13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- არც თუ ისე დიდი. მომისმინეთ, თქვენ იცით, რა სრულყოფილი ხელსაწყოებიარსებობს ახლა; ტელესკოპები ექვსიათასჯერ ადიდებენ მთვარეს, უფრო სწორად,გვიახლოვებენ მთვარს ორმოცი მილის მანძილზე. ასეთ მანძილზე სამოცი ფუტისსიგრძის საგნები უკვე კარგად ჩანან. მკრთალი, მთვარის - მზის ამ სარკის -არეკლილი სინათლე, ხელს რომ არ უშლდეს ხედვით ზრდას, შესაძლებელიიქნებოდა გამოგვეყენებინა უფრო მძლავრი ტელესკოპები.- მაშ, თქვენ გინდათ სექმნათ 600 ფუტის დიამეტრის ყუმბარა?- სრულიადაც არა.- მაშ, იქნებ გსურთ მთვარის სინათლე უფრო მკაფიო გახადოთ?- დიახაც.- აი, ეს მესმის! - წამოიძახა ჯონ მასტონმა.- ეს ძალზე იოლია. - უპასუხა ბარბიკენმა - თუ შევამცირებთ ატმოსფერულიბირთვის სისქეს, რომლის მეშვეობითაც გვიხდება მთვარის დაკვირვება, მაშინმთვარის სინათლე ხომ უფრო მკვეთრი გახდება?- ალბათ, ასეა, - დაეთანხმა ელფისტონი.- ასე, რომ, სასურველი შედეგების მისაღწევად, საკმარისია. ჩვენი ტელესკოპიდავაყენოთ მაღალ მთაზე. ასედაც მოვიქცევით.- თითს ვკაკვავ, - თქვა მაიორმა. - თქვენ საოცრად გეხერხებათ ამოცანისგაიოლება!... მაგრამ ასეთი ხერხით რამდენით გაადიდებთ მას?- ორმოცდარვაათასჯერ, და მაშინ ჩვენ მთვარს ხუთი მილის დაშორებითდავინახავთ. ასეთ მანძილზე კი შესაძლებელია ცხრა ფუტი სიგრძის მქონე საგნისდანახვაც.- შესანიშნავია! - წამოიძახა მასტონმა. - მაშასადამე, ჩვენს ყუმბარას ცხრა ფუტიდიამეტრი ექნება.- სწორედ ასეა!- მაგრამ. ნება მიბოძეთ, შევნიშნო, - შეეპასუხა მაიორი ელფისტონი, - ამ ხერხითისეთი უზარმაზარი წონის ყუმბარას მივიღებთ, რომ...- მოითმინეთ, მაიორო! - შეაწყვეტინა ბარბიკენმა, - ვიდრე დავიწყებდეთყუმბარის ზომის განხილვას, ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ, რომ ჩვენმა წინაპრებმასასწაულებს მიაღწიეს ამ დარგში. რასაკვირველია, არ შეიძლება საკამათო იყოს ისამბავი, რომ შუა საუკუნეებში დღევანდელზე უფრო საოცარ შედეგს აღწევდნენ.- გვიამბეთ! - ურწმუნოდ გააგრძელა მორგანმა.- დაგვიმტკიცეთ! - წამოიძახა ფიცხმა მასტონმა.- ამაზე ადვილი არაფერია! - მშვიდად მუგო ბარბიკენმა, - შემიძლია მოვიყვანორამდენიმე მაგალითი. ასე, მაგალითად 1543 წელს, როცა მუჰამედ II ალყა შემოარტყაკონსტანტინეპოლს, ისროდნენ 1900 გირვანქიან ქვის ყუმბარას.- ოჰ, ოჰ! - წამოიძახა მაიორმა. - 1900 გირვანქა საკმაოდ დიდი წონაა!- მალტაში, რაინდობის ეპოქაში, ფორტ სენტ-ელმიდან ნასროლი ყუმბარაიწონიდა 2.500 გირვანქას.- შეუძლებელია!- და ბოლოს, ერთ-ერთი ფრანგი ისტორიკოსის სიტყვით, ლუდოვიკო XIდოინდელი მორტირიდან ნატყორნი ყუმბარა იწონიდა სულ 500 გირვანქას, მაგრამ ამყუმბარებს სტყორცნიდნენ ბასტილიიდან, სადაც სულელებს ჭკვიანები ჰყავდათგამომწყვდეული და მიფრინავდნენ შარანტონამდე, სადაც გონიერები გიჟებსატყვევებდნენ.- დიდებულია! - შენიშნა მასტონმა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!