13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

თავდაპირველად ლეინტენანტს და მის მეგობრებს ეგონათ, გაპარულიორთქლის ხმააო, მაგრამ ზევით რომ აიხედეს, დარწმუნდნენ, რომ ეს ხმა ძალიანდიდი სიმაღლიდან მოდიოდა.ამ უცნაური ხმის ძალა არაჩვეულებრივი სისწრაფით მატულობდა დაოფიცრებმა აზრის გაზირებაც კი ვერ მოასწრეს, რა იყო ამის მიზეზი, რომ მათთვალები დაუბრმავა ბოლიდმა, რომელიც ატმოსფეროს ფენებთან შეხებას წითლადგაევარვარებინა.ცეცხლოვანი მასა თანდათან იზრდებოდა და ბოლოს კორვეტის ბუშპრიტზეწარმოუდგენელი გრუხუნით დაეცა, დაამსხვრია იგი და შიშინით და ხმაურითტალღებშუა გაუჩინარდა.ეს მასა რამდენიმე ფუტით ახლოს რომ არ ჩამოვარდნილიყო, "სუსკეჰანა"მთელი თავისი ეკიპაჟით ოკეანეში გადაყირავდებოდა.კაპიტანი ბლემბსბერი ნახევრად ჩაცმული გამოვარდა გემბანზე, სადაც ყველაოფიცერს მოეყარა თავი.- ბატონებო, თუ შეიძლება მითხარით, რა მოხდა? - იკითხა კაპიტანმა, - რაშიასაქმე?- კაპიტანო, "ისინი" დაბრუნდნენ! - იყვირა მიჩმანმა.ოცდამეერთე თავიისევ ჯ. ტ. მასტონი."სუსკეჰანას" ბორტზე დიდი ჩოჩქოლი იდგა. ოფიცრებსა და მეზღვაურებსაზრადაც არ მოსვილიათ, თუ რა საფრთხე ელოდათ სულ ახლახან, ადვილიშესაძლებელი იყო, გემი გასრესილიყო, ან გახვრეტილიყო და ჩაძირულიყო. არა, მათიფიქრი დასტრიალებდა კატასტროფას, რომელმაც გაბედული წამოწყებადააგვირგვინა.- '"ისინი" დაბრუნდნენ! - წამოიძახა ახალგაზრდა მიჩმანმა და ყველა მაშინვემიხვდა, ვის გულისხმობდა. ეჭვი არავის შეჰპარვია. ტალღებში გაუჩინარებულიბოლიდი "საზარბაზნე კლუბის" ყუმბარა რომ იყო.- დაიღუპნენ! - ამტკიცებდნენ ერთნი.- არა, ცოცხლები არიან! - დაჟინებით იმეორებდნენ მეორენი. - წყალი ძალიანღრმა არის და ვარდნის ძალას შეამცირებდა.- მაგრამ უჰაეროდ რომ არიან, - ამბობდა მესამე, - უსათუოდ გაიგუდებიან!- დაიწვებოდნენ! - დაასკვნა ვიღაცამ. - ატმოსფეროში გავლისას ყუმბარაგავარვარებულ მასად იქცეოდა.- ასეა თუისე, ცოცხლები არიან ისინი თუ მკვდრები, აუცილებლად უნდაამოვიყვანოთ! - ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვიტა ყველამ ერთხმად.კაპიტან ბლემბსბერიმ ყველა ოფიცერს სათათბიროდ მოყარა თავი.დაუყოვნებლივ რაიმე უნდა ეღონათ. უპირველეს ყოვლისა, ყუმბარა უნდაამოეთრიათ, ურთულესი, მაგრამ შესაძლებელი ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ,თუმცა კორვეტს არ გააჩნდა საამისოდ მძლავრი და ზუსტი მოწყობილობა:გადაწყვიტეს, მაშინვე უახლოეს ნავსადგურში მისულიყვნენ და ჭურვისჩამოვარდნის შესახებ "საზარბაზნე კლუბისათვის" ეცნობებინათ.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!