13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

- მერე ის, რომ იგი აძევებს ოცდარვა ტონა, ანუ ოცდათექვსმეტი ათას გირფვანქაწყალს, და, მაშასადამე, ზედაპირზე უნდა ამოტივტივებულიყო.ძნელი გადმოსაცემია, თუ რა შეუდარებელი კილოთი წარმოთქვაპატივცემუულმა მდივანმა ეს სიტყვა "ამოტივტივებულიყო"!მატონი მართალი იყო.ყველას, დიახ, ყველა მეცნიერს დაავიწყდა ძირითადი კანონი, რომლისმიხედვითაც ოკეანეში ჩამოვარდნის შემდეგ ყუმბარა თავისი წონის გამო უსათუოდმალე უნდა ამოტივტივებულიყო ზედაპირზე! და აი, ახლა, ყუმბარა ზღვისტალღებზე მშვიდად ირწეოდა.კარჭაპები მაშინვე ზღვაში ჩაუშვეს; ერთ-ერთში მასტონი და მისი მეგობრებიჩაცვივდნენ. მღელვარება უსაზღვრო იყო, როცა კარჭაპები ყუმბარას მიუახლოვდნენ,კინაღამ გული გაუსკდათ. რა ბედი ეწიათ ყუმბარის მგზავრებს! ცოცხლები არიანთუ დაიხოცნენ? რასაკვირველია, ცოცლხები არიან, თუკი ალმის აღმართვის შედმეგბარბიკენსა და მის მეგობრებს სიკვდილმა არ უწიათ!კარჭაპზე სიჩუმე სუფევდა. გულისცემა შეუჩერდათ. თვალთ დაუბნელდათ.ყუმბარის ერთი ფანჯარა ღია იყო. ჩარჩოში მინების ნამტვრევებიამოშვერილიყო, ესე იგი ჩამსხვრეულა. ეს ფანჯარა ახლა წყლის ზედაპირიდან ხუთიფუტის სიმაღლეზე იყო.კარჭაპი, რომელშიც მასტონი იჯდა, ყუმბარას მიადგა. მასტონი გატეხილიფანჯრისაკენ გადაქანდა.ამ დროს არდანის მხიარული და წკრიალა ხმა მოისმა. იგი გამრჯვებულიადამიანის ხმით ამბობდა:- სიცარიელეა, ბარბიკენ, ყოველი მხრიდან - სიცარიელე!ბარბიკენი, მიშელ არდანი და ნიკოლი დომინოს თამაშობდნენ.ოცდამესამე თავიდ ა ს ა ს რ უ ლ იმკითხველს ახსოვს, ჩვენი მგზავრები ყველამ როგორ მღელვარებითა დათანაგრძნობით გააცილა. თუ გაბედული საქმის დაწყებამ ახალი და ძველი სამყაროააღელვა, რა ენთუზიაზმით შეხვდებოდნენ ორივე ნახევრსფეროს მცხოვრებნი მათდედამიწაზე დაბრუნებას?! ფლორიდის ნახევარკუნძულზე მილიონობით ჩამოსულიხალხის სურვილი იყო, შეხვედროდნენ სახელოვან მკვლევარებს. ამერიკისსანაპიროზე მსოფლიოს ყოველი კუთხიდან ჩამოსულ მრავალრიცხოვანუცხოელთაგან შეერთებული შტატებიდან წასვლს ისე არავინ ფიქრობდა, რომბარბიკენი, ნიკოლი და მიშელ არდანი არ ენახა. რა თქმა უნდა, ხალხის ეს ძლიერისურვილი კეთილშობილური გმირობის ღირსეულ გამოძახილს წარმოადგენდა.სამყაროს სივრცეებში უჩვეულო მოგზაურობდიან დაბრუნებულ ადამიანთა მოდგმისსამ წარმომადგენელს, რომელთაც დედამიწა მიატოვეს, ისეთივე აღფრთოვანებითხვდებოდნენ, როგორც ზეციდან დედამიწაზე ეტლით ჩამოსულ ილიაწინასწარმეტყველს. ოღონდ ისინი დაენახათ, ოღონდ მათი ხმა გაეგონათ - ყველას ესუნდოდა.შეერთებული შტატების მოქალაქეთა ეს საყოველთაო სურვილი აუცილებლადდა რაც შეიძლება ჩქარა უნდა დაეკმაყოფილებინათ.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!