13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

ექვსნახევარ ფუტ სიღრმეს და ახლა უკვე მიწის მთხრელებმა ადგილი დაუთმეს ქვისმთლელებს.ამ ჩაღრმავების ფსკერზე ააგეს დისკოს მსგავსი რკინის ჭანჭიკებითდამაგრებული და საგანგებო გამძლეობის მქონე მუხის რგოლი. მისი შიგა დიამეტრიტოლი იყო კოლუმბიადის გარეთა დიამეტრისა. ამ რგოლზე დაიდო საშენი ქვებისპირველი ფენა, ქვებს შორის დარჩენილ არეებს ავსებდნენ ცემენტის ხსნარით,რომელიც მაგრამ ჰკრავდა მათ. ამ წყობას იწყებდნენ რგოლის გარეთა წრეხაზიდან დაცენტრისაკენ მიემარტებოდნენ. როცა ეს სამუშაო დაამთავრეს, მუშები ოცდაერთიფუტი დიამეტრის ჭაში აღმოჩდნენ.ეს სამუშაოც რომ დაასრულეს, მიწის მთხრელებმა კვლავ აირეს ხელშიწერაქვები, ძალაყინები და დაიწყეს ქანის გამომტვრევა ხის რგოლიდან; გაჩენილსიცარიელეში მაგარ საყრდენებს არჭობდნენ, ერთიმეორის მიყოლებით იღებდნენსაყრდენებს; ნელ-ნელა რგოლი ძირს ეშვებოდა. მასთან ერთად ქვევით მიიწევდამასზე დაშენებული ქვის კედელი. აქ მომუშავე ქვის მთლელები სხვადასხვა ადგილასაკეთებდნენ სასულეს, რათა გზა მისცემოდა გაზებს, რომელიც აუცილებლადგამოიყოფოდა ზარბაზნის ჩამოსხმის დროს.ყველა ეს სამუშაო მუშებისაგან მოითხოვდა არა მარტო მოხერხებულობას,არამედ გამუდმებულ დაძაბულ ყურადღებასაც.რგოლის ქვეშ გათხრის დროს ქვის ნამსხვრევებმა ზოგიერთი მუშა სერიოზულადააშავა, ზოგი დაიღუპა კიდეც, მაგრამ მუშათა ენერგია არც დღისით და არც ღამითწამითაც არ ცხრებოდა: მუშაობდნენ ზაფხულის თაკარა მზის ქვეშ, როდესაც კირისნიადაგი 99 გრადუსამდე ხურდებოდა, და ღამით ელექტრონის შუქზე. რახუნი,აფეთქების ხმა, მანქანათა გუგუნი, სტონზჰილის თავზე აღმართული კვამლისღრუბლები მარტო ბიზონების ჯოგს კი არა, სემიონოლებსაც აშინებდა, რომლებიცვერ ბედავდნენ, ახლოს გაკარებოდნენ ამ საშინელ ადგილს.სამუშაოები სრულდებოდა სწრაფად და გეგმაზომიერად. მიწის ამოღებასამსუბუქებდა ორთქლის ამწე მანქნები, მშენებლებს მოულოდნელი წინააღმდეგობანიარ შეხვედრიათ, წინასწარ გათვალისწინებულ სიძნელეებს კი წარმატებითსძლევდნენ.ერთი თვის შემდეგ შახტი ას თორმეტ ფუტამდე გათხარს, რაც ამ თვეში იყოგათვალისწინებული. დეკემბერში ეს სიღრმე გაორკეცდა, ხოლო იანვარშიგასამკეცდა. თებერვლის თვეში მუშებს ბრძოლა მოუხდათ ნიადაგისეულ წყალთან,რომელიც ქანებს შუა ჟონავდა. გამოიყენეს მძლავრი წყალსაქაჩები და გაუხშოებულიჰაერის მქონა აპარატები, შემდეგ წყაროების ხვრელებში ბეტონი ჩაასხეს ისევე,როგორ ამას აკეთებენ გემის წყალქვესა ნაწილში წყლის დენის შესაჩერებლად.ბოლოს და ბოლოს ამ წინააღმდეგობასაც სძლიეს, თუმცა წყალმა მოასწრო რგოლისქვეშ გრუნტის წალეკვა, რის გამო იგი ნაწილობრივ ჩამოზვავდა. ნიადაგის ჩამოშლისდროს რგოლთან ერთად დაიბრიცა სამოცდათხუთმეტი ტუაზის სიმაღლის მქონექვის კედელი. ადვილი წარმოსადგენია, ამან რა სასინელი რყევა გამოიწვია. ესუბედური შემთხვევა რამდენიმე მუშას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.სამი კვირა დასჭირდა ქვის კედლის საყრდენების გამაგრებას, რომ კვლავმტკიცე საფუძველზე დაეყენებინათ რგოლი.ინჟინრის ხელოვნების და აგრეთევ მანქანების წყალობით ქვის კედელმა,რომელსაც დანგრევის საფრთხე ემუქრბოდა, კვლავ მიიღო მყარი მდგომარეობა დაბურღვაც გაგრძელდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!