13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

დენთის გროვაზე და ცეცხლი წავუკიდოთ. სანამ დენთი ანთებას მოასწრებს,პიროქსილინი ერთიანად დაიწვის.- დიდებულია, - შენიშნა მაიორმა.- ძვირი კია.- სიძვირე რა სახსენებელია! - წამოიძახა მასტონმა.- და ბოლოს, პიროქსილინი ისეთ სიჩქარეს ანიჭებს ყუმბარას, რომელიცოთხჯერ აღემატება დენთისას. კიდევ დავუმატებთ, რომ, თუკი რვა პროცენტპიროქსილინს ორ პროცენტ კალიუმის სელიტრს შევუერთებთ, მისი ფეთქებადიძალა კიდევ უფრო გაიზრდება.- კი მაგრამ, ეს აუცილებელია? - იკითხა მაიორმა.- არა მგონია, - უპაუსხა ბარბიკენმა. - ამრიგად, ერთი მილიონ ექვსასი ათასიგირვანქა დენთის ნაცვლად საკმარისია, ავიღოთ ოთხასი ათასი გირვანქა ჩხრიალაბამბა და რადგან შეიძლება ყოველგვარი ხიფათის გარშე დავწნიხოთ ხუთასიგირვანქა ბოჭკო ოცდაშვიდი კუბიკური ფუტის სივრცეში, კოლუმბიადის ტუაზისა.ასე და ამრიგად, ყუმბარა, სანამ იგი გამოვარდება ზარბაზნიდან და ღამისმნათობისკენ გაფრინდება, გაიქროლებს შვიდასფუტიან არხში ექვსი მილიარდილიტრი გაზის დაწოლის შედეგად.ამ ტირადის მოსმენის შემდეგ მასტონმა ვერ შეძლო თავისი გრძნობის შეკავება -იგი თითქმის ზარბაზნის ყუმბარის სისწრაფით გაექანა მეგობრისაკენ და ალბათდაახრჩობდა კიდეც მას თავისი რკინის ხელებით, მაგრამ ბარბიკენი ისეთიმასალისაგან იყო ნაგები, ბომბის დარტყმასაც კი გაუძლებდა.ამ ინციდენტით დამთავრდა კომიტეტის მესამე სხოდმა, ბარბიკენმა და მისმამამაცმა კოლეგებმა, რომელთათვისაც თითქოს არ არსებობდა შეუძლებელი რამ, უკვეგადაჭრეს ყუმბარის, იარღისა და დენთის რთული საკითხები. გეგმა მზად იყო. ახლამისი განხორციელებაღა რჩებოდა.- ეგ უკვე წვრილმანი საქმეა! - წარმოთქვა ჯონ ტ. მასტონმა:მეათე თავიოცდახუთ მილიონ მეგობართა შორის ერთი მტერი გამოერია"საზარბაზნე კლუბის" წარმოწყების ყოველ წვრილმანს დაძაბულ ყურადღებასაქცევდა ამერიკელი საზოგადოება. ყოველდღიურად თვალყურს ადევნებდნენკომიტეტის სხდომებს და "საზარბაზნე კლუბის" წევრთა შორის გამართულ დავას.უდიდესი ცდის ჩასტარებელი ყოველი სამზადისი, ყველა ციფრი, ყველა მექანიკურისიძნელე, რისი დაძლევაც კი უწევდა კლუბის წევრებს - ერთი სიტყვით, - ყველაფერი,საქმის ყოევლი წვრილმანი - საყოველთაო ყურადღებას იპყრობდა.სამუშაოს დაწყებიდან დამთავრებამდე მთელ ერთ წელიწადს უნდა გაევლო,მაგრამ დროის ამ მანძილზე მთელი რიგი საჭირბოროტო საკითხები უნდაგადაეჭრათ. შეერჩიათ სამუშაო ადგილი, გაეთხარათ შახტი, ჩამოესხათ კოლუმბიადადა ბოლოს, ჩაეტარებინათ ყველაზე საფრთხილო ოპერაცია - დაეტენათ იარაღი.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!