13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ცორდნორფთან ბრძოლისას მხოლოდ ორმოცი ქვეითი რომ დახოცა და ბოლოსავსტრიული ქვემეხები, კესელდორფთან ყოველი გასროლისას სამოდაათმოწინააღმდეგეს რომ ცელავდა. რას წარმოიდგენდა დღეისათვის ნაპოლეონისქვემეხები, რომლებმაც იენის და აუსტერლიცის ბრძოლების ბედი გადაწყვიტა?ყოველივე ეს ახლა სასაცილო ჩანდა. გეტისბერგთან ბრძოლის დროს ხრახნიანიქვემეხიდან გასროლილმა კონუსისებურმა ჭურვმა ერთბაშად ას სამოცდაათისამხრეთელი მიაწვინა, ხოლო მდინარე პოტომკაზე გადასვლის დროს როდმენისერთმა ყუმბარამ ორას თხუთმეტი სამხრეთელი გაისტუმრა საიქიოს. გავიხსენოთ"საზარბაზნე კლუბის" სახელგანთქმული წევრისა და მუდმივი მდივნის ჯ. ტ.მასტონის გამოგონილი მორტირიც, რომლის გამოცდის დროს დაიღუპა სამასოცდაჩვიდმეტი კაცი. მართალია, ეს მსხვერპლი თვით მორტირის აფეთქებამგამოიწვია, მაგრამ შედეგი მაინც შედეგია.კიდევ რა შეიძლება დავუმატოთ ამ სისხლიან ციფრებს? თითქმის აღარაფერი.ამიტომ ვერავინ შეედავება სტატისტიკოს პიტკერნის გამოანგარისებას: არტილერიისმსხვერპლთა რიცხვის "საზარბაზნე კლუბის" წევრთა რიცხვზე გაყოფით მანდაადგინა, რომ თითოეულ წევრზე საშუალოდ 2.375 კაცზე მეტი მოკლულიმოდიოდა.თუ ჩავუფიქრდებით ამ ციფრებს, ნათელი გახდება, რომ მეცნიერთასაზოგადოების ერთადერთი საზრუნავს შეადგენდა ადამიანთა მოდგმის გაწყვეტა(თუნდაც ფილანტროპიული მიზნით) საბრძოლო იარაღების სრულყოფის გზით. ამიარაღებს კი ცივილიზაციის ინსტუმენტებთან ათანაბრებდნენ. ეს იყო სიკვდილისანგელოზების თავისებური კავშირი, თუმცა უნდა ითქვას, რომ ხსენებულიანგელოზები ცხოვრებაში ერთობ კეთილი ზნისანი იყვნენ.აქვე უნდა დავუმატოთ, რომ იანკები, ძლიერ მამაცი ადამაინები, არკმაყოფილდებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ გამოთვლებით, ისინი ყოველთვის მზადიყვნენ, საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოეცადათ ყოველი თავიანთი ახალიგამოგონება. "საზარბაზნე კლუბის" წევრთა შორის იყო ყველა რანგის ოფიცერი:ლეინტენანტიდან დაწყებული გენერლით დამთავრებული, ყველა ასაკის სამხედრო,ახალწვეული და ამ საქმეს შებერებული ხალხი. უმრავლესობა ბრძოლის ველზეტოვებდა სიცოცხლეს და კლუბის საპატიო წიგნში იწერებოდა, ხოლოდაბრუნებულთა უმრავლესობას მამაცობის უტყუარი კვალი ჩამოჰყვებოდა ხოლმე.რას არ ნახავდით კლუბში: ხის ფეხებს, რკინის კაუჭიან ხელოვნურ ხელებს,პლატინის ცხვირებს, ვერცხლის კეფებსადა კაუჩუკის შუბლების მთელ კოლექციას.სტატისტიკოს პიტკერნის გამოთვლით, მთელ კლუბში ყოველ ოთხ კაცზე მხოლოდერთი ხელი, ხოლო ექვს კაცზე ორი ფეხი მოდიოდა.თუმცა მამაცი არტილერისტები ასეთ "წვრილმანებს" ყურადღებას არ აქცევდნენდა ამაყობდნენ კიდეც, როცა გაზეთში ამოიკითხავდნენ, რომ ბრძოლის ველზემოკლულთა და დაჭრილთა რიცხვი თითქმის ათჯერ აღემატებოდა გამოშვებულყუმბარებს.მაგრამ ერთ სევდიანსა და მოსაწყენ დღეს დაზავდნენ ისინი, ვინც ერთმანეთსხოცავდა და ომის ხმაც ნელ-ნელა მიწყდა, ქვემეხები დადუმდნენ, ჰაუბიცები დიდიხნით არსენალებში ჩაკეტეს, ყუმბარები კი პირამიდებად აღმართეს. სისხლიანიმოგონებები თანდათანობით დავიწყებას მიეცა; ადამიანთა ხორცითა და სისხლითუხვად გაპოხიერებულ მიწაზე დიდებული ბამბის პლანტაციები აღმოცენდა,ჭირისუფალთ შავი ტანსაცმელი გაუცვდათ. ტკივილები მიყუჩდა დ "საზარბაზნეკლუბის" წვრებსაც საქმე გამოელიათ.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!