13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ბარბიკენი და მისი კოლეგები მეზობელ გორაზე იმყოფებოდნენ. მათ წინ იდგაზარბაზანი და მთავარი ინჟინრის სიგნალს ელოდა.შუადღისას თხელი თუჯის პირველი წვეთები გამოჩნდა, მიმღებებმა ნელ-ნალაიწყეს ავსება, ბოლოს მთელი თუჯი გადნა, მაგრამ იგი ცოტა უნდა დაწმენდილიყო,რომ მინარევები ზედაპირზე ამოტივტიებულიყო.საათმა თეთმეტჯერ დაჰკრა. უეცრად ყვითელი ალი აკაშკაშდა და გაისმაზრბაზნის სროლის ხმა. იმწამსვე გაიხსნა ჩამდინარი ხვრელი და აქედანგამოსრიალდა 1.200 ცეცხლის გველი, ბრწყინავ რგოლებად რომ იკლაკნებოდა.ცეცხლის ალებმა შახტის ნაპირებს სწრაფად მიაღწიეს და საშინელი გრუხუნით შიგ900 ფუტის სიღრმეზე ჩაეშვნენ, ეს იყო დიდებული, სულისშემძვრელი სანახაობა.მიწა ბარბაცებდა; შახტის თავზე დაიგრიხნენ კვამლის ბოლქვები, ვინაიდანგახურებულმა ლითონმა მყისვე ააორთქლა სინესტე, რომელიც შახტის და ზარბაზნისარხის შიგა კედლებზე იყო დაგროვილი და ორთქლი ქვისწყობის სასულედან გამოვარდა სპირალივით დახვეული. იგი ზევით ხუთასტუაზამდე სიმაღლეზე აიჭრა.სტონზჰილის მახლობელ ველებში მოხეტიალე ინდიელები ალბათიფიქრებდნენ, ფლორიდაში ახალი ვულკანი გაჩნდაო. არადა არც ვულკანიამოფრქვეულა, არც ქარიშხალი ამოვარდნილა, არც ჭექა-ქუხილი ყოფილა, არმომხდარა არც ერთი ის სტიქიური მოვლენა, რისაც ასე ეშინია ადამიანს. არა!წითელი გაზების ეს გროვა, ეს გიგანტური ალი, რომელიც თითქოს კრატერიდანამოვარდა, ნიადაგის ძაგძაგი, მიწისძვრის ბიძგებს რომ ჰგავდა, გრიგალივით ხმაური,- ყველაფერი ეს ადამიანის ნამოქმედარი იყო; ადამიანმა ამოთხარა უფსკრული დაშიგ გამდნარი ლითონის მთელი ნიაგარა ჩაუშვა!მეთექვსმეტე თავიკ ო ლ უ მ ბ ი ა დ აჩამოისხა თუ არა კოლუმბიადა, ამაზე ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდისგამოთქმა თუ შეიძლებოდა. მართალია, თითქოს ყელაფერი წარმატების მაჩვენებელიიყო: კოლუმბიადის ყალიბმა ღუმელებში გამომდინარი მთელი თუჯი შთანთქა.მაგრამ ჩამოსხმის ხარისხის უშუალო შემოწმება მალე ვერ შეძლეს.მართლა, მაიორ როდმენს, თავისი 160 ათასი გირვანქა ზარბაზნის ჩამოსხმისშემდეგ, 15 დღე-ღამის ცდამ მოუწია, სანამ იარაღი საბოლოდ გაცივდებოდა.რამდენ ხანს იქნებოდა თავისი თაყვანისმცემლებისაგან დაფარული გიგანტურიკოლუმბიადა, გაზების ღრუბელი რომ ეხვია თავზე? რამდენ ხანს გაგრძელდებოდამისი გაცივების პროცესი? ამის გამოანგარიშება ყოვლად შეუძლებელი იყო."საზარბაზნე კლუბის" წევრების მოთმინების ფიალა ივსებოდა, მაგრამ უნდაექნათ. თავგანწირული მასტონი კინაღამ ცოცხლად მოიხრაკა შახტის თავზე ისევ ისეირეოდა კვამლის უზარმაზარი სვეტები და ნიადაგი სტონზჰილის მწვერვალიდანორასი ნაბიჯის მოშორებითაც კი ფეხებს სწვავდა.დღეს დღე მისდევდა, კვირას კვირა და ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო შახტთანახლოს მისვლა. არავითარი საშუალება არ არსებობდა უზარმაზარი თუჯისცილინდრის გაციების დასაჩქარებლად. საჭირო იყო ლოდინი. "საზარბაზნე კლუბის"წევრები მოუთმენლობისაგან ადგილს ვერ პოულობდნენ.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!