13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ეგო. დღე-ღამეში საუპიროდ 100 დოლარი უნდა ეხადა იმ დრომდე, ვიდრე მთვარეკვლავ იქნებოდა დედამიწის მიმართ ასეთსავე მდგომარეობაში, ე.ი. თვრამეტი წლისდა თერთმეტი დღის მანძილზე.მუშების დაქირავეას, მათი სამუშაოს ანაზღაურებას და სამუშაოსათვის ყველასხვა საჭირო მოწყობილობის შეძენას თავზე იღებდა გოლდსპრინგის ქარხნისსააქციონერო საზოგადოება.ეს ხელშეკრულება მოიწონეს, ორ ცალად შეადგინეს და ხელი მოაწერეს ერთისმხრივ, "საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტმა ბარბიკენმა და მეორეს მხირვ,გოლდსპრინგის ქარხნის დირექტორმა ჯონ მერჩისონმა.მეცამეტე თავი"ს ტ ო ნ ზ ჰ ი ლ ი"მას შემდეგ, რაც "საზარბაზნე კლუბმა" ტეხასის პრეტენზიები უარყო,შეერთებული შტატების თითოეულმა მოქალაქემ, რომელთაგან წერა-კითხვა ყველამიცის, თავისი თავი მოვალედ ჩათვალა შეესწავლა ფლორიდის გეოგრაფია. წიგნითმოვაჭრეებს ჯერ არასოდეს გაუყიდიათ ამდენი სპეციალური წიგნები: ბარტრამის"მგოზაურობა ფლორიდაში", რომენის "აღმოსავლეთ და დასავლეთ ფლორიდსბუნება", უილიამის "ფლორიდის ტერიტორია" და კლივლენდის თხზულება"აღმოსავლეთ ფლორიდაში შაქრის ლერწმის კულტურაზე" სწრაფად გასაღდა,საჭირო გახდა მათი ხელახლა გამოცეამ. ეს იყო არნახული წარმატება."საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტს კითხვისათვის არა სცხელოდა: მანგადაწყვიტა, თვითონ დაეთვალიერებინა ფლორიდის ნაწილი, რათა კოლუმბიადისასაგები ადგილი მოენიშნა. დროის დაუკარგავად კემბრიჯის ობსერვატორიასგადაუგზავნა საჭირო თანხა ტელესკპოის დასამზადებლად და ოლბანში სავაჭროსახლს "ბრედვილ და კ°"-ს ალუმინის ყუმბარის შეკვეთა მისცა, ამის შემდეგ იგიმასტონის, მაიორ ელფისტონისა და გოლდსპრინგის ქარხნის დირექტორისთანხლებით ბალტიმორიდან გაემგზავრა.მეორე დღეს მოგზაურები უკვე ახალ ორლეანში იყვნენ, იქ დაუყოვნებლივჩასხდნენ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ საზღვაო სამინისტოს საშიკრიკო გემ -"ტამპიკოში", რომელიც გამზადებული ელოდებოდა მათ.მალე ლუიზიანის ნაპირითვალთაგან მიეფარა.მგზავრობა დიდხანს არ გაგრძელებულა. ორ დღეღამეში "ტამპირომ" გაირა 480მილი და ფლორიდის ნაპირს მიაღწია. მგზავრებმა დაინახეს ბრტყელი დაბლობი,რომელიც ერთი შეხედვით სრულიად უნაყოფო ჩანდა. ხამანწკებითადა ზღვისკიბოებით სავსე ყურეებისა და სრუტეების გავლის შემდეგ, "ტამპიკო" ესპირიტუ-სანტოს ყურეში შევიდა.ტამპის და ხილსბოროს ორ რეიდად გაყოფილი ყურის შესართავი გემმასწრაფად გადაიარა. მცირე ხნის შემდეგ გამოჩნდა ბრუკის ციხესიმაგრე თავისიმომცრო ბატარეებით, იგი ძლივს ჩანდა ტალღებზე. შემდეგ გამოჩნდა ქალაქი ტამპა.იგი უწესრიგოდ გადაჭიმულიყო პატარა ბუნებრივი ნავსადგურის სიღრმესი, რასაცმდინარე ჰილსბოროს შესართავი ქმნიდა.აი, აქ ჩაუშვა ღუზა "ტამპიკომ" 22 ოქტომბერს. საღამოს 7 საათზე, მგზავრებიმაშინვე გადმოვიდნენ ნაპირზე.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!