დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე დედამიწიდან მთვარემდე

geobestbooks.files.wordpress.com
from geobestbooks.files.wordpress.com More from this publisher
13.07.2015 Views

ბარბიკენი, არდანი და ნიკოლი მეგობრების თანხლებით დაუყოვნებლივბალტიმორში გაემგზავრნენ, სადაც ენით უთქმელი აღფრთოვანებით შეხვდნენ.ბარბიკენის მოგზაურის ჩანაწერები უმალ დასაბეჭდად მოამზადეს. "ნიუ-იორკჰერალდმა" ეს ხელნაწერები მაშინვე ჯერ კიდევ დაუდგენელ, მაგრამ ნამდვილადსაარაკო ფასად შეისყიდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვიდრე გაზეთის ფურცლებზე"მოგზაურობა მთვარეზე" იბეჭდებოდა. მისმა ტირაჟმა ხუთ მილიონ ეგზემპლარსმიაღწია. მოგზაურების დედამიწაზე დაბრუნებიდან სამი დღის შემდეგ, მათიმოგზაურობის სულ პატრა წვრილმანიც კი მთელმა სამყარომ იცოდა. ახლა ხალხსზეადამიანური გმირობის ჩამდენი სამი წარმომადგენლის ნახვა სწყუროდა.ბარბიკენისა და მისი მეგობრების მიერ ჩატარებული გამოკვლევებითშეასძლებელი გახდა დედამიწის თანამგზავრებთან დაკავშირებული სხვადასხვათეორიების შემოწმება. ეს მეცნიერები ხომ ყველაფერს de visu1 და სრულიადგანსაკუთრებულ პირობებში აკვირდებოდნენ. ახლა უკვე საბოლოოდ ნათელი გახდა,რომელი ჰიპოთეზა უკუეგდოთ მთვარის აგებულების, წარმოშობისა და დასახლებისშესახებ და რომნელი არა; მოგზაუროებმა მთვარის წარსულის, აწყმოსა და მომავლისუკანასკნელი საიდუმლოებანი ამოხსნეს. ძნელი იყო დავა მკვლევარებთან,რომლებმაც მთვარის დიკსოს ყველაზე განსაცვიფრებელი ოროგრაფიული მოვლენა -ტიხოს მთა ორმოცი კილომეტრის სიახლოვეზე ნახეს; ძნელია კამათი მეცნიერებთან,რომელთა მზერა პლატონის ცირკის ნაპირებს მისწვდა.. რა დაუპირისპირდებოდასამი მამაცის ჩვენებებს, რომლებმაც მოგზაურობის შემთხვევითობის წყალობით,ადამიანის თვალისათვის აქამდე მიუწვდომელ მთვარის დისკოს უხილავნახევარსფეროს გადაუფრინეს? ახლა მათ უფლება ჰქონდათ, მთვარის სამყაროსაღმდგენი მეცნიერებისათვის ეკრნახათ კანონები ისევე, როგორც თავის დროზეკიუვიე ნამარხი ცხოველების ჩონჩხებს აღადგენდა. მათ შეეძლოთ ეთქვათ: მთვარეასეთი იყო და ასეთი - იგი მანამდე იყო დასახლებული, სანამ დედამიწაზე სიცოცხლეგაჩნდებოდა! ახლა მთვარე სიცოცხლისათვის გამოუსადეგარ სამყაროს წარმოადგენსდა ამიტომ დაუსახლებელიაო."საზარბაზნე კლუბმა" მოისურვა თავისი სახელგანთქმული წევრისა და მისიმეგობრების დაბრუნება აღენიშნა და ნადიმის გამართვა გადაწყვიტა, მაგრამ ესნადიმი გაბედული მკვლევარებისათვისაც და ამერიკელი ხალხისათვისაც________1 თვალნათლივ (ლათ.)ღირსეულად უნდა ჩატარებულიყო და ყველა ამერიკელს მონაწილეობა უნდა მიეღო.ამერიკის რკინიგზების ძირითადი ხაზი რელსებით ერთმანეთს დაუკავშირეს.რკინიგზის ყველა სადგურზე ერთნაირი ალმები გამოკიდეს, ერთნაირი სერვიზითერთნაირი სანადიმო მაგიდები გააწყვეს. წამებით ზუსტად გამოთვლილ დროსელექტროსაათმა ერთდროულად ამერიკის ყველა კუთხეში მთელი მოსახლეობაარნახულ ნადიმის მაგიდებთან მიიწვია. ოთხი დღის განმავლობაში 5-დან 9იანვრამდე რკინიგზის მოძრაობა ყველგან შეჩერდა, როგორც ეს შეერთებულშტატებში კვირაობით ხდება ხოლმე და ყველა გზა თავისუფალი აღმოჩნდა.ოთხი დღის მანძილზე საპატიო ვაგონმობმული ერთადერთი ორთქმავალიშეერთებული შტატების რკინიგზებზე არაჩვეულებრივი სიჩქარით დაჰქროდა.მემანქანისა და ცეცხლფარეშის გარდა, ამ ორთქლმავალზე განსაკუთრებულიგამონაკლისის სახით "საზარბაზნე კლუბის" პატივცემული მდივანი ჯ. ტ. მასტონიცმიიწვიეს.

