13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

დიამეტრის, ხოლო ცხრაასი ფუტი სიღრმის შახტი, ეს უზარმაზარი სამუშაო საჭიროარვა თვის განმავლობაში დამთავრდეს. მაშასადამე, თქვენ უნდა ამოიღოთ ორიმილიონ ხუთას ორმოცდასამი ათას ოთხასი კუბიკური ფუტი მიწა, ანუ ციფრები რომდავამრგვალოთ. ათი ათასი კუბიკური ფუტი დღე-ღამეში. ათასი კაცი ადვილადმოერეოდათ ამ სამუშაოს, გაშლილ მიდამოში რომ გიწევდეთ მუშაობა, მაგრამ თქვენშრომობთ შედარებით განსაზღვრულ სივრცეში. ამისდა მიუხედავად, სამუშაო უნდაშესრულდეს და იგი შესრულდება კიდეც. მე თქვენი ვაჟკაცობისა და ოსტატობისიმედი მაქვს.დღის 8 საათისათვის სტონზჰილის მწვერვალზე გაისმა წერაქვის პირველიდარტყმის ხმა და მას შემდეგ ამ სახელოვან იარაღს წამითაც არ შეუწყვეტიასაქმიანობა: მუშები დღე-ღამეში ოთხჯერ იცვლებოდნენ.მართალია გრანდიოზული იყო ეს სამუშაო, მაგრამ იგი ადამიანის ძალთაშესაძლებლობას როდი აღემატებოდა. სრულებითაც არა, ცნობილია, რომ თავისდროზე შესრულდა უფრო ძნელი სამუშაოებიც, როცა სტიქიებთან უშუალოდუხდებოდათ ბრძოლა და მაინც საქმეს კეთილად აბოლოებდნენ. საკმარისია,გავიხსენოთ "ჩვენი წინაპარი იოსების ჭა". ქაიროს მახლობლად სულთან სალადინმარომ გათხარა იმ ეპოქაში. როცა არ არსებობდა მანქანები, ასჯერ რომ ამსუბუქებენადამიანის შრომის ნაყოფიერებას; არადა, ეს ჭა გათხრილი იყო სამასი ფუტისსიღრმეზე, ნილოსის დონემდე. მერე ჭა გათხარეს კომბლენცში მარკ-გრაფ იოჰანბადენელის დროს - ჭის სიღრმე ექვსასი ფუტი იყო. კაცმა რომ თქვას, ახლა რაზე იყოლაპარაკი? მხოლოდ იმაზე, რომ ამ უკანასკნელი ჭის სიღრმე გადიდებულიყოსამჯერ, სიგანე კი ათჯერ. მაგრამ სწორედ შახტის ეს სიფართოვე აიოლებდამუშაობის პროცესს. ამიტომაც არც ერთ მუშას ეჭვი არ ეპარებოდა საქმისწარმატებაში.მერჩისონის მიერ ბარბიკენთან შეთანხმებით მიღებულმა მნიშვნელოვანმაგადაწყვეტილება დააჩქარა სამუშაოთა მიმდინარეობა. შეთანხმეის ერთი მუხლისთანახმად, ქარხანა კისრულობდა კოლუმბიადის ლულასთან ნაჭედი რკინისუზარმაზარი გახურებული სალტეები შემოეჭირა, მაგრამ გამოირკვა, რომ ესსალტეები სრულიად ზედმეტია, რომ უამათოდაც კონსტრუქცია თავისუფლადგაძლებს. ამრიგად, სალტეები უარყვეს. ამან კი დროის უდიდესი ეკონომიკაგამოიწვია, ვინაიდან შესაძლებელი გახდა, გამოეყენებინათ შახტების უახლოესიკონსტრუქციის სისტემა. რომლის დროსაც ჭის ქვის გალავანი ბურღვისერთდროულად იგება. ეს ერთობ მარტივი ხერხი საშუალებას იძლევა, მიწისკედლებს არ შეუყენონ ბიგები, ვინაიდან კედლებს აკავებს ქვის წყობა, რომელიცთავისი სიმძიმის გამო თვითონ ეფლობა მიწაში.ამ ხერხისათვის შეიძლებოდა მიემართათ მხოლოდ მაშინ, როცა ნიადაგისზედაპირს მოთხრიდნენ და მაგარ გრუნტამდე მიაღწევდნენ.4 ნოემბერს ორმოცდაათმა კაცმა სტონზჰილის მწვერვალზე გალავნის ცენტრშიამოთხარა სამოცი ფუტი დიამეტრის მქონე მრგვალი ორმო. ნიადაგის სულრამდენიმე დიუმის სისქის პირველი შავი მიწის ფენა სწრაფად გადათხარს. მის ქვეშორი ფუტი სისქის წვრილი ქვიშის ფენა მეტისმეტად ფრთხილად ამოიღეს, ვინაიდანზარბაზნის ჩამოსასხმელი ყალიბების ასაგებად გამოდგებოდა.ქვიშის ფენის ქვეშ ინგლისური მერკელის მსგავსი საკმაოდ სქელი თეთრი თიხაგამოჩნდა. იგი ერთ მეტრზე ცოტა მეტ სისქის ქანდარას ქმნიდა. შემდეგ ქვიშიანქანებზე წერაქვებმა ნაპერწკლები აჰყარეს. ეს იყო გაქვავებული ნიჟარებისაგანშემდგარი ძალიან მაგარი და სრულიად მშრალი ფენა. მუშებმა უკვე ჩააღწიეს

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!