13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- უნდა შევეცადოთ, იქ მაინც ვიღონოთ რამე, თუკი ისინი ჩვენს სამსახურსმიიღებენ...- როგორ გეკადრებათ! - წამოიძახა ბილსბიმ. - უცხოელების სასარგებლოდვიმუშაო ბალისტიკაში?- ყოველ შემთხვევაში, უსაქმურობას მაინც სჯობია! - განაცხადა პოლკოვნიკმა.- რასაკვირველია, სჯობია! - დაეთანხმა მასტონი. - მაგრამ ამაზე ფიქრიც არაღირს.- ვითომ რატომაო? - გაუკვირდა პოლკოვნიკს.- რატომ და იქაურები სამხედრო კარიერას სხვანაირად უყურებენ. მათ აზრადაცარ მოსდით, რომ შეიძლება ლეინტენანტობიდან არ დაიწყო და ისე გახდემთავარსარდალი. თითქოსდა არ შეიძლება იყო კარგი მემიზნე, თუ თვითონ არჩამოგისხამს ზარბაზანი. ეს ხომ ნამდვილი...- სისულელეა! - შეაშველა ტომ ჰანტერმა, თან სანადირო დანით თავისისავარძლის სხელურს ჩლიგნიდა. ასე თუ გაგრძელდა, ისღა დაგვრჩენია, თამბაქოსმოყვანას ან ვეშაპის ქონის გამოხდას მივყოთ ხელი.- როგორ! - ხმამაღლა შესძახა მასტონმა, - ნუთუ ისე უნდა დავბერდეთ დადავიხოცოთ, რომ ჩვენი სიცოცხლის უკანასკნელი წლები არ მივუძღვნათ უფროსრულყოფილი ცეცხლსასროლი იაღარის შექმნას? ნუთუ არაღასოდეს მოგვეცემაშემთხვევა, გამოვცადოთ ჩვენი შორსმსროლელი ქვემეხები? ნუთუ არასოდესგაანათებს ზეცას ჩვენი ყუმბარების ბათქების ცეცხლი? ნუთუ ისე აღარ დაიძაბებასაერთაშორისო ვითარება, რომ ომი გამოვუცხადოთ რომელიმე ოკეანისიქითასახელმწიფოს? ნუთუ ფრანგები ერთ გემს მაინც აღარ ჩაძირავენ ჩვენსას? ნუთუინგლისელები აღარ დაარღვევენ საერთაშორისო სამართალს, - თუნდაც მაგალითადარ ჩამოახრჩობენ ჩვენს სამ-ოთხს თანამემამულეს?- არა, მასტონ, - ამოიოხრა პოლკოვნიკმა ბლემსბერიმ, - - ნუღა ელი ამბედნიერებას! არა, აღარ მოხდება აღარცერთი ინციდენტი, და თუნდაც მოხდეს, ჩვენვეღარ შევძლებთ მის გამოყენებას. ნაციონალური სიამაყე შეერთებულ შტატებშიდღითდღე სუსტდება, სულ მალე ყველანი დიაცებად გადავიქცევით!...- დიახ, ჩვენ ხშირად ვიმცირებთ თავს! - დაეთანხმა ბილსბი.- უფრო მეტი - სხვები გვამცირებენ! - შეესიტყვა ტომ ჰანტერი.- სრული სიმართლეა! - უფრო ენერგიულად განაგრძო მასტონმა. - ბრძოლისა დაომის ათასობით მიზეზი არსებობს, ომი კი მაინც არსად ჩანს. ჩვენი ხელისუფლებაუფრთხილდება ხალხის ხელ-ფეხს, მათ კი არ იციან, რაში გამოიყენონ ეს ხელ-ფეხი.რაღა შორს ვეძიოთ ომის საბაბი, განა ჩრდილოეთ ამერიკა უწინ ინგლისს არეკუთვნოდა?- უდავოა! - უპასუხა ტომ ჰანტერმა, თან გამალებით ურევდა თავის ყავარჯენსბუხრში ნაკვერჩხალს.- თუ ასეა, - განაგრძო მასტონმა, - მაშინ ახლა ინგლისი თვითონ რატომ არ უნდაეკუთვნოდეს ამერიკას?- ეს კი მართლაც სამართლიანია! - სახე გაუნათდა პოლკოვნიკ ბლემსბერის.- აბა, მიდითდა შესთავაზეთ ეს შტატების პრეზიდენტს! - წამოიძახა მასტონმა.ნახეთ, როგორ მიგიღებთ!- ცუდად მიმიღბს! - გამოსცარ ომის შემდეგ შერჩენილ ოთხ კბილებსი ბილსბიმ.- პატიოსნებას გეფიცებიტ, - კვლავ წამოიძახა მასტონმა, - თუ მომავალარჩევნებში კიდევ მივცე ხმა.- ნურც ჩვენი იმედი ექნება! - ერთხმად აღმოხდა ომის ინვალიდებს.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!