13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

Create successful ePaper yourself

Turn your PDF publications into a flip-book with our unique Google optimized e-Paper software.

ეს გადაწყვეტილება ერთსულოვნად მიიღეს, მხოლოდ ნავსადგური უნდაამოერჩიათ. 27° განედის უახლოს სანაპიროზე ასეთი ნავსაყუდელი არსად იყო. ცოტამოშორებით, მონტერეის ნახევარკუნძულს იქით, იყო დიდი ქალაქი, რომლისსახელსაც ნახევარკუნძული ატარებდა. მაგრამ უდაბნოს საზღვართან ვაშენებული ესქალაქი მატერიკს სატელეგრაფო ხაზით არ უკავშირდებოდა, ასეთი მნიშვნელოვანიცნობის სათანადო სისწრაფით გადაცემა კი მხოლოდ ტელეგრაფის საშუალებითშეიძლებოდა.რამდენიმე გრადუსით მაღლა პორტი სან-ფრანცისკო მდებარეობდა. ოქროსმხარის დედაქალაქიდან შეერთებული შტატების ცენტრთან დაკავშირება -ადვილიიყო. თუ კორვეტი დიდი სისწრაფით ივლიდა, სან-ფრანცისკოში მისვლას თითქმისორი დღე-ღამე დასჭირდებოდა. ამიტომ დაუყოვნებლივ გზას უნდა დასდგომოდნენ.კორვეტიმზად იყო გასამგზავრებლად, რადგან ცეცხლფარეშებს ღუმელები უკვეგაეჩაღებინათ. მართალია, წყალში ორი ათასი ბრასის ტროსი კიდევ რჩებოდა, მაგრამკაპიტანს არც ერთი ძვირფასი წუთის დაკარვა არ სურდა და ტროსის გადაჭრაგადაწყვიტა.- ტროსის ბოლოს ტივტივაზე მივამაგრებთ, - თქვა მან, - და ყუმბარის დაცემისადგილის ღმოჩენასიც დაგვეხმარება.- ამ ადგილის კოორდინატორი ცნობილია, - ჩვენ ვიმყოფებით ჩრდილოეთგანედის ოცდაშვიდ გრადუსსა და შვიდ წუთზე და დასავლეთ გრძედის ორმოდაერთგრადუსსა და ოცდაშვიდ წუთზე, - აღნიშნა ლეიტენანტმა.- ჩინებულია, მისტერ ბრონსფილდ, - მიუგო კაპიტანმა, - თუ შეიძლება,უბრძანეთ, ტროსი გადაჭრან.სიმტკიცისათვის მძიმე ლატანებით აღჭურვილი ვეებერთელა ტივტივა წყალშიჩაუშვეს. ტროსის ბოლო მტკიცედ იყო ტივტივაზე მიმაგრებული, რომ ღელვასყუმბარის დაცემის ადგილიდან ძალიან შორს არ გაეტაცა.მექანიკოსმა კაპიტანს აცნობა, რომ კორვეტი წასასვლელად მზად იყო. კაპიტანმამადლობა გადაუხადა და ბრძანა, კურსი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ აეღოთ.კორვეტი მთელი სისწრაფით დაიძრა სან-ფრანცისკოს ყურესაკენ. დილის სამი საათიიყო.ისეთი სწრაფმავალი გემისათვის, როგორიც "სუსკეჰანა" იყო, ორასი ლიეს გავლაარაეფრს წარმოადგენდა. ეს მანძილი გემმა ოცდათექვსმეტ საათში გაიარა და 14დეკემბერს ნაშუდღევის 1 საათსა და 37 წუთზე სან-ფრანცისკოს ყურეში შევიდა.მთელი სიჩქარით მომავალი კორვეტის დანახვამ, რომელსც გატეხილიბუშპრიტი და დაზიანებული ანძა ჰქონდა, ქალაქის მცხოვრებნი ააღელვა დაცნობისმოყვარეთა უზარმაზარი ბრბო უცბად მოგროვდა ნაპირზე.კაპიტან ბლემბსბერიმ და ლეინტენანტმა ბრონსფილდმა ღუზა ჩაუშვეს,რვანიჩბიან კარჭაპში ჩასხდნენ და სწრაფად მოადგნენ ნაპირს.- ტელეგრაფი! სად არის ტელეგრაფი! - კითხულობდნენ ისინი.პორტის ოფიცერმა გადმოსულები სატელეგრაფო სადგურამდე მიაცია. ხალხიცაედევნა.ბლემსბერი და ბროსფილდი კანტორაში შეცვივდნენ. დეპეშები ოთხ ცალადგაუგზავნეს შემდეგ ადრესატებს: საზღვაო უწყების მდივანს ვაშინგტონში,"საზარბაზნე კლუბის" ვიცე-პრეზიდენტს ბალტიმორსი, პატივცემულ ჯ.ტ. მასტონსლონგსპიკში, კლდოვან მთებზე და ბოლოს კემბრიჯის ობსერვატორიისდიერქტორის თანაშემწეს.დეპეშაში ეწერა:

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!