13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ყოველივე ეს კი საზოგადოებრიობის ცნობისწადილს ამძაფრებდა. კოლუმბიადიდანგატყორცნილი ყუმბარა რომ წამის რაღაც მეათედში გაქრებოდა თვალსაწიერიდან,ყველამ იცოდა. ხოლო როგორ გაფრინდებოდა იგი სივრცეში? როგორ მიაღწევსმთვარეს? მხოლოდ რამდენიმე ბედნიერ ადამიანს ხვდება წილად საკუთარითვალით უცქიროს ყუმბარის გაფრენას. ამიტომაც გასაგებია, რომ ფართოსაზოგადოებას მეტისმეტად აინტერესებდა ამ დიდი ცდის სამზადისის ყოველიწვრილმანი.ამას გარდა, მოხდა უცნაური შემთხვევა, რამაც კიდევ უფრო გაზარდა საქმისმეცნიერული მხარისადმი ინტერესი.ჩვენ უკვე ვიცით, თავისი პროექტის წყალობით, რა ურიცხვი თაყვანისმცემელიდა მეგობარი შეიძინა ბარბიკენმა. თუმცა, არაჩვეულებრივი ძლიერბის მიუხედავად,ბარბიკენის პარტიას არ შეძლო თავის რიგებში უკლებლივ ყველა მოექცია. და ამდროს მთელს შეერთებულ შტატებში გამოჩნდა ერთადერთი ადამიანი, რომელმაც"საზარბაზნე კლუბის" წამოწყების წინააღმდეგ გაილაშქრა. იგი ყოველ ხელსაყრელშემთხვევას ეძებდა, გაებათილებინა ბარბიკენის არგუმენტები. ბარბიკენი სწორედ ამერთადერთი მოწინააღმდეგის შეტევებს უფრო განიცდიდა, ვიდრე სხვადანარცენების მხურვალე მხარდაჭერას. ასეთია საერთოდ ადამიანის ბუნება.არადა, პრეზიდენტმა შესანიშნავად იცოდა ამ ადამიანის ქიშპობის მიზეზი,ძველისძველი ამბავი იყო და პირადული; ბარბიკენმა ისიც იცოდა,პატივმოყვარეობამ რომ წარმოშვა ეს ქიშპი.თუმცაღა, "საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტს თვალითაც არ ჰყავდა ნანახითავისი დაუძინებელი მტერი, და კიდევ კარგი, თორემ მათი შეხვედრა ორივესათვისიქნებ ერთობ სამწუხაროდ დამთავრებულიყო. მოწინააღმდეგე ბარბიკენივითგანსწავლული პიროვნება გახლდათ. მასავით ამაყი, თამამი, ფიცხი და ჯიუტი. ერთისიტყვით, წმინდა სისხლის იანკი. მას კაპიტნის ჩინი ჰქონდა, გვარად ნიკოლი იყო.ფილადელფიაში ცხოვრობდა.ბევრს ალბათ ახსოვს, სამოქალაქო ომის დროს რა საინტერესო მეტოქეობაწამოიშვა სამხედრო გემების ჯავშანსა და ყუმბარას შორის: ჭურვს უნდა გაენგრიაჯავშანი, ხოლო ჯავშანს წინააღმდეგობა გაეწია მისთვის. ამან ჩრდილოეთ დასამხრეთ შტატების სამხედრო ფლოტის ძირფესვიანი გარდაქმნა გამოიწია. ყუმბარადა ჯავშანი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაებნენ, რაც უფრო დიდებოდაყუმბარა, ჯავშნიც მით უფრო და უფრო სქელდებოდა. დაჯავშნრულ-შეიარაღებულისამხედრო გემები რიხიანად მიდიოდნენ ომში. "მერი-მაკი", "მონიტორი", "რამ-ტენესი", ვეკჰაუზენი" უშველებელ ყუმბარებს უშენდნენ მტრის გემებს. ისინი იმასუკეთებდნენ სხვას, რასაც თავის თავს არავითარ შემთხვევაში არ უსურვებდნენ, - ეგააძირითადი და ღრმად ამორალური წესი, რაზედაც ომის მთელი ხელოვნებაააგებული.ბარბიკენმა ომის დროს სახელი მოიხვეჭა ყუმბარების ჩამოსხმით, ხოლონიკოლმა - მსოფლიოში ყველაზე მაგარი ჯავშნის შექმნით. ერთი მათგანი დღედაღამყუმბარას ასხამდა ბალტიმორში, მეორე ჯავშანს ჭედდა ფილადელფიაში. ისინიერთიმეორის საწინააღმდეგო მიზანს ისახავდნენ.ძლივს ასწრებდა ბარბიკენი ახალი ყუმბარის შექმნას, რომ მეორე უკვეამზადებდა ახალ ჯავშანს. ბარბიკენის ცხოვრების მიზანი იყო ჯავშნის შენგრევა,ნიკოლისათვის კი მთავარი იყო, ხელი შეეშალა ამისათვის. სწორედ ამიტომ გახდნენისინი მეტოქეები. ეს მეტოქეობა მალე პირად მტრობაში გადაიზარდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!