13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ფლორიდის სამხრეთ ნაწილში არაა მნიშვნელოვანი ქალაქები, სამაგიეროდ იგიმოფენილია უამრავი ციხესიმაგრეებით, რომლებიც მოხეტიალე ინდიელებისაგანთავდასაცავად იყო აგებული. ერთადერთ ტამპას შეეძლო პრეტენზიაგამოეცხადებინა თავისი ხელსაყრელი ადგილმდებარეობის გამო. ხოლო ტეხასში,პირიქიტ, უფრო ბევრი და დიდი ქალაქებია.ამიტომ იყო "საზარბაზნე კლუბის" დადგენილების გაზეთებშიგამოქვეყნებისთანავე, ფლორიდისა და ტეხასის დეპუტატები გაეშურნენბალტიმორს; ისინი დღედაღამ მოსვენებას არ აძლევდნენ ბარბიკენსა და კლუბისსხვა გავლენიან წევრებს თავიანთი პრეტენზიებით. თუ ძველად საბერძნეთის შვიდიქალაქი ეცილებოდა ერტმანეთს ჰომეროსის გამო, ახლა ორმა შტატმა ლამის ომიგამოუცხადა ერთმანეთს სახელგანთქმული ზარბაზნის თაობაზე.კბილებამდე შეიარაღებულ, ეს "მრისხანე ძმანი" დასეირნობდნენ ბალტიმორისქუჩებში და ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო, შეტაკებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ,საბედნიეროდ, პრეზიდენტ ბარბიკენსი კეთილგონიერებამ და სიფრთხილემ თავისიქნა. გაზეთებიც თავისებური მეხამრიდების როლში გამოვიდნენ. "ნიუ-იორკჰერალდმა" და "ტრიბუნმა" ტეხასის მხარე დაიჭირა, ფლორიდის ინტერესების დაცვაკი თავს იდვა "ტაიმსმა" და "ამერიკან რევიუმ"."საზარბაზნე კლუბის" წევრებმა არ იცოდნენ, ვისთვის ეგდოთ ყური.ტეხასი ამბობდა, ოცდაექვსი ოლქი მაქვსო, ფლორიდა ედავებოდა, მართალია,სულ თორმეტი ოლქი მაქვს და ტერიტორიულადაც ექვსჯერ ნაკლები ვარ ვიდრეტეხასი, მაგრამ ჩემი ოლქები საკმაოდ მოზრდილებიაო.ტეხასი იკვეხნიდა, 330 ათასი მოსახლე მყავსო, ფლორიდა ეუბნებოდა, ჩემსმცირე ტერიტორიაზე 56 ათასი მოსახლე ცხოვრობსო და თანაც გესლიანადეკითხებოდა, რატომ ჭაობის ციებ-ცხელებას არ ახსენებ, სულ რომ გწყვეტს დაგხოცავსო?ტეხასი ბრაზობდა, ჩემი შენ გითხარიო, სხვისი ციებ-ცხელება და ხორშაკი ქარიაბა რა მოსატანია ფლორიდის ქრონიკულ ავდმყოფობა - "შავ რწყევასთანაო?"ტეხასიც მართალი იყო."თანაცო, - დასძენდნენ ტეხასელები თავისი ქომაგი გაზეთის "ნიუ-იორკჰერალდის" მეშვეობით, - უპირატესობა უნდა მიენიჭოს შტატს, სადაც მთელამერიკაში საუკეთესო ბამბა მოჰყავთ, შტატს, სადაც გემების ასაშენებლად საუკეთესომწვანე მუხა იზრდება, შტატს, რომელსაც საუცხოო ქვანახშირი და უმდიდრესირკინის მადნის საბადოები გააჩნია და ორმოცდაათ პროცენტს სუფთა ლითონსიძლევა".ამაზე ფლორიდის დამცველი "ამერიკენ რევიუ" ამბობდა, თუმცა ფლორიდისნიადაგი ესოდენ მდიდარი არ არის, სამაგიეროდ, კოლუმბიადის ჩამოსასხმელად დაყალიბში ჩასასხმელად უფრო ხელსაყრელია, ვინაიდან თიხა და ქვიშა ბლომადაა."კი მაგრამ, სანამ რამეს ჩამოასხამდე რომელიმე ქევყანაში, - უპასუხებდნენტეხასელები, - ჯერ ხომ უნდა მიხვიდე იქამდე? ფლორიდამდე ჩაღწევა არც ისეიოლია, ხოლო ტეხასამდე მისასვლელად ღიაა გალვესტონის უბე, რომელიც თორმეტლიეზეა გადაჭიმული და თუ საჭიროა, მსოფლიოს ყველა ქვეყანის ფლოტი დაეტევა"."დიდი ამბავი! - წერდნენ პასუხად ფლორიდის მეგობარი გაზეთები, რა თვალსგვიხვევთ ამ თქვენი გალვესტონის უბით, რომელიც ოცდამერვე პარალელს ზევითმდებარეობს? ჩვენ რა, არა გვაქვს ესპირიტუს-სანტოს უბე თუ რა? იგი ზუსტადოცდამერვე პარალელზე ძევს და ამ უბით გემები ხომ პირდაპირ ქალაქ ტამპამდემიდიან?"

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!