13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

გავიხსენოთ, რომ კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა; კოლუმბიადა ჩამოესხათთუჯისაგან, სახელდობრ, რუხისაგან და მართლაც, თუჯის ეს სახეობა ყველაზეუფრო ბლანტი და ჭედადია; იგი რბილია და მისი გაბურღვა და ყვალანაირ ფორმაშიჩამოსხმა უფრო ადვილია: თუ მას ხის ნახარშზე გამოადნობთ, მიიღება საუკეთესოხარისხის სახეობა ზარბაზნისათვის, ორთქლის მანქანების ცილინდრებისათვის,ჰიდრავლიკური წნეხებისათვის და საერთოდ ყველა მკვრივი ნაკეთობისათვის.თუმცაღა, ასეთი თუჯიც, თუ იგი ერთხელ არის გამოდნობილი, მაინცდამაიცკარგი არ გახლავთ; ხელმეორედ გამოდნობის შემდეგ მას წმენდენ ან ხვეწავენ დაამით აშორებენ ყოველნაირ კაჟოვან მინარევებს.კოლუმბიადისათვის განკუთნილი რკინის მადნის პირველი დნობამიმდინარეობდა გოლდსპრინგის ქარხნის ბრძმენდებში. მეტისმეტად მაღალტემპერატურაზე ნახშირსა და კაჟმიწასთან შეხებისას მადანი გამოყოფს გამდნარლითონს. იგი ნახშირჟანგთან შეერთებისას თუჯად იქცევა. საჭირო რაოდენობისთუჯის გამოდნობა დამთავრებული იყო და იგი უნდა გაეგზავნათ სტონზჰილში. 36მილიონი გირვანქა თუჯი რკინიგზით გაგზავნა მეტისმეტად ძვირი ჯდებოდა;იმდენივე, რამდენიც თვითონ თუჯი დაჯდა. ამიტომ გადაწყდა ნიუ-იორკშიდაექირავებინათ საგანგებო გემები და დაეტვირთათ ისინი თუჯის მადნებიტ.დასჭირდათ თითქმის 68 გემი, თითოეული მათგანი ათასტონიანი იყო, 3 მაისს ნიუ-იორკიდან ეს ფლოტილია ატლანტის ოკეანეში და კურსი ამერიკის სანაპიროსგასწვრივ სამხრეთისაკენ აიღო, შევიდა მაგამის სრუტეში, შემოუარა ფლორიდასსამხრეთ კიდურს, გაიარა ესპირიტუსანტოს ყურე და უხიფათოდ 10 მაისს ტამპასნავსადგურში ჩაუშვა ღუზა. იქ თუჯის მთელი ეს უზარმაზარი მასა გემებიდანმატარებლებში გადმოტვირთეს და ივნისის შუა რიცხვებში სტონზჰილშიმშვიდობიანად ჩაიტანეს.ამის შემდეგ თუჯი და ნახშირი 1.200 ღუმელში უნდა ჩაეტვირთათ. არცაასაკვირველი, რომ ასე ბევრი ღუმელი იყო - მათ ხომ 60 ათასი ტონა თუჯი უნდაგამოედნოთ. თითოეულ მათგანში ეტეოდა 114 ათასი გირვანქა თუჯი.სტონზჰილის ღუმელთა ნიმუშად გამოიყენეს ის ღუმელები, როდმენისზარბაზანი რომ ჩამოასხეს, ამ ღუმელებს განივ ჭრილში ტრაპეციის ფორმა ჰქონდათ,სადნობი საცეცხლურრები ორივე მხრიდან გააჩნდათ და კვამლსადენების წყალობითთანაბრად ცხელდებოდნენ. ღუმელთა კედლები ცეცხლგამძლე აგურისაგან იყონაგები, ხოლო მთელი მათი შინაგანი მოწყობილობა დაყვანილი იყო ნახშირის საწვავცხაურსა და ცეცხლგამძლე ფილამდე, რომელზეც აწყობდნენ თუჯის ძელებს; ფილისდახრილობა 250 გრადუსს შეადგენდა. ეს საჭირო იყო იმისათვის, რომ გამდნარლითონს თავისუფლად ედინა რეზერვუარებში, რეზერვუარიდან კი ქვის ღარითგამოსულიყო. ყველა ეს 1. 200 ღარი რადიუსებივით თავს იყრიდა შახტის ხვრელთან.მეორე დღესვე, როგორც კი ამოაშენეს კედელი და დამთავრდა ბურღვისსამუშაოები, ბარბიკენმა ბრძანა, შესდგომოდა შიდა არხის დაყალიბებას. საჭირო იყო,შახტის შუაგულში აეგოთ ცხრაასი ფუტი სიმარლისა და ცხრა ფუტი სიფართისცილინდრი, რომლის ღერძი დაემთხვევოდა თვით შახტის ღერძს. მას უნდა დაეჭირაკოლუმბიდის არხისათვის განკუთვნილი სივრცე.ეს ცილინდრი ააგეს თიხიანი მიწისა და ქვიშა ნარევისაგან, რომელსაც დაკეპილთივასა და ნამჯას უმატებდნენ; ცილინდრულ ფორმასა და შახტი ქვის კედლებსშორის დარჩენილ არეში უნდა ჩაესხათ გამდნარი თუჯი, რომელი ფსკერსა დაზარბაზნის ექვსფუტიან კედლებს წარმოქმნიდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!