნდლენდსა და ამერიკის სანაპიროებზეგაყვანილმა წყალქვეშა კაბელმა გადმოსცა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!