13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

წარმოსადგენია, თუ როგორი დაწოლა ექნება ამ გაზებს, როდესაც ისინი თავიანთნორმალურ მოცულობასთან შედარებით ათასჯერ ნაკლებ შეიკუმშებიან სივრცეში.ყველაფერი ეს შესანიშნავად იცოდნენ კომიტეტის წევრებმა და 10 ოქტომბერსბარბიკენმა გახსნა თუ არა სხდომა, სიტყვა მაიორ ელფისტონს მისცა, რომელიც ომისდროს დენთს განაგებდა.- ძვირფასო მეგობრებო, - თქვა ამ გამოჩენილმა სპეციალისტმა, - უწინარესყოვლისა, მოვიყვან უდავო ციფრებს, რომლებიც სფუძვლად დაედებიან ჩვენსდასკვნებს. ოცდაოთხგირვანქიან ყუმბარას, მესამე დღესვე ესოდენ პოეტურად რომმოიხსენია ღრმად პატივცემულმა მასტონრმა, სულ თექვსმეტი გირვანქა დენთისჭირდებოდა იარაღიდან სასროლად.- ეს ციფრი დამაჯერებელია? - იკითხა ბარბიკენმა.- აბსოლიტურად სარწმუნოა, - უპასუხა მაიორმა. - არმსტრონგის ზარბაზნისდასატენად, რომელიც შვიდასგირვანქიან ყუმბარას ისვრის, გამოყენებულიამხოლოდ სამოცდათხუთმეტი გირვანქა დენთი, ხოლო როდმენის კოლუბმიადა ასსამოცი გირვანქა დენთის გამოყენებით ისვრის ნახევარტონიან ყუმბრას ექვსი მილისმანძილზე. ეს მონაცემები ეჭვს არ იწვევენ: მე პირადად ვაწერდი ხელს საარტილერიოკომიტეტში სათანადო ოქმებს.- სავსებით სწორია, - დაუდასტურა გენერალმა.- აი, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება ამ მონაცემებიდან. - განაგრობდა მაიორი. -ზარბაზანში დენთის რაოდენობა არ იზრდება ყუმბარის წონის პროპორციულად.ჩვეულებრივ ზარბაზნებში ოცდაოთხგირვანქიან ყუმბარას სჭირდება თექვსმეტიგირვანქა დენთი, ანუ დენთის წონა შეადგენს ყუმბარის წონის ორ მესამედს; მაგრამეს თანაფარდობა მყარი არაა. ასე მაგალითად, ნახევარტონიანი ყუმბარისგასასროლად დენთი უნდა შეეფარდებოდეს სამას ოცდაცამეტ გირვანქას, არადაირკვევა, რომ საკმარისია სულ ას სამოცი გირვანქა, ანუ ზემოთ დასახელებულირაოდენობის ნახევარი.- რა დასკვნები გამოგაქვთ? - იკითხა პრეზიდენტმა.- ძვირფასო მაიორო, - ჩაერია მასტონი, - თქვენი თეორია რომ ლოგიკურბოლომდე მივიყვანოთ, გამოდის, რომ უდენთოდაც შეიძლება.- ჩემს მეგობარ მასტონს შეუძლია იოხუნჯოს ძალიან სერიოზული საკითხებისგანხილვის დროსაც კი, - შეეპასუხა მაიორი, - მაგრამ დაწყნარდი,კოლუმბიადისათვის მე შემოგთავაზებთ დენტის ისეთ რაოდენობას, სავსებით რომდააკმაყოფილებს თქვენს არტილერისტულ თავმოყვარეობას. უწინარეს ყოვლისა,მოვალედ ვთვლი ჩემს თავს, შეგახსენებთ, რომ ომის დროს მთელი რიგი ცდებისჩატარების შედეგად დენთის რაოდენობა მუხტისათვის შემცირდა ყუმბარის წონისერთ მეათედამდე.- სავსებით სწორია,- დაუდასტურა მორგანმა. - მაგრამ, სანამ გადავწყვეტთ, თურა როდენობის დენთია საჭირო გასროლისათვის, ვფიქრობ, უნდა შევთანხმდეთდენთის ხარისხზე.- წინდადადება შემომაქვს, გამოვიყენოთ მსხვილმარცვლოვანი დენტი, - თქვამაიორმა, - იგი წვრილმარცვლოვანზე უფრო მალე ფეთქდება.- ეს მართალია, - შენიშნა გენერალმა, - მაგრამ იგი ძალიან ვნებს იარაღს დასწრაფად აჭუჭყიანებს მის არხს.- ერთი შენც! ასეთი ნაკლოვანებებს მნიშვნელობა აქვს იმ ზარბაზნებისათვის,რომელიც დიდხანს გამოიყენება, ჩვენი კოლუმბიადა კი მხოლოდ ერთხელ გაისვრის.ჩვენ არ გვაშინებს ის გარემოება, რომ ზარბაზანი შეიძლება გასკდეს, ჩვენთვის

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!