13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

საბედნიეროდ, ამის შემდეგ არავითარი შეფერხება აღარ მომხდარა და 10 ივნისს- ბარბიკენის მიერ განსაზღვრულ ვადაზე ოცი დღით ადრე, - შახტმა მიაღწიაგათვალისწინებულ ცხრაას ფუტს. დამთავრებული აღმოჩნდა ქვის წყობაც; იგიოცდაათი ფუტის სისქის საძირკველზე იყო ნაგები და ზემოთ მიიმართებოდა ღრუცილინდრის სახით.პრეზიდენტმა და "საზარბაზნე კლუბის" წევრებმა, ვინც ამ სამუშაოებსესწრებოდნენ, მიულოცეს და მხურვალე მადლობა გადაუხადეს ინჟინერ მერჩისონს,რომელმაც უმაგალითო სიჩქარით შეასრულა ეს ტიტანური სამუშაო.მთელი ამ რვა თვის განმავლობაში ბარბიკენს წუთითაც არ მიუტოვებიასტონზჰილი, იგი დაძაბული ადევნებდა თვალყურს ყველა სამუშაოს, განუწყვეტლივზრუნავდა მუშათა ჯანრთელობასა და კეთილდღეობაზე. მისი წყალობით ადგილიარ ჰქონია ეპიდემიებს, ასე სწრაფად რომ ჩნდება ხალხის შეჯგუფების დროს დამუსრს ავლებს ხოლმე ტროპიკებთან ახლოს მდებარე ქვეყნებს.მართალია, რამდენიმე მუშა დაიღუპა, თავისი გაუფრთხილებლობის გამო,მაგრამ ასეთ გრანდიოზულ და სახიფათო სამუშაოებზე შეუძლებელია აიცდინორაიმე უბედური შემთხვევა; ასეთ "წვრილმანებს" ამერიკელები ყურადღებას არაქცევენ. ისინი ზრუნავენ უფრო საყოველთაო და არა ცალკეული ადამიანებისკეთილდღეობაზე. თუმცა ბარიკენი სხვანაირად ფიქრობდა და არასოდესღალატობდა თავის პრიციპებს. მისი ზრუნვის, შორსმჭვრეტელობის, ბრძნულირჩევა-დარიგების, საოცარი დაკვირვებულობისა და ჰუმანურობის წყალობით შახტისმშენებლობის დროს უბედური შემთხვევების რიცხვი ისე ცოდა იყო, რომ არგადაუჭარბებია ისეთ ტექნიკის უსაფრთხოებით ცნობილ ევროპულ ქვეყნებისათვისროგორიცაა საფრანგეთი, სადაც ისეთი დიდი მასშტაბის სამუშაოზე, რომელშიციხარჯებოდა 200 ათასი ფრანკი, მხოლოდ ერთ უბედურ შემთხვევას აქვს ადგილი.მეთხუთმეტე თავი"ჩამოსხმის ზეიმი"შახტის მშენებლობასთან ერთად ასეთივე სისწრაფით მიმდინარეობდაკოლუბმიადის ჩამოსახმელად მოსამზადებელი სამუშაოები. სტონზჰილში მყოფუცხოელს განაცვიფრებდა მოულოდნელი სანახაობა.შახტიდან ექვსასი იარდის დაშორებით წრიულად განლაგებული იყოამრეკლავებით მომარაგებული 1.200 სადნობი ღუმელი, თითოეული მათგანი ექვსიფუტი გახლდათ და მეზობელი ღუმელისაგან ნახევარი ტუაზით იყო დაშორებული;ამრიგად, ღუმელების წრიული ხაზის სიგრძე აღწევდა ორ მილს, ყველა ისინი ერთიყაიდისა იყვნენ და მათ უზარმაზრ მილებს ერთი სიმაღლე ჰქონდატ მეტადთავისებური სანახაობა იყო.ჯ. ტ. მასტონის აზრით, ეს ნაგებობანი არქიტექტურული თვალსაზრისითშესანიშნავი იყო. იგი ამტკიცებდა, მსოფლიოში ვერც ერთი ნაგებობა ვერ შეედრებამათ, საბერძნეთშიც კიო, და დაუმატებდა, '"სხვათაშორის იქ არასოდეს ვყოფილვარ".

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!