13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მართალია, რამდენიმე დაუცხრომელი გამომგონებელი მაიცნ არ ისვენებდა დააპროექტებდ უშვლებელ ყუმბარებს, მაგრამ აბა რა აზრი ჰქონდა თეორიას პრაქტიკისგარეშე? "საზარბაზნე კლუბის" დარბაზები თანდათან დაცარიელდა, ფარეშებიწინკარში ყვინთავდნენ. მაგიდაზე დახვავებულ გაზეთებს ობი მოჰკიდებოდა,ჩაბნელებული კუთხეებიდან კვნესანარევი ხვრინვა ისმოდა. არც ისე დიდი ხნისწინათ ასე ხმაურიანი კლუბის წევრები ახლა მოწყენილობისგან თვლემდნენ და თანარტილერიის გამარჯვებაზე პლატონურად ოცნებობდნენ.- ლამის სასო წარმეკვეთოს! - დიჩივლა ერთ საღამოს მოსაწევ ოთხში მჯდომმამამაცმა ტომ ჰანტერმა და პირდაპირ ბუხარს შეუკეთა თავისი ხის ფეხები, ვერც კიშეამჩნია, რომ ბოლოებს ცეცხლი ეკიდებოდა.- რა უსაქმურობაა, რა მოსწყენი ცხოვრებაა! ეჰ, სადღაა ის დრო, ყოველ დილითქვემეხის გუგუნი რომ გვაღვიძებდა?- გაქრა ის ბედნიერი დრო! - უპასუხა ფიცხმა ბალსბიმ და ანგარიშმიუცემლადშეეცადა, გაეშალა ხელები, რომლებიც საერთოდ არა ჰქონდა. - აი, ცხოვრება მაშინიყო! გამოიგონებდი რაიმე ახალ ქვემეხს და სულ ახალ ჩამოსხმულს მიარბენინებდიმტერზე გამოსაცდელად, შემდეგ ბრუნდებოდი ბანაკში, სადაც შერმანი გამხნევებდა,მაკ-კლელანიც ხელს გართმევდა! დღეს კი, გენერლები დახლებს დაუბრუნდნენ დაყუმბარების მაგივრად უშვებენ... ბამბის ბარდანებს. წმინდა ბარბარს გეფიცებით,არტილერიის მომავალი განწირულია ამერიკაში!- მართალი ხარ, ბილსბი, - წამოიძახა პოლკოვნიკმა ბლემსბერიმ. - რასაზიზღრობაა რწმენის დაკარგვა. რატომ მივატოვეთ ჩვენი მშვიდი საქმიანობა,რატომ მივატოვეთ ბალტიმორი, რატომ შევისწავლეთ სამხედრო ხელოვნება? რატომჩავდიოდით ბრძოლის ველზე გმირობას? განა იმისათვის, რომ ორი-სამი წლისშემდეგ მთელი ჩვენი შრომა ნაცარტუტად ქცეულიყო? იჯექი ახლა უსაქმურად,ჩაიყავი ჯიბეებში ხელები და ყლაპე ბუზები!სიმართლე გითხრათ, მოხუც პოლკოვნიკს გაუჭირდებოდა თავისი სიტყვებისშესრულება - ჯიბეები კი ჰქონდა, მაგრამ ხელებისა რა მოგახსენოთ - რაც არ ჰქონდა,რას ჩაიყოფდა!- არავითარი ომიც არაა მოსალოდნელი! - ამოიოხრა სახელგანთქმულმა ჯ. ტ.მასტონმა და თან თავისი რკინისკაუჭიანი ხელით გუტაფსის კეფა მოიფხანა. -ჰორიზონტიც უღრუბლოა... ამ დროს კი რამდენი რამ არის გასაკეთებელისაარტილერიო მეცნიერებაში! ჰო, მართლა, ამ დილით დავამთავრე ახალი მოტორისნახაზი, ჰორიზონტალური ჭრილით და სქემით: ამ იარაღმა შეიძლება ომის კანონებიშეცვალოს!- მართლა? - ჩაეკითხა ტომ ჰანტერი, მან წამსვე წარმოიდგინა ფრიადპატივცემული ჯ. ტ. მასტონის ახალი იარაღის "გამოცდის" სურათი.- დიახ! - უპასუხა მასტონმა, - მაგრამ საკითხავია, რისი გულისათვის ვიმუშავეამდენი? რისი გულისათვის ვიტეხე თავი ძნელ გამოთვლებზე. განა ტყუილად არგავისარჯე? ისე ვატყობ, ახალი ქვეყნიერების ხალხებმა ერთმანეთს მშვიდობიანიცხოვრება აღუთქვეს. ჩვენი მებრძოლი "ტრიბუნი" კაცობრიობას მეტისმეტადსაშინელ მომავალს უწინასწარმეტყველებს მოსახლეობის პირდაპირ დაუშვებელისისწრაფით ზრდის გამო.- მასტონ, თქვენ გავიწყდებათ, რომ ევროპაში ომები გრძელდება. - შეახსენაპოლკოვნიკმა ბლემსბერიმ, - იქ ჯერ კიდევ არ მიწყნარებულა ეროვნული შუღლი.- მერე და რა?

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!