13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

და თანაც ისეთი სიჩქარით, რაც ამ წონას შეეფერება? ამ კითხვებზე ამომწურავიპასუხი უნდა გაეცა კომიტეტის მეორე სხდომას.მეორ დღეს, საღამოს ისევ გაიმართა "საზარბაზნე კლუბის" კომიტეტის სხდომა.მაგიდაზე ისევ ბლომად იყო დახვავებული ბუტერბროდები, ჩაიც ულევად ჰქონდათ.მაშინვე შეუდგნენ საკითხის განხილვას, ამჯერად ყოველგვარ შესავალ სიტყვებსგვერდი აუარეს.- ძვირფასო კოლეგებო, - დაიწყო ბარბიკენმა, - დღეს უნდა განვიხილოთზარბაზნის საკითხი: უნდა განვსაზღვროთ მისი ფორმა, სიგრძე, მასალა და წონა. მისზომა უთუოდ უზარმაზარი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენი ინდუსტრიული გენიაყველა სიძნელეს დაძლევს. გთხოვთ, ყური დამიგდოთ და ნუ დაიშურებთ ყველაზემკაცრ შენიშვნებს. მე ამის არ მეშინია!თითქოს თანხმობის ნიშნად, კომიტეტის წევრებმა რაღაც ჩაიდუდუნეს.- გავიხსენოთ, - განაგრძობდა ბარბიკენი, - რაზე შევჩერდით გუშინდელიკამათის დროს; ახლა ასეთნაირად დგას საკითხი: საჭიროა ყუმბარის, რომელსაც აქვს108 დიუმის დიამეტრი და 20.000 გირვანქა წონა, მივცეტ საწყისი სიჩქარე წამში12.000 იარდი.- ამოცანა სწორედ ესაა, - დაუმოწმა მაიორმა, ელფისტონმა.- მაშ ასე, განვაგრზობ. როცა ყუმბარა სივრცეშია გაშვებული, რა ემართება? მასზემოქმეებს სამი დამოუკიდებელი ძალა: გარემოს წინააღმდეგობა, დედამიწისმიზიდულობა და ბიძგი, რომელმაც ყუმბარა მოძრაობაში მოიყანა. განვიხილოთ ესსამი ძალა ცალ-ცალკე. გარემოს ანუ ჰაერის წინააღმდეგობა თითქმის არ იმოქმედებს.მართლაც, ატმოსფერო დიდი-დიდი ორმოცი მილის სიმარლეზეა განფენილი.თორმეტი ათასი იარდის სიჩქარის მქონე ყუმბარა ამ მანძილს გაივლის ხუთ წამში,და დროის ეს მცირე შუალედი შესაძლებლობას მოგვცემს უგულებელვყოთ გარემოსწინააღმდეგობა. გადავიდეტ ახლა დედამიწის მიზიდულობაზე, ანუ ყუმბარისწონაზე. ჩვენ ვიცით, რომ ეს წონა განუწყვეტლივ შეიცვლება მანძილებისკვადრატების უკუპროპორციულად. აი, რას გვასწავლის ფიზიკა: ყოველგვარისხეული, დედამიწის ზედაპირის ახლოს ვარდნისას პირველ წამში გაივლის 15 ფუტს;ეს სხეული მთვარიდან დედამიწაზე რომ ვარდებოდა 257.542 მილის მანძილიდან,მაშინ იგი პირველ წამში გაივლიდა სულ რაღაც ნახევარ გზას. ეს კი თითქმისუმოძრაობას უდრის. ამრიგად, საჭიროა დედამიწის მიზიდულობის ძალის დაძლევა.როგორ მივაღწევთ ამას? მხოლოდ დენთის გაზების და წნევის შედეგად.- ესაა მთავარი დაბრკოლება, - თქვა მაიორმა.- ნამდვილად, არც თუ პატარა დაბრკოლებაა, - უპასუხა ბარბიკენმა. - მაგრამმისი დაძლევა შეიძლება, ვინაიდან ჩვენთვის აუცილებელი ბიძგის ძალადამოკიდებლია მხოლოდ იარაღის სიგრძესა და დენთის რაოდენობაზე, რომელიცშეზღუდულია იარაღის კედლების წინააღმდეგობის ძალით. ამიტომ მოდით, დღესზარბაზნის ზომა განვიხილოთ. რასაკვირველია, ზარბაზნის კედლებისწინააღმდეგობის ძალა შეიძლება უსაზღვროდ გავზარდოთ, რადგანაც ჩვენიზარბაზანი გადაადგილებისათვის როდია გამიზნული.- ეს თავისთავად ცხადია. - ჩაურთო გენერალმა.- აქამდე, - განაგრძობდა ბარბიკენი, - ყველაზე დიდი იარაღის, მაგალითად,ჩვენი კოლუმბიადის სიგრძე არ აღემატებოდა 25 ფუტს; ამიტომ ბევრს გააკვირვებს ისზომა, რასაც ჩვენი ზარბაზნისათვის ვითვალისწინებთ.- დიახაც. - წამოისროლა მასტონმა. - მე თუ მკითხავთ, მოვითხოვ, ზარბაზანი,უკიდურეს შემთხვევაში, ნახევარი მილის მაინც იყოს!

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!