13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- ამისდა მიუხედავად, - თქვა ბარბიკენმა, - მე მოვითხოვ დენთის სწორედ ამრაოდენობას. კარგად დაფიქრდით, მილიონ ექვსასი ათასი გირვანქა დენთიწარმოშობს ექვს მილიარდ ლიტრ გაზს. ექვს მილიარდს! გესმით?- კი მაგრამ, როგორ მოვიქცეთ? - იკითხა გენერალმა.- სულ უბრალოდ. საჭიროა, რომ დენთის ეს უზარმაზარი რაოდენობაშევამციროთ, ოღონდ ისე, რომ მის მამოძრავებელ ძალას არაფერი დავაკლოთ.- შესანიშნავია! მაგრამ როგორ?- ახლავე გეტყვით, - მშვიდად უპასუხა ბარბიკენმა.ყველანი, მოუთმენლობით შეპყრობილნი, ბარბიკენს მიაჩერდნენ.- სინამდვილეში დენთის რაოდენობის ოთხჯერ შემცირება ძალიან იოლია.ცხადია, ყველა თქვენთაგანმა იცის ის საყურადღებო ნივთიერება, რომლისგანშედგება მცენარეთა ქსოვილები და რომლებსაც უჯრედებს ეძახიან.- ოხ, მე მესმის თქვენი, ძვირასო ბარბიკენ, - წამოიძახა მაიორმა.- ეს ნივთირება, - განაგრძობდა პრეზიდენტი, - ბუნებაში სრულიად სუფთასახით გვხვდება, მაგალითად ბამბაში, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა ბოჭკოსთესლზე მოდებული ბუსუსი. სიცივეში აზოტის მჟავასთან შეერთებით უჯრედისიიქცევა გაუხსნელ, სწრაფად აალებად და უზარმაზარ ფეთქებადი ძალის მქონენივთიერებად. არც ისე დიდი ხნის წინათ, 1832 წელს, ეს ნივთიერბა აღმოაჩინაფრანგმა ქიმიკოსმა ბრაკონომ და ქსილოიდინი უწოდა. 1838 წელს ფრანგმაქიმიკოსმა პელუზმა შეისწავლა ამ ნივთიერების თვისებანი და ბოლოს, 1846 წელსბაზელის პროფესორმა, ქიმიკოსმა შონბეინმა წინადადება შემოიტანა,გამოეყენებინათ იგი როგორც დენთი სამხედრო მიზნებისათვის. ამ დენთს ეწოდააოზტური ბამბა...- ანუ პიროქსილინი, -შენიშნა ელფისტონმა.- ანუ ჩხრიალა ბამბა, - დაუმატა მორგანმა.- ნუთუ ამ აღმოჩენაში არც ერთ ამერიკელს არ უდევს წილი? - წამოიძახამასტონმა, რომელსაც პატრიოტული თავმოყვარეობა შეელახა.- სამწუხაროდ, ვერც ერთს ვერ დავასახელებ, - უპასუხა მაიორმა.- თუმცა მასტონის დასამშვენებლად უნდა ვთქვა, რომ, - განაგრძობდაპრეზიდენტი, - ერთ-ერთმა ჩვენმა თანამამულემ მცირედ როდი იშრომაპიროქსილინის შესასწავლად. მოგახსენებთ, კოლოდიუმი, რომელსაცფოტოგრაფიაში იყენებენ, როგორც ერთ-ერთ მთავარ მასალას, სხვა არაფერია თუ არაპიროქსილინი. გოგირდის ეფირსა და სპირტის ნარევში გარეული, კოლოდიუმი კიაღმოაჩინა მეინარდმა, როცა იგი ბოსტონში ჯერ კიდევ სტუდენტი-მედიკოსიგახლდათ.- გაუმარჯოს მეინარდს! გაუმარჯოს ბამბეულის დენთს! - იყვირა "საზარბაზნეკლუბის" ხმაურა მდივანმა.- დავურბუნდეთ ისევ პიროქსილინს, - განაგრძობდა ბარბიკენი, - თქვენ იცითმის ძვირფასი თვისებები, საოცრად ადვილია მისი დამზადება. საკმარისია, ბამბისბოჭკო 15 წუთით ჩავყოთ მბოლავ აზოტმჟავაში, შემდეგ კარგად გავრეცხოთ წყალში,მერე გავაშროთ და პიროქსილინი მზადაა.- მართლაც, რა ადვილია. - შენიშნა გენერალმა.- პიროქსილინი არც ნესტიანდება. - და ეს განსაკუთრებით ძვირფასი თვისებაა,ვინაიდან ჩვენი ზარბაზნის დატენვა ზედიზედ რამდენიმე დღე მოგიწევს. ამასგარდა, პიროქსილინი ენთება არა 240, არამედ 170 გრადუსის დროს. და იგი ისესწრაფად იშლება, იწვის და ფეთქდება, რომ შეგვიძლია, დავდოთ ჩვეულებრივ

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!