13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ახლა გასაგებია, რა ნიადაგზე წამოიშვა ესოდენ მწვავე შუღლი ტეხასსა დაფლორიდას შორის, გასაგებია ტეხასელების სიშმაგეც: მათ ხომ სასტიკადგაუცრუვდათ იმედი, როცა კლუბის წევრებმა არჩევანი ფლორიდაზე შეაჩერეს.საზრიანმა საქმოსნებმა შესანიშნავად უწყოდნენ, როგორ მოიგებდა მათი შტატიბარბიკენის წამოწყებისაგა, რამდენ სიკეთეს მოუტანდა მათ კოლუმბიადის გასროლა.დაწუნებული და განაწყენებული ტეხასი აწი ვეღარ იოცნებებდა ვერც დიდკომერციულ ცენტრზე, ვერც რკინიგზაზე, ვერც მოსახლეობის სწრაფ ზრდაზე.და ყველა ეს სიკეთე წილად უნდა ხვდომოდა უბადრუკ ნახევარკუნძულფლორიდას, მექსიკის ყურესა და ატლანტის ოკეანეს შორის უდაბურ ბარიერად რომგაწოლილა. ამიტომ გასაგებია, რომ ტეხასში ბარბიკენი ისევე შეიძულეს, როგორცგენერალი სანტა-ანა.ერთი კი იყო, ამ გაცხოველებული ვაჭრობისა და სამრეწველო საქმიანობისმიუხედავად, ქალაქ ტამპის ახლომოსახლენი ცხოველ ინტერესს იჩენდნენ"საზარბაზნე კლუბის" სამუშაოთა მიმდინარეობის მიმართ. წერაქვის თითოეულიდარტყმა, ნაგებობის ყოველი წვრილმანი აღელვებდა ტამპის მცხოვრებთ.სტონზჰილსა და ქალაქს უწყვეტი კავშირი ჰქონდა ერთმანეთთან.უკვე ზაფხულში შეიძლებოდ გევარაუდნა, რომ გასროლის დღისათვისმაყურებელთა რიცხვი მილიონს მიაღწევდა. ევროპამ ამერიკაში იწყო გადასახლება.მაგრამ უნდა ითქვას, რომ აქამდე მოსულთა ცნობისმოყვარეობას საკმარისად ვერაკმაყოფილებდნენ. ძალიან ბევრს ეგონა, რომ ჩამოსხმის ყურების საშუალებაექნებოდა, სინამდვილეში კი მხოლოდ შორიდან ჰკიდეს თვალი კვამლს. ეს კი ერთობცოტა იყო მათი ხარბი თვალებისათვის; ბარბიკენი გალავანს შიგნით მაინც არავისუშვებდა. ამან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ხალხი დრტვინავდა: ბარბიკენსდესპოტიზმში დებდნენ ბრალს, მისი საქციელი "არაამერიკულად" მონათლეს.სტონზჰილის გალავნის კარებთან კინაღამ ნამდვილი ამბოხება მოაწყვეს, მაგრამბარბიკენი, როგორც ჩვენ უკვე ვიცით, უდრეკი იყო და ბოლოს და ბოლოს მისმასიმტკიცემ გაიმარჯვა.მაგრამ როცა კოლუმბიადა უკვე მზად გახლდათ, გალავნის კარების დაკეტვაწარმოუდგენელი ამბავი იქნებოდა - ამას ხალხის მიმართ უპატივცემულობაშიჩამოართმევდნენ, ეს კი სერიოზულ საზოგადოებრივ უკმაყოფილებას გამოიწვევდა.ამიტომ ბარბიკენმა ფართოდ გააღო სტონზჰილის გალავნის კარები, მაგრამ, როგორცპრაქტიკული ჭკუის მქონე იანკიმ, გადწყვიტა, საყოველთაო ცნობისმოყვარეობიდანმოგება ენახა.რასაკვირველია, გიგანტური კოლუმბიადის დათვალიერება თავისთავად უკვესახარბიელო იყო მნახველისათვის, მაგრამ მის ფსკერზე ჩასვლა, nes plus ultra 1 იყოყოველი ამერიკელის მიწიერი ბედნიერებისა.ამან ნამდვილი ფურორი მოახდინა! ქალები, ბავშვები, მოხუცები ყველანიესწრაფოდნენ, ეხილათ გიგანტური ზარბაზნის ძირი, შეეცნოთ მისისაიდუმლოებანი. ჩაშვებაზე პატარა საფასური როდი დააწესეს - თითოეულმგზავრზე ხუთი დოლარი და, ამის მიუხედავად, მნახველთა ნაკადი ისე დიდი იყო,რომ ორი თვის განმავლობაში "საზარბაზნე კლუბის" სალარომ ნახევარი მილიონიდოლარი შეიძინა.თქმა არ უნდა, რომ კოლუბიადას პირველნი "საზარბაზნე კლუბის" წევრებიესტუმრნენ. მათ სავსებით დაიმსახურეს ეს საპატიო უპირატესობა.კოლუმბიადაში ჩაშვების ზეიმი 25 სექტემბერს იყო დანიშნული. საგანგებოკამერით ზარბაზნის ფსკერისაკენ დაეშვნენ: პრეზიდენტი ბარბიკენი, ჯ. ტ. მასტონი,

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!