13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

მიახრახნა საწერი კალამი თავის რკინის კავს და სხდომაც დაიწყო. სიტყვა ბარბიკენმააიღო:- ძვირფასო კოლეგებო! ჩვენ გადასაწყვეტი გვაქვს ბალისტიკის, ამ მეცნიერებათამეცნიერების, ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა.- ო, ბალისტიკა, ბალისტიკა! - აღტაცებიტ წამოიძახა მასტონმა.- მე მგონია, რაციონალური იქნება, - განაგრძო ბარბიკენმა, - თუ ჩვენს სხდომასდავიწყებთ იარაღის საკითხის განხილვით.- რა თქმა უნდა! - ჩაურთო მორგანმა.- თუმცა, - დაუმატა ბარბიკენმა, - სერიოზული მოფიქრების შემდეგ, მიმაჩნია,რომ ყუმბარის საკითხი პირველ რიგში უნდა გადაწყდეს, რამდენადაც ზარბაზნისზომა დამოკიდებული იქნება ყუმბარის მოცულობასა და წონაზე.- მომეცით სიტყვა! - წამოიძახა მასტონმა.წარსულში დიდი დამსახურების გამო ყველამ ხალისით დართო ნება, ეთქვასიტყვა.- ძვირფასო მეგობრებო! - მღელვარებით დაიწყო მან, - ჩვენი პრეზიდენტისავსებით მართალია, როდესაც პირველობა ყუმბარას მიანიჭა ყველა დანარჩენთანშედარებით. ყუმბარა ხომ მაცნეა, ჩვენი პირველი ელჩია, რომელსაც ჩვენ მთვარეზევაგზავნით. ამიტომ მოვითხოვ, ამ საკითხს შეხედოთ წმინდა მორალურითვალსაზრისითაც.ამ ახალმა შეხედულებამ ყუმბარაზე მაშინვე დიდი ინტერესი გამოიწვია დაკომიტტის წევრები უფრო დაიძაბნენ მოსასმენად.- ღირსეულო კოლეგებო! - განაგრძო მასტონმა, - თავს არ შეგაწყენთ და არშევეხები ყუმბარის მომაკვდინებელ ფიზიკურ მხარეს, მე ვილაპარაკებ ყუმბარისმხოლოდ მათემატიკურ და მოარლურ მხარეზე. ყუმბარა, ჩემის აზრით, ყველაზენეთელი გამოხატულებაა ადამიანის ძალისა. სწორედ ყუმბარაშია თავმოყრილიმთელი მისი ძლიერება. მისი შექმნით ადამიანი ყველაზე მეტად დაუახლოვდაქვეყნიერების შემოქმედს.- დიდებულია! - წამოიძახა მაიორმა ელფისტონმა.- და მარტლაც, - განაგრძობდა ორატორი, - თუკი ღმერთმა შექმნა ვარსკვლავებიდა პლანეტები, ადამიანი ყუმბარის შემქმნელია. ყუმბარა ეს ციური სხეულიამინიატურაში. მნათობები სხვა არაფერია, თუ არა უზარმაზარი ყუმბარები, სამყაროსსივრცეებში რომ დაფრინავენ. ღმერტიდან მოდის ელექტრობის, სინათლის,ვარსკვლავების, კომეტების, პლანეტების სიჩქარე, მატი თანამგზავრების, ხმის, ქარისსიჩქარე! მაგრამ ჩვენგან გამომდინარეობს ყუმბარის სიჩქარე, ასჯერ უფრო რომაღემატება მატარებლებისა და ყველაზე სწრფი ცხენების სიჩქარეს.მასტონი ექსტაზში შევიდა. მის ხმაში ჟღერდა ლირიული ნოტები. იგი ქებათაქებას ასხამდა ყუმბარას.- გნებავთ ციფრები? - აი ისინიც, აიღეთ ყველაზე პატარა ოცდაოთხფუტიანიყუმბარა, თუმცა იგი 800.000-ჯერ ნაკლები სიჩქარით მოძრაობს, ვიდრეელექტროდენი, 640.000-ჯერ ნაკლებია სინათლის სხივზე და 76-ჯერ ნაკლები მზისგარშემო დედამიწის მოძრაობის სიჩქარეზე, მაინც ზარბაზნიდან გასროლის შემდეგიგი მიქრის ხმაზე უსწრაფესად, წელიწადში გაივლის 7.330.650 მილს, მთვარესთერთმეტი დღის შემდეგ მიაღწევს, ხოლო მზეს - მეთორმეტე წელს, ნეპტუნამდე -მზის სისტემის საზღვრამდე - სამას სამოცი წლის შემდეგ. აი, რას შესძლებდა ესმოკრძალებული ყუმბარა - ჩვენი ხელით გაკეთებული. ხოლო რა მოხდება მაშინ, თუშევქმნიტ ოცჯერ მეტ სიჩქარეს. ოჰ, საოცარო ყუმბარავ! მომაჯადოებელო იარაღო! მე

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!