13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

"ჩრდილოეთ განედის 27°7 ´და დასავლეთ გრძედის 41°37´, 12 დეკემბერს ღამის1 საათსა და 17 წუთზე კოლუმბიადის ყუმბარა წყნარ ოკეანეში ჩამოვარდა.ველოდებით ინსტრუქციას."სუსკეჰანს" კაპიტან ბლემბსბერი".ხუთ წუთში ახალი ამბავი მთელ ქალაქს მოედო. საღამოს ექვსი საათისათვისშემაძრწუნებელი კატასტროფის ამბავი მთელმა ამერიკამ იცოდა; შუაღამის შემდეგ კისახელგანთქმული ამერიკული წამოწყების შედეგები წყალქვეშა ტელეგრაფმა მთელევროპას აცნობა.ჩვენ აქ არ შევუდგებით იმ გამოხმაურებათა აღნიშვნას, გაბედულიმოგზაურობის მოულოდნელ დასასრულზე, ქვეყნის ყოველი მხრიდან ყოველ წუთსრომ მოდიოდა.დეპეშის მიღების შემდეგ საზღვაო უწყების მდივანმა "სუსკეჰანას" კაპიტანსუბრძანა, შემდგომი განკარგულებისათვის სანფრანცისკოს ყურეში დაეცადა,ღუმელებში ცეცხლი არ ჩაექრო და ზღვაში გასასვლელად მზად ყოფილიყო.კემბრიჯის ობსერვატორიის ასტრონომებმა სამეცნიერო კორპორციებისათვისჩვეული სიმშვიდით ჩაატარეს საგანგებო თათბირი და მომხდარი ფაქტისმეცნიერულად განხილვას უშფოთველად და აუჩქარებლად შეუდგნენ."საზარბაზნე კლუბის" დეპეშამ ნამდვილი აფეთქება გამოიწვია. ყველაარტილერისტი ადგილზე იყო. კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა, პატივცემულმაუილკამმა ეს-ეს არის საჯაროდ წაიკითხა მასტონისა და ბელფასტის დეპეშა,რომლებიც ატყობინებდნენ, რომ ყუმბარა მათი გიგანტური ლონგსპიკისტელესკოპის მხედველობის არეში იმყოფებოდა. გარდა ამისა, დეპეშაში ნათქვამიიყო, რომ მთვარის მიზიდულობით შეფერხებული ყუმბარა მზის სისტემისმეორეხარისხოვანი თანამგზავრის როლში გამოდიოდა.ჩვენ კი საქმის ნამდვილი ვითარება კარგად მოგვეხსენება.ამრიგად, ჯ. ტ. მასტონისა და კაპიტან ბლემბსბერის ერთდროულად მიღებულისრულიად საწინააღმდეგო შინაარსის დეპეშების განხილვისას კლუბის წევრები ორბანაკად გაიყვნენ: ერთნი ამტკიცებდნენ, რომ ყუმბარა ოკეანეში ჩამოვარდა, - ესე იგი,ასე თუ ისე, მოგზაურები მაინც დაბრუნდნე; მეორე ბანაკს კი მასტონის ცნობებზედაყრდნობით მიაჩნდა, რომ კაპიტან ბლემბსბერი შეცდა. ამ ბანაკის აზრით, ყუმბარაჩვეულებრივი ბოლიდი, მოწყვეტილი ვარსკვლავი იყო, რომელმაც კორვერტის ქიმიდააზიანა. ამ უკანასკნელ მტკიცებაზე კამათი გაჭირდებოდა, რადგან ჩამოვარდნილისხეული ისეთი სისწრაფით მოჰქროდა, რომ მისი დანახვა შეუძლებელი იყო. თუმცაერთი რამ ცხადი იყო: ყუმბრა რომ მართლა დედამიწაზე დაცემულიყო, თუგავითვალისწინებთ მის გაფრენის წუთიდან გასულ დროს და დედამიწის ბრუნვითმოძრაობას, დედამიწასთან მისი შეჯახების სწორედ დასავლეთ გრძედის 41 დ 42გრადუსებს შორის, ჩრდილოეთ განედის 27 გრადუსზე უნდა მომხდარიყო.ასე იყო თუ ისე, "საზარბაზნე კლუბში" ერთხმად გადაწყვიტეს, რომბლემბსბერის ძმა ბილსბი და მაიორი ელფისტონი დაუყოვნებლივგამგზავრებულიყვნენ სან-ფრანცისკოში და ოკეანის სიღრმიდან ყუმბარისამოსაღებად ყველაფერი ეღონათ.ერთგული მეგობრები დაუყოვნებლივ გზას გაუდგნენ. რკინიგზით, რომელიცუახლოეს ხანში მთელ ცენტრალურ ამერიკას გადაკვეთს, მალე ჩავიდნენ სენ-ლუიში,სადაც დილიჟანსი-ექსპრესი ელოდათ.სწორედ იმ წუთს, როცა საზღვაო უწყების მდივანი, "საზარბაზნე კლუბის" ვიცე-პრეზიდენტი და ობსერვატორიის დირექტორი სან-ფრანცისკოდან გამოგზავნილ

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!