13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- არც ერთ თქვენგანს, - განაგრძობდა იგი, - რასაკვირველია, აზრადაც არ მოუვაშეელიოს სამშობლოს დიდებას. და თუკი არსებობს უფელბა, რაზეც მხოლოდამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს პრეტენზია, ეს არის უფლება - "საზარბაზნეკლუბის" უშველებელი იარღი ჩამოისხას მის საზღვრებში!- ძვირფასო მისტონ... - შეაწყვეტინა პრეზიდენტმა.- ნება მიბოძეთ, განვავითარო ჩემი აზრი, - განაგრძობდა ორატორი, - უნდაშევარჩიოთ ადგილი, ეკვატორთან რომ საკმაოდ ახლოს იყოს.- ხომ არ გნებავთ... - კვლავ შეაწყვეტინა ბარბიკენმა.- მე მოვითხოვ სიტყვის თავისუფლებას, - შეეპასუხა დაუცხრომელი მასტონი, -და დაბეჯითებით მინდა განვაცხადო, რომ ტერიტორია, საიდანაც გაფრინდება ჩვენიძლევამოსილი ყუმბარა, უნდა ეკუთვნოდეს შეერთებულ შტატებს!- სწორია! - გაისმა აქეთ-იქიდან.- დიახ, იმას ვამბობდი. რაკიღა ჩვენი საზღვრები საკმარისად ვერ იჭრებასამხრეთისაკენ, რაკიღა სამხრეთში ჩვენთვის გადაულახავი ჯებირია ოკეანე. რაკიღააუცილებლად საჭიროა, 28-ე პარალელი ვეძიოთ შეერთებული შტატების მიღმა,მეზობელ ქვეყანაში - ესეც თქვენი კანონიერი casus belli - ამრიგად, მოვითხოვ,გამოეცხადოდ ომი მექსიკას!- როგორ შეიძლება! არავითარ შემთხვევაში! - გაისმა ყოველი მხრიდან.- როგორ თუ არა! - იღრიალა მასტონმა. - გაოცებული ვარ, რომ ამ კედლებშიასეთი სიტყვები მესმის!- კი მაგრამ, მოისმინეთ...- არავითარ შემთხვევაში! არავითარ შემთხვევაში! - დაიყვირა პასუხადგულფიცხმა ორატორმა. - ადრე თუ გვიან ეს ომი გრდაუვალია და მე მოვითხოვ, რომიგი დაუყოვნებლივ გამოცხადდეს.გაისმა პრეზიდენტის ზარის გასროლის ხმა.- მასტონ, - განაცხადა ბარბიკენმა, - გართმევთ სიტყვას.მასტონს უნდოდა კიდევ შეპსუხებოდა, მაგრამ მეზობლებმა მოახერხეს მისიშეკავება.- მეც იმ აზრისა ვარ, - თქვა ბარბიკენმა, - რომ ჩვენი ცდა უნდა ჩატარდესმხოლოდ შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. მაგრამ ჩემს მოუთმენელ მეგობარსრომ დაეცალა, კეთილი ენება და რუკისათვის დაეხედა, თვითონ დარწმუნდებოდა,რომ არაფერი საჭიროა, მეზობლებს ომი გამოვუცხადოთ, ვინაიდან შეერთებულიშტატების საზღვარი სამხრეთისაკენ ზოგან 28-ე პარალელს იქით გადის. აი დახედეთ,ტეხასის და ფლორიდის სამხრეთი ნაწილი ჩვენს განკარგულებაშია.ინციდენტი ამით ამოიწურა. მასტონი იძულებული გახდა, დათანხმებოდა.ამრიგად, გადაწყდა კოლუმბიადა ჩამოესხათ ტეხასა ან ფლორიდაში. მაგრამ რაშუღლს გამოიწვევდა ეს დადგენილება ამ ორი შტატის ქალაქებს შორის!ჰკვეთს ამერიკის ტერიტორიას 28-ე პარალელი, გადის ფლორიდისნახევარკუნძულზე და ჰყოფს მას დაახლოებით ორ თანაბარ ნაწილად. შემდეგ იგიგადის მექსიკის ყურეში და ჰკრავს რკალს. რასაც ალაბამის, მისისიპისა დალუიზიანას შტატების ნაპირები ქმნიან. შემდეგ იგი მიემართება ტეხასზე, ჩამოაჭრისმას კუთხეს, გადადის მექსიკის საზღვარზე, კალიფორნიასა და სონორს გაივლის, რისშემდეგ წყნარი ოკეანის ტალღებში იკარგება. ამრიგად, ტეხასისა და კალიფორნიისმხოლოდ ის ნაწილები, რომლებიც ამ პარალელის სამხრეთით მდებარეობენ,აკმაყოფილებენ კემბრიჯის ობსერვატორიის მიერ მითითებულ გეოგრაფიულპირობებს.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!