13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ეს მანქანები იქვე, ადგილზე უნდა გამოეგონებინათ და გაეკეთებინათ.რასაკვირველია, ამერიკელ ინჟინრებს ასეთი უმნიშვნელო რამის გაკეთება არგაუჭირდებოდთ. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ორთქლის მანქანებით დაღუზებით უნდა ამოეტანათ ყუმბარა, რომლის წონაც წყლის სიმკვრივის გამომნიშვნელოვნად შემცირდებოდა.მაგრამ საქმე მარტო ყუმბარის ამოღებაში არ იყო. მოგზაურებიც უნდაგადაერჩინათ. ეჭვიც არ ეპარებოდათ, რომ ისინი ცოცხლები იყვნენ.- ცოცხლები არიან, ცოცხლები! - განუწყვეტლივ იმეორებდა მასტონი, რომლისრწმენა ყველას გადაედო. - ჩვენი მეგობრები - მოხერხებული და საზრიანი ხალხია.ბრიყვებივით ხომ არ ჩამოვარდებოდნენ. ცოცხლები არიან, მაგრამ დრო არ უნდადავკარგოთ. საჭმელი და სასმელი არაფერია, დიდხანს ეყოთათ. მაგრამ ჰაერი! ჰაერი!აი, რა შეიძლება შემოაკლდეთ! ჩქარა, ჩქარა! ნურც ერთი წუთს ნუ კარგავთ.დრო მართლაც არ დაუკარგავთ."სუსკეჰანაზე" ახალი სამუშაოებისათვის ემზადებოდნენ. მისი ყველა მანქანამიბმული იყო ამწე ჯალამბარზე. ალუმინის ყუმბარა სულ 19250 გირვანქას იწონიდადა ამას წინათ ატლანტის ოკეანიდან ამოტანილ ტრანსატლანტურ კაბელზეგაცილებით მსუბუქი იყო. ერთადერთ სიძნელეს ყუმბარის კონუსისმაგვარი ფორმადა ის გლუვი კედლები წარმოადგენდა, რომებზედაც ხელის წავლება ჭირდა.ინჟინერი მერჩისონი სან-ფრანცისკოში დაუყოვნებლივ ჩამოვიდა, რომვეებერთელა ავტომატური რკინის სატაცები დაემზადებინა. ეს სატაცები ყუმბარასძლიერ თათებში მოიქცევდნენ და მანამდე აღარ გაუშვებდნენ, სანამ კორვეტსგემბანზე არ ამოიტანდნენ. ამას გარდა მერჩისონმა შეუკვეთა სკაფანდრები,რომელთა გამძლეობა და წყალგაუმტარობა მყვითავებს საშუალებას აძლევდა, ზღვისფსკერი გამოეკვლიათ. კორვეტზე მოიტანეს აგრეთვე ძალიან გონივრულად აგებულიშეკუმშულჰაერიანი კამერა. ეს იყო ნამდვილი ოთახი, რომელსაც ფანჯრებისმაგივრად ილუმინატორები ძალიან გონივრულად აგებული შეკუმშულჰაერიანიკამერა. ეს იყო ნამდვილი ოთახი, რომელსაც ფანჯრების მაგივრად ილუმინტორებიჰქონდა. თუ რეზერვუარებს წყლით გაავსებდნენ, შეიძლებოდა ძალიან დიდსიღრმეზე ჩაეშვათ. საბედნიეროდ, ასეთ კამერებს უკვე იყენებდნენ სან-ფრანცისკოსყურეში წყალქვეშა კაშხალის მშენებლობაზე და ამან ყუმბარის ამოსაღებად წინასწარჩასატარებელი სამუშაოების დრო მნიშვნელოვნად შეამცირა.მაგრამ მიუხედავად სრულყოფილი მოწყობილობისა და მეცნიერთაოსტატობისა, რითაც უნდა ეხელმძღვანელათ, ყუმბარის ამოსაღებ სამუშაოთაწარმატებით დაგვირგვინება საეჭვო იყო. ოცი ათასი ფუტის სიღრმიდან ყუმბარისამოღებას იქნებ მრავალი გაუთვალისწინებელი სიძნელეც გადაჰღობებოდა. ამასგარდა, სხვა საკითხიც დგებოდა: თუ როგორ გადაიტანდნენ ყუმბარის ბინადარნიდედამიწასთან შეხებით გამოწვეულ საშინელ დარტყმას, რასაც ოცი ათასი ფუტისწყლის ფენა მაინცდამაინც ვერ შეასუსტებდა.აჩქარება მაინც აუცილებელი იყო. მასტინი დღედაღამ არ ასვენებდა მუშებს.თვითონ მზად იყო, ყველაფერი გაეკეთებინა: ჩაეცვა მყვინთავის სკაფანდრი დაშესულიყო ჰერის კამერაში, რომ მამაცი მეგობრები რაც შეიძლება ჩქარა მოეძებნა.მაგრამ, მიხუედავად იმის, რომ სხვადასხვა მოწყობილობანი სწრაფადაცმოამზადეს და შეერთებული შტატების მთავრობამ "საზარბაზნე კლუბის" დიდითანხებიც გადასცა, ყველა მოსამზადებელი სამუშაოს დამთავრებამდე კიდევ ხუთიგრძელი დღე გავიდა, რაც ყველას ხუთ საუკუნედ მოეჩვენა! მთელი ამ ხნისმანძილზე ყველას მოთმინება დაელია. დეპეშები გაყვანილობებითა და

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!