13.07.2015 Views

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

დედამიწიდან მთვარემდე

SHOW MORE
SHOW LESS

You also want an ePaper? Increase the reach of your titles

YUMPU automatically turns print PDFs into web optimized ePapers that Google loves.

- არა, არც დეპეშას ვგულისხმობ, - უპასუხა მიჩმანმა წარბშეუხრელად. -გრაფიკული მეთოდით ისინი ძალიან ადვილად დაუკავშირდებიან დედამიწას.- მერედა, ამას როგორ მოახერხებენ?- ლონგსპიკის ტელესკოპის საშუალებით. თქვენთვის ცნობილია, რომ იგიმთვარეს კლდოვან მთებთან ორ ლიეზე აახლოებს, რაც საშუალებას გვაძლევს მისზედაპირზე არანაკლებ ცრა ფუტის დიამეტრის საგნები დავინახოთ. ჩვენმა მთვარისგმირებმა უნდა გააკეოთნ ვეებერთელა ანბანი, ასი ტუაზის სიგრძის სიტყვები დაერთი ლიეს სიგრძის წინადადებები! ასე თავიანთ მდგომარეობას უფრო ადვილადგაგვაბებინებდნენ.გამჭრიახ მიჩმანს ყველამ ტაში დაუკრა. მისი აზრი ლეინტენანტმაბრონსფილდმა სრულიად შესაძლებლად სცნო. გარდაამისა, მან წამოაყენადედამიწასთან უშუალო კავშირის კიდევ ერთი ხერხი - პარაბოლური სარკეების მიერარეკლილი მოკაშკაშე სხივები. ეს სხივები ვენერადან ან მარსიდან ისევგამოჩნდებოდნენ, როგორც დედამიწიდან პლანეტა ნეპტუნი ჩანს. ბოლოს მანგანცხადა, შესაძლებელია უახლოეს პლანეტაზე არაერთგზის შემჩნეული ეს ნათელიწერტილები, მთვარიდან დედამიწაზე გადმოცემული სიგნალები იყოო. მაგრამლეინტენანტს წამოსცდა, რომ თუ აღნიშნული წესით მთვარიდან ცნობების მიღებაშესაძლებელი იყო, დედამიწიდან იქით ვერაფერს გადასცემდნენ, რადგან შორეულიდაკვირვებებისათვის საჭირო ხელსაწყოები მხოლოდ მთვარის ბინადართ ჰქონდათ.- ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო ის არის, შევიტყოთ, რა დაემართამოგზაურებს, რას აკეთებენ, რას ხედავენ, - ჩაერია ერთ-ერთი ოფიცერი. - თუპირველი ცდა წარმატებით დამთავრდება, რაშიც ეჭვი არ მეპარება, ამ ცდასგაიმეორებენ. კოლუმბიადა კვლავინდებურად ხომ ფლორიდის მიწაშია ჩაფლული.მაშასადამე, მხოლოდ ყუმბარა და დენთი გვაკლია; ყოველთვის, როდესაც მთვარეზენიტს გაივლის, შეგვიძლია ექსკურსანტებით სავსე ყუმბარა ... მთვარეზეგავისროლოთ.- როგორც ჩანს, მასტონი თავის მეგობრებს მალე შეუერთდება! - თქვალეინტენანტმა.- ერთი სიტყვით რომ მითხრას, მასთან ერთად სიამოვნებით გავფრინდები! -წამოიძახა მიჩმანმა.- მოხალისეები ბლომად იქნებიან, - შეეპასუხა ბრონსფილდი, - ნება რომ დართო,დედამიწის ბინდართა ნახევარი მთვარეზე გადასახლდება!ოფიცერთა საუბარი ღამის პირველ საათამდე გაგრძელდა. რა ჩამოთვლის იმფანტასტიკურ თეორიებსა და წარმოუდგენელ პროექტებს, გულადი ახალგაზრდებირომ გვთავაზობდნენ. ბარბიკენის ცდის შემდეგ სიტყვა "შეუძლებელი"ამერიკელებისათვის აღარ არსებობდა. გეგმებს აწყობდნენ, რომ მთვარისდასაპყრობად არა მარტო მეცნიერთა კომისიები, არტილერისტთა, კავალერისტთა დაქვეითების ჯარის მთელი არმია გაეგზავნათ.ღამის პირველი საათისათვის ლოტის ამოსაყვანი სამუშაოები ჯერ არდამთავრებულიყო. კიდევ ათი ათასი ფუტი რჩებოდა შესასწავლი, ამას კი რამდენიმესაათი ჭირდებოდა.კაპიტნის ბრძანებით საცეცხლურებში ცეცხლი გააჩაღეს. ქვაბებში წნევამ აიწია."სუსკეჰანა" მზად იყო, დაუყოვნებლივ გამგზავრებულიყო.ამ დროს, ღამის 1 საათსა და 17 წუთზე, ის იყო ლეინტენანტი ბრონსფილდითავის კაიუტისაკენ უნდა წასულიყო, რომ მისი ყურადღება შორეულმა სტვენამმიიპყრო.

Hooray! Your file is uploaded and ready to be published.

Saved successfully!

Ooh no, something went wrong!