საპატიო ვაგონი "საზარბაზნე კლუბის" პრეზიდენტის ბარბიკენს, კაპიტანნიკოლს და მიშელ არდანს ეკუთვნოდა.მემანქანის სასტვენზე მატარებელი ბალტიმორის ვაგზლიდან დაიძრადაყურისწამღები "ვაშა" და აღფრთოვანებული ამერიკელების ყველანაირიშორისდებული გაიყოლა. მატარებელი საათში ოთხმოცი ლიეს სიჩქარით მიჰქროდა.მაგრამ რა იყო იგი კოლუმბიადიდან ჩვენი გმირების გაფრენის სიჩქარესთანშედარებით?ზეიმის გმირები ქალაქიდან ქალაქში გადადიოდნენ და გზაზე სანადიმოსუფრებთან ხვდებოდნენ მთელ მოსახლეობას, რომელიც აღტაცებული ყიჟინითესალმებოდა. ამრიგად, პენსილვანიის, კონკეტიკუტის, მასაჩუსეტსის, ვერმონტის,მენისა და ნიუ-ბრანსუიკის გავლით მათ აღმოსავლეთ შტატებში გაისეირნეს.ჩრდილოეთიდან დასავლეთისაკენ გადაკვეთეს ნიუ-იორკის, ოჰაიოს, მიჩიგანის დავისკონსის შტატები; სამხრეთში ჩაუქროლეს ილინოისს, მისურის, არკანზასს, ტეხასსდა ლუიზიანას; სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაჭრეს ალაბამის და ფლირიდის,ჯორჯიისა და ორივე კაროლინის შტატები; მოინახულეს ტენესის, კენტუკის,ვირჯინიის, ინდიანას ცენტრები და ბოლოს, ვაშინგტონის გავლით ბალტიმორშიდაბრუნდნენ.ჩვენს მეგობრებს ისე ეჩვენებოდათ, თითქოს ოთხი დღის განმავლობაშიუზარმაზარი სანადიმო სუფრასთან მჯდომი მთელი ამერიკა ერთდრულად მძლავრი'"ვაშას" შეძახილით ესალმებოდა. გმირებისათვის ღირსეული აპოთეზა იყო. მათ რომუძველეს დროში ეცხოვრათ, მითები უეჭველად ნახევარღმერთებად მიიჩნევდნენ.რა პრაქტიკული შედეგი გამოიღო მთვარეზე ამ მოგზაურობა, რომელიცკაცობრიობის მატიანეში უკვდავყოფილ არც ერთ მოგზაურობას არ ჰგავდა? ხომ არშეიძლება ოდესმე მთვარესთან უშუალო კავშირის დამყარება? დაწესდებაგანსაკუთრებული საჰაერო მიმოსვლა მზის სისტემაში? შესაძლებელი იქნება თუ არაპლანეტიდან პლანეტაზე, იუპიტერიდან მერკურზე, ხოლო ამის შედეგადვარსკვლავიდან ვარსკვლავზე, მაგალითად პოლარული ვარსკვლავიდან სირიუსზეგადასვლა? ტრანსპორტის რა საშუალებით შესძლებენ ადამიანები, რომ მნათობებითმოჭედილი ცის თაღი მოინახულონ?ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ძნელია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ანგლო-საქსური რასის არაჩვეულებრივ გამჭრიახობას, გასაკვირიც აღარ იქნებაამერიკელების სწრაფვა, ბარბიკენის პირველი ცდიდან რაიმე ისარგებლონ.გავიდა რამდენიმე ხანი მთვარიდან მოგზაურების დაბრუნების შემდეგ დაგაჩნდა განცხადებები "ვარსკვლავების შორის მიმოსვლის ეროვნულისაზოგადოების" შექმნის შესახებ, რომელსაც ასი მილიონი დოლარის კაპიტალიჰქონდა და ასი ათას აქციას უშვებდა. საზოგადოების თავმჯდომარედ ბარბიკენიაირჩიეს, ვიცე-თავმჯდომარედ - კაპიტანი ნიკოლი, ადმინსტრაციული ნაწილისმდივნად - მასტონი, ხოლო მიმოსვლის სამსახურის დირექტორად - მიშელ არდანი.შეერთებული შტატების მოსახლეობამ ამ წამოწყების განსაკუთრებულიკეთილგანწყობით და ამავე დროს ამერიკელებისათვის დამახასიათებელი საქმიანიწინდახედულებით შეხვდა. გაკოტრების შემთხვევისათვის წინასწარ შექმნესარბიტრაჟთა კომისია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა მოსამართლე -კომისარი ჰარიტროლოპომი, მისი თანაშემწე კი მეწარმე ფრენსის დაიტონი იყო.1870 წ.

