13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ცილინდრს რომ წონასწორობა არ დაეკარგა, აგების პროცესშივე რკინისსალტეებს უჭერდნენ. ამას გარდა მას ყოველ თანაბარ შუალედებში გაყრილიმსხვილი გარდი-გარდმო ძელებით ამაგრებდნენ, შახტის ქვის სისქეში ღრმად რომიყო ჩაკირული. რასაკვირველია, იარაღის ჩამოსხმის დროს ყველა საყრდენიგადნეოდა და თუჯის თხელ მასაში გაითქვიფებოდა, მაგრამ ამას არ შეეძლოშეემცირებინა კოლუმბიადის სიმყარე.8 ივლისს ყველა ეს სამუშაო კეთილად დაგვირგვინდა; გადაწყდა ზარბაზანიმეორე დღეს ჩამოესხათ.- ძალიან დიდებული ცერემონია იქნება, - მიმართა მასტონმა ბარბიკენს.- უეჭველად, - უპასუხა ბარბიკენმა, - მაგრამ გარეშე პირს აქ არ დავუშებ.- როგორ? კარს არ გაუღებთ მაყურებლებს? - გაუკვირდა მასტონს.- არავითარ შემთხვევაში. კოლუმბიადის ჩამოსხმა ფრიად რთული საქმეა, რომარა ვთქვათ, სახიფათო-მეთქი. ამიტომ მირჩევნია, ეს ოპერაცია ჩატარდეს დახურულკარებში. შეიძლება ზეიმი მოეწყოს კოლუმბიადის გასროლი შემდეგ, მაგრამარავითარ შემთხვევაში უფრო ადრე.პრეზიდენტი სავსებით მართალი იყო. ზარბაზნის ჩამოსხმის დროსშეიძლებოდა გაუთვალისწინებელ დაბრკოლებებს ეჩინა თვი, ხოლო მაყურებელთასიმრავლე ხელს შეუშლიდა ამ დაბრკოლებების გადალახვას. აუცილებელი იყომოქმედების თავისუფლების უზრუნველყოფა. ამიტომ გალავანს შიგნით"საზარბაზნე კლუბის" დელეგაციის გარდა არავინ დაუშვეს, ტამპაში ჩამოსულდელეგატთა შორის იყვნენ: ფიცხი ბილსბი, მაიორი ელფისტონი, გენერალი მორგანი,ჰანტერი, პოლკოვნიკი ბლემსბერდი და tutvi quanti 1 . ყველა ამათთვის კოლუმბიადისჩამოსხმა პირადი ზეიმი გახლდათ.ჯ. ტ. მასტონმა ჩამოსული ამხანაგების მეგზურობა იკისრა; გააცნო მათ ყველაწვრილმანი, დაატარებდა ყველგან: საწყობებსა და სახელოსნოებში, უჩვენებდამანქანებს და აიძულებდა, დაეთვალიერებინათ ღუმელების მთელი წრეც. ათასმეორასე ღუმელის დათვალიერები შემდეგ დაღლილობისაგან ყვეალას ფეხიწაერთვა.ჩამოსხმის დაწყება დანიშნული იყო დღის 12 საათისათვის, ამიტომ ჯერ კიდევ_________1 და სხვები (იტალ.)წინა დღეს თითოეუ ღუმელში შეაწყვეს 12 ათასი გირვანქა თუჯი ცხაურებივითდაწყობილი ძელების სახით, რათა ცეცხლი ყოველი მხრიდან წაჰკიდებოდა და 1.2000მილიდან დილითვე ამოფრქვევულიყო კვამლის ბოლქვები და ცეცხლის ენები.ირგვლივ ნიადაგი იძროდა და ყრუდ გუგუნებდა. თუჯის გამოსადნობად საჭიროიყო ლითონისა და ნახშირის თანაბარი წონითი რაოდენობა, მაშასადამე, ღუმელებშიუნდა გამომწვარიყო 68 ათასი ტონა ნახშირი: სტონზჰილის თავზე უზარმაზარმაშავმა ღრუბელმა სრულიად დაფარა მზის დისკო. მძლავრი ვენტილატორებიგამაყრუებელი სტვენით ერეკებოდნენ სუფთა ჰაერს ამ ანთებულ ქურებში დაამარაგებდნენ მათ ჟანგბადით.ჩამოსხმის წარმატებისათვის საჭირო იყო სისწრაფე, ამიტომ წინასწარ იყვნენშეთანხმებულნი, ზარბაზნებიდან სასიგნალო გასროლის დროს რეზერვუარებიმყისვე გახსნილიყვნენ და გამდნრი ლითონი გამოეშვათ.თითოეული მუშა და ოსტატი თავის პოსტზე იდგა და გასროლას მოუთმენლადდა, ცხადია, შიშითაც ელოდებოდა. გალავანს შიგნით მათ გარდა არავინ იყო.ოსტატი-მელითონეები პირდაპირ ჩასადენ ხვრელებთან იდგნენ.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!