13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ვოცნებობ იმ დროზე, როცა იქ, სიმაღლეზე - შენ პატივისცემით მიგიღებენ, როგორცდედამიწის ღირსეულ წარგზავნილს!ამ მაღალფარდოვანმა სიტყვამ ერთსულოვანი ვაშა გამოიწვია. მასტონიაღელვებული ჩაეშვა სავარძელში. კოლეგებმა მას მხურვალედ მიულოცეს.- ახლა კი, - თქვა ბარბიკენმა, - როცა პოეზიას უხვად მიუზღეთ ხარკი,შევუდგეთ საკითხის განხივლას.- ჩვენ მზად გახლავართ. - გამოეხმაურნენ კომიტეტის წევრები.- თქვენ იცით, რა პრობლემაც გვაქვს გადასაწყვეტი: საჭიროა ყუმბარამგანავითაროს 12 ათასი იარდის სიჩქარე წამში. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ამს შევძლებთ.თუმცა შეგახსენებთ, რა სიჩქარეებს მიაღწიეს პრაქტიკულად. გენერალი მორგანიუარს არ გვეტყვის, გაგვაცნოს სათანადო მონაცემები.- ეს ჩემთვის არაფერია, - უპასუხა გენერალმა. - მითუმეტეს, რომ ომის დროს იმკომისიის წევრი ვიყავი, იარაღს რომ ცდიდა. შემიძლია ვთქვა, დალგრინისზარბაზნები უშვებდნენ ყუმბარებს წამში 500 იარდის სიჩქარით.- კარგი. მაგრამ როდმენის კოლუბიადა? - იკითხა ბარბიკენმა.- როდმენის კოლუმბიადამ ჰამილტონის პორტსი გამოცდისას გასტყორცნანახევარტონიანი ჭურვი ექვსი მილის მანძილზე. წამში რვაასი იარდის სიჩქარით. ამშედეგს ვერაფრით ვერ მიაღწიეს არმსტრონგმა და პალიზერმა ინგლისსი.- ინგლისელებს რა ვუთხარი. - აღმოხდა მასტონს და თავისი რკინის კავითაღმოსავლეთს დაემუქრა.- მაშ ასე, რვაასი იარდი? - იკითხა ბარბიკენმა, - ამ უდიდეს საწყის სიჩქარესმიაღწია ზარბაზნის ყუმბარამ?- დიახ! - უპასუხა გენერალმა.- უნდა გითხრათ, - ჩაურტო მასტონმა, - ჩემი მორტირი რომ არ გახეთქილიყო...- დიახ, იგი გასკდა... - ჩამოართვა სიტყვა ღიმილით ბარბიკენმა, - ამიტომავიღოთ საწყის სიჩქარედ რვაასი იარდი წამში. საჭიროა იგი ოცჯერ გადიდდეს.გადაგვაქვს რა შემდგომი სხდომისათვის წესების განხილვა, რომლითაც შეიძლებამივაღწიოთ საჭირო სიჩქარეს, თქვენს ყურადღებას, ძვირფასო კოლეგებო, შევაჩერებიმაზე, თუ რა ზომა მივცეთ ყუმბარას. რასაკვირველია, ახლა უკვე საქმე ეხებაარანახევარტონიან ყუმბარას.- რატომაც არა? - იკითხა მაიორმა.- იმიტომ რომ, იგი ყუმბარაა. - შეაწყვეტინა მასტონმა, - საჭიროა დიდიმოცულობის იყოს, რომ მიიპყროს მთვარის მცხოვრებთა ყურადღება... თუკი,რასაკვირველია, ისინი არსებობენ.- რა თქმა უნდა, - თქვა ბარბიკენმა, - მაგრამ ამას გარდა არსებობს უფრომნიშვნელოვანი მიზეზი.- რა მიზეზი, ბარბიკენ? - ჰკითხა მაიორმა.- არ კმარა მარტო ყუმბარის გასროლა, საჭიროა თვალყური ვადევნოთ ყუმბარისფრენას მთვარეზე დაცემის მომენტამდე.- რაო?! - ერთხმად წამოიძახეს მაიორმა და გენერალმა, ამ სიტყვებითგანცვიფრებულებმა.- უეჭველად! - მტკიცედ მოსჭრა ბარბიკენმა. - სხვანაირად ჩვენი ცდა უშედეგოდდამთავრდება.- კი მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი ყუმბარა ხომ უზარმაზარი ზომის უნდაიყოს? - იკითხა მაიორმა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!