ბარბიკენი, არდანი და ნიკოლი მეგობრების თანხლებით დაუყოვნებლივბალტიმორში გაემგზავრნენ, სადაც ენით უთქმელი აღფრთოვანებით შეხვდნენ.ბარბიკენის მოგზაურის ჩანაწერები უმალ დასაბეჭდად მოამზადეს. "ნიუ-იორკჰერალდმა" ეს ხელნაწერები მაშინვე ჯერ კიდევ დაუდგენელ, მაგრამ ნამდვილადსაარაკო ფასად შეისყიდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვიდრე გაზეთის ფურცლებზე"მოგზაურობა მთვარეზე" იბეჭდებოდა. მისმა ტირაჟმა ხუთ მილიონ ეგზემპლარსმიაღწია. მოგზაურების დედამიწაზე დაბრუნებიდან სამი დღის შემდეგ, მათიმოგზაურობის სულ პატრა წვრილმანიც კი მთელმა სამყარომ იცოდა. ახლა ხალხსზეადამიანური გმირობის ჩამდენი სამი წარმომადგენლის ნახვა სწყუროდა.ბარბიკენისა და მისი მეგობრების მიერ ჩატარებული გამოკვლევებითშეასძლებელი გახდა დედამიწის თანამგზავრებთან დაკავშირებული სხვადასხვათეორიების შემოწმება. ეს მეცნიერები ხომ ყველაფერს de visu1 და სრულიადგანსაკუთრებულ პირობებში აკვირდებოდნენ. ახლა უკვე საბოლოოდ ნათელი გახდა,რომელი ჰიპოთეზა უკუეგდოთ მთვარის აგებულების, წარმოშობისა და დასახლებისშესახებ და რომნელი არა; მოგზაუროებმა მთვარის წარსულის, აწყმოსა და მომავლისუკანასკნელი საიდუმლოებანი ამოხსნეს. ძნელი იყო დავა მკვლევარებთან,რომლებმაც მთვარის დიკსოს ყველაზე განსაცვიფრებელი ოროგრაფიული მოვლენა -ტიხოს მთა ორმოცი კილომეტრის სიახლოვეზე ნახეს; ძნელია კამათი მეცნიერებთან,რომელთა მზერა პლატონის ცირკის ნაპირებს მისწვდა.. რა დაუპირისპირდებოდასამი მამაცის ჩვენებებს, რომლებმაც მოგზაურობის შემთხვევითობის წყალობით,ადამიანის თვალისათვის აქამდე მიუწვდომელ მთვარის დისკოს უხილავნახევარსფეროს გადაუფრინეს? ახლა მათ უფლება ჰქონდათ, მთვარის სამყაროსაღმდგენი მეცნიერებისათვის ეკრნახათ კანონები ისევე, როგორც თავის დროზეკიუვიე ნამარხი ცხოველების ჩონჩხებს აღადგენდა. მათ შეეძლოთ ეთქვათ: მთვარეასეთი იყო და ასეთი - იგი მანამდე იყო დასახლებული, სანამ დედამიწაზე სიცოცხლეგაჩნდებოდა! ახლა მთვარე სიცოცხლისათვის გამოუსადეგარ სამყაროს წარმოადგენსდა ამიტომ დაუსახლებელიაო."საზარბაზნე კლუბმა" მოისურვა თავისი სახელგანთქმული წევრისა და მისიმეგობრების დაბრუნება აღენიშნა და ნადიმის გამართვა გადაწყვიტა, მაგრამ ესნადიმი გაბედული მკვლევარებისათვისაც და ამერიკელი ხალხისათვისაც________1 თვალნათლივ (ლათ.)ღირსეულად უნდა ჩატარებულიყო და ყველა ამერიკელს მონაწილეობა უნდა მიეღო.ამერიკის რკინიგზების ძირითადი ხაზი რელსებით ერთმანეთს დაუკავშირეს.რკინიგზის ყველა სადგურზე ერთნაირი ალმები გამოკიდეს, ერთნაირი სერვიზითერთნაირი სანადიმო მაგიდები გააწყვეს. წამებით ზუსტად გამოთვლილ დროსელექტროსაათმა ერთდროულად ამერიკის ყველა კუთხეში მთელი მოსახლეობაარნახულ ნადიმის მაგიდებთან მიიწვია. ოთხი დღის განმავლობაში 5-დან 9იანვრამდე რკინიგზის მოძრაობა ყველგან შეჩერდა, როგორც ეს შეერთებულშტატებში კვირაობით ხდება ხოლმე და ყველა გზა თავისუფალი აღმოჩნდა.ოთხი დღის მანძილზე საპატიო ვაგონმობმული ერთადერთი ორთქმავალიშეერთებული შტატების რკინიგზებზე არაჩვეულებრივი სიჩქარით დაჰქროდა.მემანქანისა და ცეცხლფარეშის გარდა, ამ ორთქლმავალზე განსაკუთრებულიგამონაკლისის სახით "საზარბაზნე კლუბის" პატივცემული მდივანი ჯ. ტ. მასტონიცმიიწვიეს.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!