13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

აუცილებელია, დენთი წამსვე აფეთქდეს, ვინაიდან ეს უფრო სრულყოფს მისმექანიკურ მოქმედებას.- შეიძლება გაკეთდეს რამდენიმე ფალია, - შემოიტანა წინადადება მასტონმა, -რათა სხვადსხვა მხრიდან დენთი ერთდროულად აფეთქდეს.- რასაკვირველია, შეიძლება, - უპასუხა ელფისტონმა, - მაგრამ ეს მეტისმეტადგაართულებს ზარბაზნის მართვას. ამიტომ მე ისევ მსხვილმარცვლოვანი დენთისმომხრე ვარ.- იყოს ასე. - დათანხმა გენერალი.- თავისი კოლუმბიადის დასატენად, - განაგრძობდა მაიორი, - რამდენი იყენედამსხვილმარცვლოვან წაბლისხელა დენტს. მის შემადგენლობაში შემავალი ნახშირიმზადდებოდა ტირიფის მასალისაგან, რომელსაც თუჯის ქვაბებში გამოწვავდნენხოლმე. ეს დენთი მაგარია, ბრწყინავს, ხელს რომ შეახებ, არავითარ კვალს არ ტოვებს,შეიცავს წყალბადისა და ჟანგბადის საკმაო რაოდენობას, მყისვე ფეთქდება და,მიუხედავად დიდი გამანადგურებელი ძალისა, იგი თითქმის არ აჭუჭყიანებსიარაღს.- რაკი ასეა, - განაცხადა მასტონმა, - ჩემი აზრით, საყოყმანო არაფერია. მე ესდენთი ყველა დანარჩენს მირჩევნია.- ოქროს ფხვნილსაც? - გესლიანი ღიმილით ჰკითხა მაიორმა.- პასუხად ფიცხმა მეგობარმა თავისი რკინის კაუჭი დაუქნია.აქამდე ბარბიკენი კამათში არ ერეოდა, მხოლოდ ყურს უგდებდა, როგორც ჩანს,იგი თავისთვის რაღაც იდეაზე ფიქრობდა, ამიტომ მხოლოდ იკითხა:- თქვენი აზრით, რამდენი დენთი დაგვჭირდება, ჩემო მეგობარო?- ხუთასი ათასი, - განაცხადა მაიორმა.- რვაასი ათასი. - დაიძახა მასტონმა.ამჯერად ელფისტონს არ უსაყვედურია თავისი კოლეგისათვის, რომ იგიაჭარბებდა. სინამდვილეში მთვარეზე უნდა გაესროლათ ოცი ათასგირვანქიანიყუმბარა. ამისათვის კი საჭირო იყო საწყის სიჩქარედ მიენიჭებინათ 12000 იარდიწამში. მცირე ხანს ყველა ჩაჩუმდა.დუმილი ბარბიკენმა დაარღვია:- ძვირფასო მეგობრებო, - დაიწყო მან მშვიდი ხმით, - მე გამოვდივარ იმძირითადი დებულებიდან, რომ განსაკუთრებული წესით დაეყენებული ჩვენიზარბაზნის კედლების წინააღმდეგობის ძალა უსაზღვროა. ამრიგად, მე უნდაგაგაკვირვოთ თქვენ და პატივცემული კოლეგა მასტონიც კი: ის თვისგამოანგარიშებებში ერთობ მოკრძალებული იყო - წინადადება შემომაქვს, მის მიერშემოთავაზებული რვაასი ათასი გირვანქა გავაორკეცოთ.- მილიონ ექვსასი ათასი გირვანქა?! - წამოიძახა მისტონმა და ფეხზე წამოიჭრა.- დიახ, არანაკლები.- მაგრამ, ასეთ შემთხვევაში ჩემებურად გამოდის, რომ ზარბაზნის სიგრძენახევარი მილი უნდა იყოს.- როგორც ჩანს, ასეა, - დაუდასტურა მაიორმა.- მილიონ ექვსასი ათასი გირვანქა დენთი, - განაგრძობდა კომიტეტის მდივანი, -დაიკავებს ოცდაორი ათასი კუბიკური გირვანქის სივრცეს. თქვენი ზარბაზანი,რომელსაც სულ ორმოცდათოთხმეტი ათასი კუბიკური გირვანქის მოცულობა აქვს,დენთით ნახევრამდე იქნება სავსე. მაშინ მის არხს არ ექნება საკმაო სიგრძძე, რომდენთის გაზების გაფართოებამ ზეგავლენა მოახდინოს ყუმბარაზე...არავინ შედავებია. მასტონი მართალი იყო. ყველამ მზერა პრეზიდენტს მიაპყრო.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!