13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ქალაქი მისადაგება წაყენებულ მოთხოვნილებებს. რა თქმა უნდა, თითოეულიმათგანი დაიწყებს დავას ამ დიდ პატივზე და ბევრ ახალ უსიამოვნებასგადავეყრებით, ფლორიდას კი მხოლო ერთი ქალაქი აქვს. ამიტომ წინადადებაშემომაქვს, ავირჩიოთ ფლორიდა, ესე იგი ქალაქი ტამპა".ამ გადაწყვეტილებამ ლახვარი ჩასცა ტეხასელებს. ისინი კალმით აუწერელმასიშმაგემ შეიპყრო. და სალანძღავი წერილების სეტყვა დაუშინეს "საზარბაზნეკლუბის" წევრებს. მაშინ ბალტიმორის ხელისუფლებამ უკიდურეს ზომებს მიმართა.საგანგებო ექსპრესში ძალით ჩასხეს გაჯიუტებული ტეხასელები, ექსპრესმა ისინიბალტიმორიდან საათში ოცდაათი მილის სიჩქარით გააქანა.ტეხასელებმა მაინც მოასწრეს, უკანასკნელად დამუქრებოდნენ ფლორიდელებს.იწინასწარმეტყველეს, ორ ზღვას შუა ნახევარკუნძულად შეჭრილი ფლორიდისპატარ ტერიტორია ვერ გაუძლებს სროლიტ გამოწვეულ რყევას და აფეთქდებაო.- აფეთქდეს მერე! - ძველი დორის გმირებისათვის დამახასიათებელილაკონურობით უპასუხეს ფლორიდელებმა.მეთორმეტე თავიUrbi et Orbi 1ახლა ყველა საკითხი - ასტრონომიული, ტოპოგრაფიული და ტექნიკური -ფულადის გარდა, გადაწყვეტილი იყო. "საზარბაზნე კლუბის" წამოწყებისგანხორციელებას უზარმაზარი თანხა სჭირდეოდა. არამც თუ კერძო პირს, ცალკეულსახელმწიფოსაც კი არ შეეძლო დაეფინანსებინა ეს საქმე.ამიტომ ბარბიკენმა გადაწყვიტა, ეს წამოწყება ვიწრო ამერიკულიდანსაერთაშორისო ღონისძიებად გადაექცია. ეს კი იმას ნიშნავდა, ყველასახელმწიფოსათვის ეთხოვათ ფინანსური დახმარება, და მართლაც, დედამიწისყველა ქვეყანას უფლება ჰქონდა, თავისი თავი მთვარეზე ლაშქრობის მონაწილედჩაეთვალა. ამიტომ ბალტიმორში გახსნილი ხემოწერა მთელს მსოფლიოშიგავრცელდა - urbi et orbi!__________1 ქვეყანას და ქალაქს (ლათ.)ამ ხელმოწერის წარმატებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არადა ლაპარაკი იყოარა სესხზე, არამედ სრულიად უანგარო - ამ სიტყვის სრული მნშვნელობით -შეწირულობაზე, ვინაიდან რაიმე მოგებაზე ფიქრიც კი გამორიცხული იოყო.გამოირკვა, რომ ბარბიკენის პროექტმა დააინტერესა არა მარტო ამერიკელები;ცნობამ გადალახა ატლანტისა და წყნარი ოკეანეები, ერთდროულად შეაღწიაევროპაში, აზიაში, აფრიკასა და ოკეანიაში. შეერთებული შტატებისობსერვატორიებმა განზრახულ ცდაზე ძველი ქვეყნების ობსერვატორიებსშეატყობინეს. ბევრმა მათგანმა, სახელდობრ: პარიზის, პულკოვის, კაპშტატის,ბერლინის, ალტონის, სტოკჰოლმის, ვარშავის, ჰამბურგის, ბუდაპეშტის, ბოლონიის,მალტიის, ლისაბონის, ბენარესის, მადრასის და პეკინის ობსერვატორიებმა"საზარბაზნე კლუბს" თავიანთი მისასალმებელი წერილები გამოუგზავნეს. სხვებმაგონივრულად არჩიეს, ცდის შედეგს დალოდებოდნენ.რაც შეეხება გრინვიჩის ობსერვატორიას, მან მოკლე პასუხი გასცა:დაბეჯითებით ვაცხადებ, რომ ბარბიკენის წამოწყებას სრული მარცხი მოელისო. იგი

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!