13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

საბედნიეროდ, შერჩენოდა ომის შემდეგ, "საზარბაზნე კლუბის" მდინვანი, ახალიჰეროსტრატესავით, თავის აღსასრულს კოლუმბიადის უფსკრულებში ჰპოვებდა.ასე და ამრიგად, ზარბაზანი მზად გახლდათ. არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რომიგი ჩინებულად იყო ჩამოსხმული. 6 ოქტომბერს ეს ამბავი იძულებული იყო კაპიტანნიკოლსაც ეღიარებინა. ბარბიკენს კი ორი ათასი დოლარი მიემატებინა თავისისაჩეკო წიგნში. ადვილი წარმოსადგენია, რა დღეში იქნებოდა კაპიტანი ნიკოლი!ამბობდნენ, ბრაზისაგან და რისხვისაგან ავად გახდაო. თუმცა კიდევ რჩებოდარამდენიმე სანაძლეო - სამი, ოთხი და ხუთი ათასი დოლარის რაოდენობით და თუკიიგი თუნდაც ორს მოიგებდა აქედან, კიდევ შეიძლებოდა ერთგვარი გამორჩენა ენახა.მაგრამ ფულის ამბავი როდი აწუხებდა კაპიტან ნიკოლს, მის თავმოყვარეობასსაშინელი დარტყმა მიაყენა მეტოქის წარმატება: ასეთი ზარბაზნიდან ნასროლყუმბარას წინ ვერავითარი ჯავშანი დაუდგებოდა!23 სექტემბრიდან სტონზჰილის გალავნის კარები ფართოდ გაიღომნახველებისათვის. რასაკვირველია, ხალხი მაშინ მიაწყდა მას.ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე შეერთებული შტატების ყოველი კუთხიდნმოაწყდა ფლორიდას ცნობისმოყვარე ტურისტთა უთვალავი არმია. ამ ხნისგანმავლობაში ქალაქ ტამპას მოსახლეობა 150 ათასამდე გაიზარდა. ბრუკის ფორტიახალი ქუჩების ქსელში აღმოჩნდა, შემდეგ გრძელი ქვიშიანი ისარა, ესპირიტუ-სანტოს ყურის რეიდებს რომ ჰყოფდა, დასახლებულ ადგილად იქცა; ახალიკვარტლები, ახალი მოედნები, სახლების მთელი ტყე აღიმარტა სულ ახლახანუდაბურ, ფლორიდის თაკარა მზით გადახრუკულ ქვიშიან ნაპირებზე. შეიქმნასააქციო საზოგადოებანი, რომლებმაც იკისრეს ახალი სკოლების, ეკლესიების,ბანკებისა და კერძო სახლების მშენებლობა. ერთ წელზე ნაკლებ დროში ქალაქისსაერთო ფართობი ათჯერ გაიზარდა.ცნობილია, რომ იანკები კომერსანტები იბადებიან. საქმისადმი სიყვარულსყველგან იჩენენ, სადაც არ უნდ მოახვედროს ისინი განგებამ - ტროპიკულ თუპოლარულ ქვეყნებში. ამიტომ ტამპაში "საზარბაზნე კლუბის" სამუშაოთა სანახავადჩამოსული ბევრი მათგანი სწრაფად მოისაზრებდა ხოლმე, რომ აქ შეიძლებოდასაკმაო თანხის დაგროვება. სტონზჰილში მუშების ჩამოსაყვანად და მასალებისჩამოსაზიდად დაქირავებული გემების რეისების წყალობით, ტამპას ნავსადგურისაოცრად გამოცოცხლდა. მალე ნავსადგურსი და რეიდებზე გამოჩდნენ სხვადასხვასახის და სხვადასხვა ტონაჟის გემები სურსათი, ათასნაირი საქონელი და ტვირთირომ ჩამოჰქონდათ; ქალაქში გაიხსნა სამაკლერო და სახომალდო კანტორები,გამოსვლა იწყო "შიპინგ გაზეთმა", ყოველდღე რომ აღრიცხავდა ტამპას ნავსადგურსიჩამომდგარ გემებს. ქალაქის მოსახლეობა ისევ გაიზარდა და ვაჭრობას ისეთი ფართოგასაქანი მიეცა, რომ საჭირო გახა სახმელეთო ტრანსპორტი და სულ მალე ტამპასრკინიგზის ხაზი შეუერთდა ამერიკის სარკინიგზო გზების ქსელს.რკინიგზამ ქალაქი მობილი შეაერთა პენსაკოლასთან - სამხრეთის დიდ საზღვაოარსენალთან; ამ მნიშვნელოვანი პუნქტიდან იგი ტალახასამდე გაიყვანეს. მანამდეტალახასსა და დაბა სენტ-მარქსს შორის ოცდაათი მილი სიგრძის მქონე პატარასარკინიგზო ხაზი არსებობდა. ეს ხაზი თითქმის ტამპამდე გაგრძელდა და ამანსწრაფად გამოაცოცხლა ცენტრალური ფლორიდის აქამდე უდაბური მხარე. ამრიგად,თვის აყვავებას ტამპა უნდა უმადლოდეს იმ იდეას, რაც ერთ მშვენიერ დღესბარბიკენს თავში მოუვიდა; ტექნიკის ჯადოსნობი წყალობით ტამპა სულ მალე დიდქალაქად იქცა. მას მუნსიტი ანუ მთვარე-ქალაქი შეარქვეს და მან მალე ფლორიდისოფიციალური დედაქალაქი სრულიად დაჩრდილა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!