13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- იმიტომ, რომ ჯერ დაუდგენელია ჩვენი იარაღის ფორმა. იქნება იგი ზარბაზანი,ჰუბიცი თუ მორტირი?- ზარბაზანი. - უპასუხა მორგანმა.- ჰაუბიცი! - წამოიძახა მაიორმა.კამათი ალბათ ფიცხელ დავაში გადაიზრდებოდა, ვინაიდან თითოეულიმათგანი თავისი ამორჩეული იარაღის უპირატესობათა ჩამოთვლას შეუდგა, მაგრამპრეზიდენტმა დროზე შეაჩერა ისინი.- ჩემო მეგობრებო, - თქვა მან, - მე თქვენ ახლავე შეგარიგებთ. ჩვენსკოლუმბიადაში გაერთიანდება სამივე სახის ცეცხლმსროლელი იარაღი. იგი იქნებაზარბაზანი, იმიტომ, რომ დენთის კამერას არხის დიამეტრი ექნება. იგი ჰაუბიციციქნება, იმიტომ, რომ ყუმბარას გაისვრის და ბოლოს, შეიძლება მას მორტირიცვუწოდოთ, ვინაიდან დავდგამთ 90° კუთხით და უძრავად დავამაგრებთ მიწაზე.ამით თავს ავარიდებთ ყოველგვარ უკუქცევას და ყუმბარას გადაეცემა მთელი ისმამოძრავებელი ძალა, რაც კი დენთის კამარაში წარმოიშობა.- მიღებულია! მიღებულია! - ერთხმად წამოიძახეს კომიტეტის წევრებმა.- ნება მიბოძეთ, მოგცეთ კიდევ ერთი შეკითხვა, - თქვა ელფისტონმა, ესჰაუბიცი-მორტირი-ზარბაზანი კუთხვილი იქნება?- არა, - უპასუხა ბარბიკენმა, - არავითარ შემთხვევაში. გვჭირდება უზარმაზარისაწყისი სიჩქარე და თქვენ კი მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ კუთხვილი არხიდანყუმბარა ნაკლები სიჩქარით გამოდის, ვიდრე გლუვლულიანიდან.- სწორია.- ახლა ესეც დავადგინეთ! - კვლავ წამოიძახა მასტონმა.- არა, ჯერ კიდევ არა, - შეესიტყვა ბარბიკენი.- კიდევ რა დარჩა?- ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ლითონისაგან იქნება დამზადებული იარაღი.- მაშ, მოდით, ახლავე გადავწყვიტოთ!- მე სწორედ ეს მინდოდა.ამის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კარგი ათ-ათი ცალი ბუტერბროდი მიირთვეს,ზედ თითო ფინჯანი ჩაი დააყოლეს და სხდომაც განახლდა.- ჩემო ღირსეულო კოლეგებო, - დაიწყო ბარბიკენმა, - ჩვენი იარაღი უნდა იყოსუზარმაზარი გამძლეობის. ჰქონდეს შეუდრეკელი სიმტკიცე, აბსოლუტურიცეცხლგამძლეობა და არ დაიჟანგოს.- ამაში ეჭვიც არ გვეპარება, - უპასუხა მაიორმა, - და რადგანაც ლითონის საკმაორაოდენობა უნდა ვიხმაროთ, არჩევანი არ გაგიჭირდება.- თუ ასეა, - თქვა მორგანმა, - ჩვენი კოლუმბიადისათვის გთავაზობთ ჩვენთვისცნობილ ყველაზე საუკეთესო შენადნობს, სახელდობრ: სპილენძის ას ნაწილზეკალის თორმეტ ნაწილს და თითბირის ექვს ნაწილს.- მეგობრებო, - უპასუხა ბარბიკენმა, - ეს შენადნობი საუკეთესო შედეგს იძლევა,მაგრამ იგი საოცრად ძვირია და მისი გადამუშავებაც რთულია. ამიტომ გთავაზობთგამოვიყენოთ სხვა ლითონი, ისიც მაღალი ხარისხის, მაგრამ უფრო იაფი,სახელდობრ, თუჯი. მეთანხმებით, მაიორო?- სავსებით გეთანხმებით. - უპასხუა ელფისტონმა.- და მართლაც, - განაგრძობდა ბარბიკენი, - თუჯი ათჯერ უფრო იაფიაბრინჯაოზე. ის შესანიშნავად დნება, ადვილად შეიძლება თიხის ფორმებში ჩამოსხმა;ამასთან ადვილია მისი დამუშავება. ეს კი ფულისა და დროის ეკონომიაა. ერთისიტყვით, იგი შესანიშნავი მასალაა. მახსოვს ომის დროს, როდესაც ატლანტს ალყა

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!