13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- ნახევარი მილის! - წამოიძახა გენერალმა და მაიორმა ერთხმად.- დიახ. ნახევარი მილის და ესეც არ კმარა...- ო, მასტონ, - შეეპასუხა მორგანი, - ეს უკვე მეტისმეტია.- სულაც არა, - არ დაიხია უკან ფიცხმა მდივანმა, - და საერთოდაც არ მესმის,რატომ მდებთ ბრალს გადაჭარბებაში.- იმიტომ რომ, ერთობ შორს შესტოპეთ!...- მაშ იცოდეთ, მოწყალეო ხელმწიფევ, - საზეიოდ განაცხადა მასტონმა, -იცოდეთ,რომ არტილერისტმა, როგორც მისმა ჭურვმა, არ შეიძლება შორს შესტოპოს!შესაძლოა, ჩხუბში გადაზრდილიყო ეს დავა, პრეზიდენტი რომ არ ჩარეულიყო.- დაწყნარდით, ჩემო მეგობრებო, და მოდით განვაგრძოთ საკითხის განხილვარასაკვირველია, ზარბაზანი უზარმაზარი უნდა იყოს, ვინაიდან იარღისდაგრძელებით იზრდება გაზების და წნევის ხანგრძლივობა, რომელიც თანდათანგანვითარდება დენთის ანთებისას, მაგრამ სულაც არაა საჭირო ზღვარის გადალახვა...- სწორია, - ჩაურთო მაიორმა.- ასეთ შემთხვევაში რა წესს მიმართავენ? ჩვეულებრივად ზარბაზნის სიგრძე ოც-ოცდახუთჯერ ჭარბობს ყუმბარის დიამეტრს, წონა კი - ორას ოცდათხუთმეტი-ორასორმოცჯერ მის წონას.- ეს ცოტაა, - წამიძახა თავშეუკავებელმა მასტონმა.- თქვენ მართალი ხართ, ჩემო მეგობარო; და მართლაც ამ პროპორციას რომმივყვეთ, მაშინ ცხრა ფუტის დიამეტრის და ოცდახუთი ათასი გირვანქა წონის მქონეყუმბარისათვის დაგვჭირდება ორას ოცდახუთი ფუტის სიგრძისა და 7.200.000გირვანქა წონის მქონე იარაღი.- ეს იმდენად ცოტაა, - კვლავ შეაწყვეტინა მასტონმა, - რომ უმჯობესიაპისტოლეტი გამოვიყენოთ!- გეთანხმებით, - თქვა ბარბიკენმა, - ამიტომაც გთავაზობთ, ოთხჯერგავადიდოთ ეს სიგრძე, ანუ ავაგოთ ზარბაზანი, რომლის სიგრძე ცხრაასი ფუტიიქნება.გენერალმა და მაიორმა დააპირეს შეპასუხება, მაგრამ, მიუხედავად ამისა,ბარბიკენის წინადადება, რომელსაც "საზარბაზნე კლუბის" მდივანი მხურვალედუჭერდა მხარს, საბოლოოდ მიიღეს.- ახლა, - თქვა ელფისტონმა, - გადავწყვიტოთ კედლების სისქის საკითხი.- ჩემი აზრით, ექვსი ფუტია საჭირო, - უპასუხა ბარბიკენმა.- იმედია, ამოდენა მაქინას ლაფეტზე არ დადგამთ? - იკითხა მაიორმა.- დიდებული რამ იქნებოდა! - წამოიძახა მასტონმა.- მაგრამ ეს შეუძლებელია, - შეეპასუხა ბარბიკენი. - არა. მე ვფიქრობ, იარაღიპირდაპირ მიწაზე ჩამოვასხათ, ნაჭედი რკინის სალტეებით შევკრათ ა მასიური ქვისკედლებით ამოვქოლოთ. ასე და ამრიგად, ეს კედლები და, აგრეთვე, გრუნტი,რომელიც ზარბაზანს გარს შემოერტყმევა, საერთო წინაღმდეგობაში მონაწილეობასმიიღებენ. შემდეგ მოგვიწევს ჩამოსხმული ზარბაზნის არხის მოხარატება დადაყალიბება, რომ არ გაგვეპაროს ყუმბარისა და ზარბაზნის კედლებს შუა, მაშინდენთის მთელი მამოძრავებელი ძალა ბიძგს მოხმარდება.- ვაშა! ვაშა! - დაიყვირა მასტონმა, - ზარბაზანი მზად არის!- ჯერ არა, - შეესიტყვა ბარბიკენი და ხელის მოძრაობით შეაჩერა თავისისულსწრაფი მეგობარი.- ვითომ რატომ?

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!