13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

წინასწარ წაგებულია. მას უსმენდნენ, მაგრამ არ უჯერებდნენ: მან "საზარბაზნეკლუბის" პრეზიდენტს ვერც ერთი მიმდევარი ვერ წაართვა. ხოლო თვით ბარბიკენმასაჭიროდ არ ჩათვალა, თავისი მოწინააღმდეგისათვის პასუხი გაეცა.უკიდურსობამდე მისულმა ნიკოლმა, რომელსაც საშუალება არ ჰქონდადუელში გამოეწვია ბარბიკენი, გადაწყვიტა, მასთან ნაძლევს ჩამოსულიყო.და აი, რიჩმოდნის გაზეთ "ენკვაირერში" გამოჩნდა ნიკოლის გამოწვევა;იგი ნაძლევს ჩამოდიოდა:1. რომ "საზარბაზნე კლუბი" ვერ შეკრებს თანხას, რომელიც საჭიროა მისიწამოწყების განხორციელებისათვის... 1000 დოლარი.2. რომ ცხრაასი ფუტი სიგრძის მქონე თუჯის ზრბაზნის ჩამოსხმა პრაქტიკულადშეუძლებელია და ამიტომ "საზარბაზნე კლუბი" ვერ ჩამოასხამს მას... 2000 დოლარი.3. რომ შეუძლებელია კოლუმბიადის დატენა, იმიტომ რომ, წნევაპიროქსილინის აფეთქებას გამოიწვევს.... 3000 დოლარი.4. რომ პიროქსილინის აფეთქების გამო კოლუმბიადა გასკდება.... 4000 დოლარი.5. რომ ყუმბარა ექვს მილსაც ვერ გაივლის და გასროლიდან რამდენიმე წუთისშემდეგ დედამიწაზე ჩამოვარდება... 5000 დოლარი.ნათლად ჩანს, სანამდე მიიყვანა კაპიტანი ნიკოლი მისმა უგვანო სიჯიუტემ.საქმე ხომ 15 ათას დოლარს ეხებოდა!გამოწვევის პასუხად კაპიტანმა ნიკოლმა მიიღო დალუქული კონვერტი; შიგიდო საოცრად ლაონური წერილი:"ბალტიმორი, 18 ოქტომბერიგენაძლავები.ბარბიკენი".მეთერთმეტე თავიფლორიდა და ტეხასიკიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რჩებოდა გადასაწყვეტი: საჭირო იყოცდისთვის ხელსაყრელი ადგილმდებარეობის შერჩევა.კემბრიჯის ობსერვატორიის მითითების თანახმად, ყუმბარა უნდა გაესროლათჰორიზონტის სიბრტყის პერპენდიკულარულად, ანუ უნდა დაემიზნებინათზენიტისათვის. მთვარე კი ზენიტში მხოლოდ ეკვატორსა და 28° განედს შუა მდებარეადგილებშია. ამრიგად, საჭირო იყო, ზუსტად შეერჩიათ ადგილი, სადაცჩამოასხამდნენ გიგანტურ კოლუმბიადას.ოც ოქტომბერს მოიწვიეს "საზარბაზნე კლუბის" წევრთა საერთო კრება.ბარბიკენმა მოიტანა ზ. ბელტროპის მიერ შედგენილი ამერიკის შეერთებულიშტატების შესანიშნავი რუკა. მაგრამ მან ვერც კი მოასწრო რუკის გაშლა, რომ ჩვეულისიფიცხით ჯონ ტ. მასტონმა სიტყვა ითოვა.- პატივცემულო კოლეგებო! - საკითხს, რომელიც დღევანდელ სხდომაზე უნდაგანვიხილოთ, უდიდესი ეროვნული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ საშუალება გვეძლევა,ჭეშმარიტად პატრიოტული საქმე ჩავიდინოთ."საზარბაზნე კლუბის" წევრებმა გაკვირვებით გადახედეს ერთმანეთს გაუგებარიიყო, საითკენ უმიზნებდა ორატორი.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!