13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

კლდოვან მთებში ცხოვრება ორივე მეცნიერისათვის მალე აუტანელიშეიქმნებოდა, რომ მოულოდნელ შემთხვევას მათი დაუსრულებელი კამათისათვისწერტილი არ დაესვა.14 და 15 დეკემბრის ღამის ორივე "შეურიგებელი მეგობარი" ჩვეულებისამებრმთვარის დისკოს აკვირდებოდა. როგორც ყოველთვის, მასტონი ბელფასტსლანძღავდა. თავის მხრივ ვალში არც ბელფასტი რჩებოდა. კლუბის მდივანი მეასედამტკიცებდა, ყუმბარა დავინახე და ფანჯარაში არდანის სახეც კი გავარჩიეო. კამათისდროს ფიცხი მასტონი რკინის კაუჭს იქნევდა, რაც ხელის მაგივრობას უწევდა დაამით თანამოსაუბრეს ხიფათს უქმნიდა.ზუსტად საღამოს ათ საათზე უეცრად სათვალთვალო მოედანზე მსახურიგამოჩნდა და ბელფასტს დეპეშა გადასცა. ეს "სუსკეპანას" კაპიტანის ცნობა გახლდათ.- რა არის? - იკითხა მასტონმა.- ყუმბარა!- რა?- დედამიწაზე დაეშვა!ამის პასუხად მასტონის საზარელი ღრიალი გაისმა.ბელფასტი სწრაფად შემოტრიალდა და ტელესკოპის მილზე დაკიდულიბედკრული მეგობარი დაინახა, რომელმაც წონასწორობა დაკარგა და ორას ოთხმოციფუტის სიმაღლიდან ტელესკოპში ისე ჩავარდა, როგორც ჭაში. ბელფასტირეფლექტორის ხვრელს თავქუდმოგლეჯილი მივარდა.მილში რომ ჩაიხედა, შვებით ამოისუნთქა: ტელესკოპის ერთ-ერთი შიდასაბჯენზე წამოდებული მსტონი ლითონის კავზე დაკიდულიყო და ხმამაღლაქვითინებდა.ბელფასტმა თანაშემწეებს დაუძახა და ტვირთმზიდავი ბლოკების დახმარებითწინდაუხედავი მასტონი მთელი და უვნებელი, ტელესკოპიდან ძლივს ამოიყვანეს.- რა მოხდებოდა, სარკე რომ გამეტეხა?!- თქვა მან.- მის საფასურს გადაიხდიდი, - მკაცრად უპასუხა ბელფასტმა.- მაშ, ის წყეული ყუმბარა ჩამოვარდა? - იკითხა მასტონმა.- წყნარ ოკეანეში!- წავსულვართ!თხუთმეტი წუთის შემდეგ მასტონი და ბელფასტი კლდოვანი მთებიდანეშვებოდნენ და ორი დღის შემდეგ "საზარბაზნე კლუბის" მეგობრებთან ერთად სან-ფრანცისკოში ქანცგაწყვეტილი ხუთი ცხენით ერთდროულად ჩავიდნენ.ელფისტონი, ბლემსბერი - ძმა და ბილსბი მათ შესახვედრად გამოიქცნენ.- რა ვქნათ? - ყვიროდნენ ისინი.- ყუმბარა ამოვათრიოთ, - უპასუხა მასტონმა, - და რაც შეიძლება ჩქარა!ოცდამეორე თავიგ ა დ ა რ ჩ ე ნ აის ადგილი, სადაც ყუმბარა ტალღებში ჩაიძირა, ზუსტად იყო ცნობილი. მაგრამრა მანქნებით მისდგომოდნენ და როგორ ამოეტანათ ოკეანის ზედაპირზე?

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!