13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

გადართეს ჯალამბარზე, რომელსაც აუცილებლობის შემთხვევაში კამერა ბორტზეუნდა ამოეტანა.კამერის ჩაშვება დღის 11 საათსა და 25 წუთზე დაიწყეს; წყლით სავსერეზერვუარებით დამძიმებული კამერა წყალში ჩაიძირა. ახლა კორვეტის მთელეკიპაჟს ერთნაირად აწუხებდა როგორც გადასარჩენთა, ისე მათ მხსნელთა ბედ-იღბალი. რაც შეეხება ამ უკანასკნელთ, თავიანთი თავი აღარც ახსოვდათ და კამერისფანჯრებს მიკრულნი გარემომცველი წყლის სიღრმეს ყურადრებით აკვირდებოდნენ.ჩაშვება სწრაფად დამთავრდა. 2 საათსა და 17 წუთზე მასტონმა და მისმა ორმათანამგზავრმა წყნარი ოკეანის ფსკერს მიაღწიეს. მაგრამ ვერაფერი დაინახსეუნაყოფო უდაბნოს გარდა. ზღვის ფლორის და ფაუნის ნიშანწყალი არსადშეიმჩნეოდა. ძლიერი რეფლექტორებით აღჭურვილი ლამპების შუქი დიდ სიღრმეზედაკვირვებების ჩატარების საშუალებას იძლეოდა. ყუმბარა არსად ჩანდა.ძნელი გადმოსაცემია, თუ რა მოუთმენლობას განიცდიდნენ მამაციმყვინთავები. კამერას კორვეტთან ელექტროკავშირი ჰქონდა დამყრბული."სუსკეჰანას" პირობითი ნიშანი მისცეს, რომ ფსკერიდან რამდენიმე მეტრზე მყოფიკამერა ერთი მილის მოშორებით გადაეადგილებინა.მყივითავებმა წყალქვეშა დაბლობი შეამოწმეს, მათ წამდაუწუმ მხედველობითიილუზიები უჩნდებოდათ. მაგრამ იმედი მაშინვე უცრუვდებოდათ. ის, რაც მათჭურვი ეგონათ, ხან წყალქვეშა კლდე იყო, დ ხან უსწორმასწორო ფსკერი.- სად არიან ისინი? - იყვირა მასტონმა.საბრალო ნიკოლს, ბარბიკენს და არდანს ხმამაღლა ეძახდა, თითქოს ბედკრულმეგობრებს წყლის გაუმტარ სისქეში გააგონებდა და ისინიც უპასუხებდნენ.ძიება მანამდე გრძელდებოდა, სანამ კამერაში ჟანგბადი მთლიანად არგამოილია. როდესაც სუნთქვა გაძნელდა, მყვითავები იძულებული გახდნენ,ზედაპირზე ამოსულიყვნენ.ამოსვლა დაახლოებით საღამოს ექვს საათზე დაიწყეს, კორვეტის გემბანზე კიმხოლოდ შუაღამისას ამოვიდნენ.-ხვალამდე! - თქვა მასტონმა, როგორც კი გემბანზე ფეხი დადგა.- კარგი, ხვალამდე, - უპასუხა კაპიტანმა ბლომბსბერიმ.- სხვაგან მოვძებნოთ.- კარგი.მასტონს წარმატებაში წინანდებურად ეჭვი არ ეპაერებოდა. მაგრამ როგორც კიაღფრთოვანებამ და ნაჩქარევმა იმედებმა გაიარა, მისი მეგობრები დაწყებული საქმისმთელ სიძნელეს მაშინვე მიხვდნენ. ის, რაც ასე ადვილი და შესაძლებელი ეგონათსან-ფრანცისკოში, აქ, - გაშლილ ოკეანეში - თითქმის განუხორციელებელი აღმოჩნდა.წარმატების შანსები ყოველ წუთს კლებულობდა და იძულებულები იყვნენმხოლოდ ბრმა შემთხვევის ნება-სურვილს დაჰყოლოდნენ.მეორე დღეს, 24 დეკემბერს მიუხედავად წინა დღის დაღლილობისა, ძიებაგანაახლეს. კორვეტმა რამდენიმე წუთით დასავლეთისკენ გადაინაცვლა და ჰაერითსავსე საჰერო კამერა მყვინთავებითურთ კვლავ ოკეანეში ჩაუშვა.მთელი დღე ისევ უნაყოფო ძიებაში გავიდა. ზღვის ფსკერი უკაცრიელი იყო.ასევე გაიარა 25 და 26 დეკემბერმაც.ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ უკვე ოცდაექვსი დღე გავიდა მას შემდეგ, რაცყუმბარიის ბედკრული ტუსაღები დაპატიმრებული იყვნენ... თუ აქამდე არაფერიდაემართათ და დაცემის დროს საშინელ დარტყმას გაუძლეს, უჰაერობის პირველ

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!