13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

"კი, თქვენმა მზე, კარგი უბეა, ნახევრად ქვიშითაა დაფარული". - აბუჩადიგდებდნენ ტეხასელები."თქვენ თვითონ ხართ ქვიშით დაფარული, - თავს იცავდნენ ფლორიდელები, -იქნებ ისიც თქვათ, რომ ფლორიდა სავსებით ველური ქვეყანაა?"განა არა? თქვენს ტრამალებში დღესაც არ დაწანწალებენ სემინოლები?!"თქვენი კომანჩები და აპაჩები ცივილიზებული ტომებია თუ რა?"რამდენიმე დღე გრძელდებოდა ამგვარი პოლემიკა, სანამ ფლორიდა არ შეეცადასხვა მხრივ წარემართა კამათი. ერთ მშვენიერ დღეს, "ტაიმსმა" ასეთი განცხადებადაბეჭდა:"ვინაიდან "საზარბაზნე კლუბის" წამოწყება - ჭეშმარიტად ამერიკული საქმეა,იგი უნდა განხორციელდეს ნამდვილად ამერიკულ ტრიტორიაზე".ტეხასი გაცოფდა."როგორ! ჩვენ რა, ისეთივე ნამდვილი ამერიკელები არა ვართ, როგორცფლორიდელები? განა ტეხასი და ფლორიდა ერთდროულად, 1845 წელს არ შევიდაშეერთებული შტატების შემადგენლობაში?""ეგ უდავოა, - უპასუხა ფლორიდამ. - მაგრამ ჩვენ ამერიკელებად ვითვლებითათას რვაას ოცი წლიდან"."არაფერი შეგეშალოთ! - ედავებოდა "ტრიბუნი". - თქვენ ჯერ ესპანელებიიყავით, მერე ინგლისელები და მხოლოდ ორასი წლის შემდეგ ხუთ მილიონდოლარად გიყიდეს ამერიკელებმა".- "მერე რა, - ეკამათებოდნენ ფლორიდელები, - ჩვენ არ გვრცვენია ამისა. განაათას რვაას სამ წელს ნაპოლეონისაგან თექვსმეტ მილონ დოლარად არ იყიდესლუიზიანა?""ეს პირდაპირ აღმაშფოთებელი ამბავია! - აკივლდნენ ტეხასის დეპუტატები. -ისეთი უბადრუკი მიწის ნაკვეთი, როგორიცაა ფლორიდა, ბედავს თავი გაუტოლოსტეხასს! ტეხასი თავის დღეში არ გაყიდულა, მან თვითონ მოიპოვა თავისუფლება,როცა 1836 წლის ორ მარტს განდევნა მექსიკელები; მან ფედერაციულ რესპუბლიკადგამოიცხადა თავი მას შემდეგ, რაც სამუელ გურტონმა მდინარე სან-ჯასინტოსნაპირზე დაამარცხა გენერალ სანტა ანას რაზმი. ტეხასი ნებაყოფლობით შეუერთდაჩრდილოეთ ამერიკის შეერთებულ შტატებს"."იმიტომ, რომ შეეშინდა მექსიკელების", - უპასუხებდა ფლორიდა.'"შეეშინდაო!" როგორც კი წამოცდათ ეს უკმეხი, დაუფიქრებელი სიტყვა,საბოლოოდ აირია საქმე. ბალტიმორში ყველას ეშინოდა. მოქიშპე პარტიები ქუჩებშიდაეტაკებიან ერთმანეთს და ხოცვა-ჟლეტა დაიწყებაო. იძულებული გახდნენ,დეპუტატებზე მეთვალყურეობა დაეწესებინათ."საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტმა არ იცოდა, რა ექნა, ყოველ დღესმოხსენებით ბარათების, საბუთებსი და მუქარის წერილების მორევში იძირებოდა.ვისი მხარე დაეჭირა? ნიადაგის ვარგისიანობის, გზების და ტრანსპორტისმიმოსვლის საშუალებების მხრივ ორივე შტატი, საერთოდ, თანაბარი გახლდათ.პოლიტიკური სიმპათიები და ანგარიში კი საქმესთან მოსატანი არ იყო.ბოლო უნდა მოღებოდა ამ ჭოჭმანს და დაბნეულობას. ბარბიკენმა "საზარბაზნეკლუბის" აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა მოიწვია და შექმნილიმდგომარეობიდან ყველაზე ბრძნული გამოსავალი შესთავაზა კომიტეტის წევრებს.'"ვხედავთ რა ფლორიდის და ტეხასის შუღსლ, უეჭველია ასეთივე შუღლიჩამოვარდება უპირატესობამინიჭებული შტატის ქალაქებს შორისაც. შტატებს შორისმეტოქეობა ქალაქების მეტოქეობით შეიცვლება. ტეხასის თითქმის თერთმეტივე

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!