13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

დეპეშას კითხულობდნენ, პატივცემული მასტონი თავის სიცოცხლეში ყველაზედიდმა მღელვარებამ შეიპყრო. რა მოსატანი იყო ამასთან ის მღელვარება, რომელიცმან ამ სახელგანთქმული კოლუმბიადის გაშვების დროს განიცადა, კინაღამსიცოცხლის ფასად რომ დაუჯდა.შეგახსენებთ, რომ კლუბის მდივანი კოლუმბიადის გაშვებისთანავე ყუმბარისსისწრაფით გაემართა თავისი პოსტისაკენ კლდოვან მთებში ლონგსპიკში.მეგზურობას კემბრიჯის ობსერვატორიის დირექტორი ბელფასტი უწევდა.მისვლისთანავე ორივე მეგობარი ვეებერთელა ტელესკოპს მიუჯდა და მორიგეობითაღარც მოსცილებიან.მკითხველს ახსოვს, რომ გიგანტური ტლესკოპის რეფლექტორები, როგორცინგლისურად ამბობენ, front niew 1 -ისათვის იყო დადგმული. ასეთი დანადგარითდაკვირვების ობიექტის მხოლოდ ერთ გამოსახულებას ღებულობდნენ, მეორე მხრივ,დანადგარი ობიექტის უფრო ზუსტი ხილვადობას უზრუნველყოფოდა. ამიტომმასტონი და ბელფასტი დაკვირვებების დროს მოედანზე ტელესკოპების ქვედანაწილში კი არა, ზედა ნაწილში უნდა ყოფილიყვნენ. ზემოთ დახვეული კიბითადიოდნენ, ეს კიბეთავისი სიმსუბუქით საინჟინრო ხელოვების საოცრებასწარმოადგენდა, - ასე რო, ორას ოთხმოცი ფუტის სიღრმის ვეებერთელა ლითონისმილი, ძირში ჩადგმული ლითონისავე სარკით მათ ქვეშ მოექცა.ამრიგად, მეცნიერებმა მთელი დრო ტელესკოპის თავზე გაატარეს ვიწრომოედანზე. წყევლიდნენ დღის სინათლეს რომელიც მათ მთვარეს უმალავდა,წყევლიდნენ ღრუბლებსაც, რადგან ღამით მთვარეს განუწყვეტლივ ეფარებოდნენ.რა დიდი იყო მათი სიხარული, როდესაც ბოლოს, რამდენიმე დღის ამაოლოდინისა და ძიების შემდეგ, 5 და 6 დეკემბრის ღამეს დაინახეს ყუმბრა, რომლითაცმათი მიწიერი მეგობრები მოგზაურობდნენ. მაგრამ მალე სიხარულს იმედისგაცრუება მოჰყვა. ისინი თავდაპირველ დაკვირვებებს დაეყრდნენ და დეპეშით მთელ__________1 ფრონტალური მიმოხილვა.სამყაროს მოჰფინეს სიცრუე - ყუმბარა მთვარის გარშემო ელიფსური ორბიტითბრუნავს და მის თანამგზავრად გადაიქცაო.ამ წუთიდან ყუმბარა მხედველობიდან გაუქრათ, რაც იმით აიხსნებოდა, რომიგი მთვარეს მოეფარა. ადვილი წარმოსადგენია, რა მოუთმენლად ელოდნენ ფიცხიმასტონი და მისი მეგობრები დისკოს მეორე მხრიდან ყუმბარის გამოჩენას. მთელიღამის განმავლობაში ელანდებოდათ თითქოს ყუმბარა მეორე მხრიდან გამოჩნდა,მაგრამ ამაოდ!ამის გამო მათ შორის დაუსრულებელი კამათი და შეხლა-შემოხლა გაიმართა.ბელფასტი ამტკიცებდა, რომ ყუმბარა არ ჩანდა. მასტონი კი ირწმუნებოდა, ყუმბარა"ხელისგულივით" მოჩანსო.- ყუმბარაა! - ამბობდა მასტონი.- არა, უპასუხებდა ბელფასტი. - მთვარის მთიდან ჩამოწოლილი ზვავია!- დავინახავთ, ხვალ დავინახავთ!- არა, მეტს ვეღარ დავინახავთ! ყუმბარა სივრცეში გაუჩინარდა!- არა!- კი!ამგვარი კამათის დროს "საზარბაზნე კლუბის" მდივნის გააფთრება პტივცემულბელფატს სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!