13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- მაგრამ, რას ვხედავ თანამედროვე ხანაში? - განაგრძობდა ბარბიკენი. -არმსტრონგის ზარბაზნები მხოლოდ 500 გირვანქიან ჭურვს ისვრიან. ხოლოროდმენის კოლუმბიადები ნახევარ ტონას. გამოდის, რომ გაიზრდა ჭურვებისფრენის მანძილი, ხოლო წონა შემცირდა. ჩვენ სულ სხვა მიმართულებით უნდაწავიდეტ. გამოვიყენოთ მეცნიერების მიღწევები და ათჯერ გავზარდოთ მუჰამედმეორისა და მალტის რაინდთა ჭურვების წონა.- ასეც უნდა იყოს, - უპასუხა მაიორმა. - რა ლითონს გვთავაზობთყუმბარისათვის?- ფუი!... თუჯი... - ზიზღით აღმოხდა მასტონს, - ძალზე მდარე იქნებასამთვარეო ჭურვისათვის.- ნუ ვიქნებით ძალიან მომთხოვნნი, ჩემო ღირსეულო მეგობარო. - მიუგომორგანმა. - თუჯიც გამოდგება.- მოითმინეთ! - კვლავ შეედავა მაიორი ელფისტონი, - ჭურვის წონა მისიმოცულობის პროპორციულია; მაშასადამე, ცხრა ფუტი დიამეტრის მქონე წურვიუზარმაზარი წონისა იქნება.- მართალია, იგი უზარმაზარი გამოვა, თუ მთლიანი იქნება, მაგრამ არც იმდენადდიდი - თუ ღრუ ექნება.- ღრუ, მაშასადამე ყუმბარა?- შიგ დეპეშებსაც ჩავდებთ და ჩვენი, დედამიწის ნაკეთობათა ნიმუშებსაც!- დიახ, ყუმბარა, - თქვა ბარბიკენმა, - ჩვენ სწორედ ყუმბარა გვჭირდება!მთლიანი ჭურვი 108 დიუმი რადიუსი მქონე, აიწონიდა ორას ათას გირვანქაზე მეტს.ეს კი უდაოდ, მეტისმეტია. მაგრამ რაკიღა ყუმბარა საკმაოდ გამძლე უნდა იყოს,წინადადება შემომაქვს, იგი ოცი ათას გირვანქიანი გაკეთდეს.- როგორი უნდა იყოს მისი კედლების სისქე? - იკითხა მაიორმა.- თუ დავიცავთ დადგენილ პროპორციებს, - შენიშნა მორგანმა, - მაშინ 108დიუმის დიამეტრის მქონე ყუმბარის კედელი უნდა იყოს სულ მცირე ორი ფუტისსისქისა.- ეს ძალიან ბევრია, - უპასუხა ბარბიკენმა. - ლაპარაკია არა ლითონის ჯავშნისგახვრეტაზე, არამედ იმაზე, რომ კედლებმა გაუძლონ დენთის გაზების მოწოლას. ასერომ, გადასაწყვეტია, რა სისქე უნდა ჰქონდეს თუჯის ყუმბარის კედლებს, რომ გიიწონიდეს 20.000-ს გირვანქას. ჩვენი სახელოვანი მათემატიკოსი, ჩვენი დიადიმასტონი, ამას ახლავე გამოგვიანგარიშებს.- ამაზე იოლი რა არის? - უპასუხა კომიტეტის საპატიო მდივანმა.სასწრაფოდ შეადგინა ალგებრული ფორმულები, და ერტი კალმის მოსმითკვადრატში აიყვანა სხვადასხვა Π და Χ-ები, შემდეგ მან გონებაში კუბური ფესვიამოხსნა და თქვა:- კედლები სულ ორი დიუმის სისქისა იქნება.- ნუთუ ეს საკმარისია? - დაეჭვდა მაიორი.- ნამდვილად არა. - უპასუხა ბარბიკენმა.- მაშ, რა ვქნათ? - შიშით იკითხა ელფისტონმა.- საჭიროა ავიღოთ არა თუჯი, არამედ სხვა ლითონი, - უპასუხა ბარბიკენმა.- სპილენძი? - დაინტერესდა მორგანი.- არა, სპილენძი ძალზე მძიმეა. მე თქვენ რამდენადმე უკეთესს შემოგთავაზებთ.- სახელდობრ რას? - შეეკითხა მაიორი.- ალუმინს! - უპასუხა ბარბიკენმა.- ალუმინს? - გაუკვირდათ კოლეგებს.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!