13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ბარბიკენს, როგორც კი ფლორიდის მიწას ფეხი დაადგა, გული აუჩქროლდა. იგითითქოს ფეხით სინჯავდა მიწას ისე, ვით არქიტექტორი ინსტინქტურად სინჯავსხოლმე კედლის სიმაგრეს ჯონ ტ. მასტონი თავისი რკინის კაუჭით ხანგამოშვებითნიადაგს ფხაჭნიდა.- ბატონებო, ჩვენ ერთი დღეც არ უნდა დავკარგო. - თქვა ბარბიკენმა. - ხვალდილითვე ავმხედრდებით ცხენებზე და ქვეყნის დასათვალიერებლადგავემზადებით.ნაპირზე ბარბიკენს ტამპას მთელი მოსახლეობა, სულ სამი ათასი კაცი, ზეიმითშეეგება. ეს პატივი სავსებით დაიმსახურა "საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტმა. რაკიფლორიდა შეარჩია. დიდხანს არ წყდებოდა მისალმების შეძახილები მაგრამბარბიკენმა ოვაციების ასაცდენად სასტუმრო "ფრანკლინს" შეაფარა თავი დაგანაცხადა, არავის არ მივიღებო. ცნობილი პიროვნების როლი ბარბიკენს სულაც არეპრიანებოდა.მეორე დღეს, 23 ოქტომბერს, სასტუმროს ეზოში პატარა, მაგრამ ჯანიანი ფიცხიესპანური ცხენები მოუთმენლად აბაკუნებდნენ ფლოქვებს; ოღონდ ოთხის ნაცვლადორმოცდაათი ცხენი და ამდენივე მხედარი აღმოჩნდა. ბარბიკენი და მისითანმხლებნი განაცვიფრა ამ კავალკადამ. ამას გარდა, ბარბიკენმა შენიშნა, რომთითოეულ მხედარს მხარზე კარაბინი ჰქონდა გადაკიდებული, ხოლო უნაგირისბუდიდან პისტოლეტი მოუჩანდათ. ერთმა ახალგაზრდა ფლორიდელმა მაშინვეაუხსნა ბარბიკენს ასეთი შეიარაღების მიზეზი.- შესაძლოა სემინოლები შეგვეფეთონ, სერ.- ვინ სემინოლებია?- ტრამალებში მოხეტიალე ინდიელები გახლავან, ბატონო. ამიტომ ჩვენსაჭიროდ ვცანით თან გხლებოდით.- სისულელეა! - წარმოთქვა ჯ. ტ. მასტონმა და ცხენზე აფოფხდა.- იცით, ყოელ შემთხვევისატვის... - დაუმატა ფლორიდელმა.- დიდი მადლობელი, ბატონებო, ასეთი ყურადღებისათვის, - უპასუხაბარბიკენმა, - ახლა კი - გავწიოთ!კავლაკადა წამსვე მოწყდა ადგილს და სწრაფად გაუჩინარდა მტვრისკორიანტელში. დილის 5 საათი იყო. მზე უკვე კაშკაშებდა, თერმომეტრიფრინგეიტიტ 84 გრადუსს აჩვენებდა ჩრდილში, მაგრამ გრილი ნიავი ანელებდასიცხეს.მოგზაურებმა სამხრეთისაკენ, სანაპიროს გასწვრივ გააჭენეს ცხენები, მდინარეალიფიის მიმართულებით, რომელიც ნილსბოროს ყურეს ერთვის, ტამპასაგან 12მილის დაშორებით.შემდეგ ისინი მდინარის მარჯვენა ნაპირს აუყვნენ და აღმოსავლეთისმიმარტულებით გასწიეს. მალე ყურე ბორცვებს მიეფარა და მათ წინ ფლორიდისდაბლობი გადაიშალა.ფლორიდა ორი ნაწილისაგან შედგება. ჩრდილოეტი ნაკლებ მწირია და უფრომჭიდროდ არის დასახლებული, იქ მდებარეობს შტატის დედაქალაქი - ტალახასი დანავსადგური პენსაკოლა, სადაც აშენებულია შეერთებული შტატების ერთ-ერთიუდიდესი საზღვაო არსენალი.სამხრეთი ნაწილი, ერთი მხრიდან ატლანტის ოკეანე რომ ერტყმის, ხოლომეორე მხრიდან - მექსიკის ყურე, წარმოადგენს ვიწრო ნახევარკუნძულს, რომელსაცგანუწყვეტლივ ჩარეცხავს ხოლმე გოლფსტრიმის დინება. ეს არის მატერიკის ქვედაკიდური, ჩაკარგული მთელი არქიპელაგის კუნძულებს შორის, რომელთა შემოვლა

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!