13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ასტრონავტმა არმსტრონგმა, წარმოთქვა ისტორიული სიტყვები: "ერთი ადამიანის ესპატარა ნაბიჯი ნიშნავს კაცობრიობის დიდ ნახტომს" .ბუნებრივია, დაგებადოს კითხვა: როდის გადადგამს კაცობრიობა შემდგომ დიდნაბიჯს კოსმოსში, როდის მიაღწევს ადამიანი მზის სისტემის სხვა რომელიმეპლანეტას?მთვარემდე ადამიანის მიღწევა საზღვარი არაა. კოსმოსის ათვისების საქმესიდღეს უაღრესად დიდ როლს ასრულებს საბჭოთა და ამერიკული ავტომატურიხომალდები. დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებიდან ჩვენი მშობლიურიპლანეტის შესწავლას უკვე დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება.თანამგზავრებიდან დაკვირვების შედეგების წარმატებით გამოიყენება სახალხომეურნეობაში: სასარრგებლო წიაღისეულთა ძიებისა და თევზჭერის საქმესი, სოფლისდა სატყეო მეურნეობი ბევრ დარგში.თავისი განვითარებისა და სრულყოფის საუკეთესო საშუალება მიიღეს ისეთმამეცნიერებებმა როგორიცაა: ასტრონომია, ასტროფიზიკა, გეოლოგია, გეოფიზიკა,ბიოლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია და სხვა. ავტომატური კოსმოსურიხომალდები უკვე ესტუმრნენ პლანეტებს: ვენერას, მარსს, მერკურის და იუპიეტრს.გადაიღეს ამ ციური სხეულების ფოტოსურათები, გაზომეს მათი ზედაპირებისა დაატმოსფეროების მთელი რიგი ფიზიკური და ქიმიური პარამეტრები, ხოლოდაკვირვების შედეგები გადმოსცეს დედამიწაზე. ავტომატურმა ხომალდებმა დაასტრონავტებმა დედამიწაზე ჩამოიტანეს მთვარის ქანები. უახლოეს წლებში ალბათპლანეტების ატმოსფეროების ნივთიერბისა და ზედაპირის გრუნტსაც ჩამოვიტანთ,რაც საბოლოოდ გადაწყვეტს მეცნიერებისათვის დიდად საინტერესო საკითხს: არისთუ არა სიცოცხლე დედამიწის გარდა მზის სისტემის რომელიმე სხვა სხეულზე?მაგრამ დავუბრუნდეთ ზემოთ დასმულ კითხვას: როდის მიაღწევს ადამიანისხვა პლანეტებამდე? მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თანამედროვე დონესთუ გავითვალისწინებთ, ამ კითხვაზე ასე უნდა ვუპასუხოთ: პირველი პლანეტა,რომელსაც ეწვევა ადამიანი, იქნება მ ა რ ს ი. ეს მოხდება უახლოეს ორ ათეულწელიწადში.ნუთუ ასე გვიან? რატომ? მთვარემდე ხომ უკვე რამდენიმე წლის წინათ მიაღწიაადამიანმა? - შეიძლება შეგვეკითხოს ზოგიერთი "გულგატეხილი" მკითხველი.უნდა ითქვას, რომ პლანეტებისაკენ კოსმოსური ხომალდების გაშვების სიზუსტეამჟამად ისეთი მაღალია, ყველასათვის კარგად ცნობილი ბარონ მიუნჰაუზენისმსახურსაც კი შეშურდებოდა (იმ მსახურს, თვითონ ბარონისათვის სრულიადუხილავ სამრეკლოს სახურავზე მჯდომ ბეღურას რომ ტყვია მოარტყა თვალში).მაგრამ საქმე ისაა, რომ დედამიწიდან მთვარემდე საშუალო მანძილი ეტოლებამხოლოდ 384 400 კილომეტრს (ხომალდები ამ მანძილს სამ-ოთხ დღეში ფარავენ). იმდროს, როცა დედამიწიდან მარსამდე უმოკლესი მანძილი არასოდეს არაა 55 მილიონკილომეტრზე ნაკლები. ასეთი დიდი მანძილის გადალახვას, ცხადია, დროც დიდისჭირდება (დაახლოებით ექვსი თვე). ეს კი, თავის მხრივ, კოსმონავტებისა საარსებოსაშუალებათა გაზრდის აუცილებლობის გამო, იწვევს ხომალდის წონისა დამოცულობის, მაშასადამე მისი ტექნიკური აღჭურვილბის დონისა და ღირებულებისმკვეთრ გაზრდას.აქედან სხვა დასკვნაც გამოდის: პლანეტებისაკენ გაშვებული პილოტირებულიხომალდების ღირებულება იმდენად დიდი იქნება, რომ ერთი რომელიმესახელმწიფოს მიერ ამ ღონისძიების დაფინანსება ალბათ შეუძლებელი გახდება. აი,

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!