13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

შეტევას იქნებ სწორედ ამ წუთებში განიცდიდნენ? ჰაერთან ერთად იქნებ მამაცობასადა სულიერ სიმტკიცესაც კარგავდნენ!- ჰაერი შეიძლება არ ეყოთ, - მტკიცედ ამბობდა ამის პასუხად მასტონი, - მაგრამმხნეობას არასოდეს დაკარგავენ?28 დეკემბერს, ხელახალი ორდღიანი ძიების შემდეგ, მეგობრების გადარჩენისაღარავითარი იმედიაღრ ჰქონიათ. ოკეანის უსასრულო სივრცეში ყუმბარა ქვიშისუმნიშვნელო მარცვალს წარმოადგენდა. იძულებული იყვნენ უაზრო ძიებაზე უარიეთქვათ.მაგრამ მასტონს ამის გაგონებაც არ სურდა. იგი წინააღმდეგი იყო ადგილიდანდაძრულიყვნენ, ვიდრე მეგობრების საფლავებს მაინც არ მიაგნებდა. მაგრამმიუხედავად "საზარბაზნე კლუბის" მდივნის პროტესტისა და ყვირილისა, კაპიტანბლემბსბერის დაყოვნება უკვე აღარ შეეძლო და ბრძანა, წასასვლელადმომზადებულიყვნენ.29 დეკემბერს დილის ცხრა საათზე "სუსკეჰანამ" კურსი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ აიღო და ისევ სან-ფრანცისკოს ყურისაკენ დაიძრა.დილის 10 საათი იყო, კორვეტი ნელა შორდებოდა იქაურობას, თითქოსნანობდა, რომ კატასტროფის ადგილს ტოვებდა. უცებ, მეზღვაურმა, რომელიცბრამსტენგიდან ზღვას აკვირდებოდა, იყვირა:- ტრავერსზე ტივტივას ქარი არხევს!ყველა ოფიცერმა ჭოგრიტი მოიმარჯვა. მითითებულ ადგილზე ტივიტივასმსგავს საგანს დააკვირდნენ, რომელსაც ნავსადგურებში და მდინარეებზეფარვატერის დასადგენად იყენებდნენ, მაგრამ საკვირველი ის იყო, რომ წყალზე ხუთ-ექვსი ფუტით ამოშვერილ ტივტივას კონუსურ წვერზე ქარის მიმართულებით ალამიფრიალებდა. ტივიტივა მზის სხივებში ისე ბზინავდა, თითქოს ვერცხლისაგან არისგამოდნობილიო.კაპიტანი ბლემბსბერი, ჯ. ტ. მასტონი, "საზარბაზნე კლუბის" წევრები ბოგირზეავიდნენ და ტალღებს მინდობილ უცნაურ საგანს მდუმარედ შეჰყურებდნენ.თავშეკავებული ავადმყოფური მღელვარებით აღსავსე მზერა ყველასტივტივასაკენ მიეპყრო. ვერავინ ბედავდა, ენის წვერზე მომდგარი ვარაუდიგამოეთქვა.კორვეტი ორ კაბელტოვზე მიუახლოვდა ტივიტივას, მთელი ეკიპაჟი ერთიანაშეკრთა. ალამი ამერიკული იყო.ამ დროს რაღაც უცნაური ღრიალი მოისმა და პატივცემული მასტონი გემბანზემოცელილივით დაეცა. მას აღარ ახსოვდა, რომ მარჯვენა ხელის მაგივრობას რკინისკაუჭი უწევდა, ხოლო თავზე გუტაპერჩის თხელი ქუდი ეხურა და კაუჭი თავზემთელი ძალით შემოირტყა.ყველანი მისცვივდნენ, წამოაყენეს, მოასულიერეს.- ოჰ! სამგზის ჩერჩეტებო! ოთხგზის იდიოტებო! ხუთგზის ბრიყვებო! -ყვიროდა გონებაზე ძლივს მოსული.- რა? ვინ? რატომ? - ეკითხებოდნენ ყოველი მხრიდან. - რა მოხდა?- როგორ თუ რა მოხდა?- ბოლოს და ბოლოს, გაგვაგებინეთ, რაშია საქმე?- უტვინოები, საქმე ისაა, რომ ყუმბარა სულ ცხრამეტი ათას ორმოცდაათგირვანქას იწონის! - იღრიალა "საზარბაზნე კლუბის" ფიცხმა მდივანმა.- მერა რა?

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!